საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
445

ჩეხი ევროპარლამენტარები ჩეხეთის პრეზიდენტს უკრაინისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებენ

ქეთი ჩოხელი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-19 15:26:00

ჩეხი ევროპარლამენტარები ჩეხეთის პრეზიდენტს მილოშ ზემანს უკრაინისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ უკრაინული ბიურო ევროდეპუტატების წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.

წერილში ნათქვამია, რომ სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე თავისი გამოსვლით ზემანი საერთაშორისო სამართლის ავტორიტეტს ლახავს, რადგან უკრაინა რუსეთის აგრესიის მსხვერპლია.

„ეს აგრესია, რომელმაც ყირიმში კანონსაწინააღმდეგო მდგომარეობა შექმნა, ახლაც გრძელდება, ამიტომ წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი ევროპისთვის საფრთხეს“, - აღნიშნულია წერილში.
ევროპარლამენტის ჩეხი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ მილოშ ზემანის პოზიცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და ჩეხეთის მთავრობის პოზიციას.

„ევროსაბჭოს წინაშე თქვენ არ გამოდიოდით როგორც კერძო პირი, არამედ როგორც სახელმწიფოს მეთაური. თუ თქვენ არ შეგიძლიათ პრეზიდენტის როლის შესრულება და ჩეხეთის რესპუბლიკის საერთაშორისო შეკრებებზე ღირსეულად წარდგენა, თქვენ, სულ მცირე, თავი უნდა შეიკავოთ ნებისმიერი გამონათქვამისგან, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოკავშირეების ინტერესებს ეწინააღმდეგება“, - აღნიშნულია დეპუტატების წერილში.

წერილს ექვსი ევროპარლამენტარი აწერს ხელს, მათ შორის, იარომირ შტეტინა, ირჟი პოსპიშილი, ლიუდეკ ნიდერმაერი.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას მილოშ ზემანმა განაცხადა, რომ ყირიმის ანექსია დასრულებული საქმეა და ნახევარკუნძულის სანაცვლოდ, უკრაინისთვის კომპენსაციის გადახდის ინიციატივით გამოვიდა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ესტონეთის პრეზიდენტი ქუთაისში სტუდენტებს შეხვდა
ესტონეთის პრეზიდენტი ქუთაისში სტუდენტებს შეხვდა
ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი
წაკითხვა
სუს-ის წარმომადგენელმა ესტონეთის პრეზიდენტს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო
სუს-ის წარმომადგენელმა ესტონეთის პრეზიდენტს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - რუსეთის მიერ აღმართული ხელოვნური ბარიერები დაინგრევა არა სამხედრო ძალით, არამედ იმ მომავლის იმედით, რომელიც აქვს ჩვენს ხალხს
გიორგი მარგველაშვილი - რუსეთის მიერ აღმართული ხელოვნური ბარიერები დაინგრევა არა სამხედრო ძალით, არამედ იმ მომავლის იმედით, რომელიც აქვს ჩვენს ხალხს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვი
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობა
ესტონეთის პრეზიდენტი ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობა
ესტონეთის პრეზიდენტი ხურვალეთშია. კერსტი კალიულაიდი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობა. ის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად,
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი წეროვნის დევნილთა დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლას ესტუმრა
ესტონეთის პრეზიდენტი წეროვნის დევნილთა დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლას ესტუმრა
ესტონეთის პრეზიდენტი წეროვნის დევნილთა და
წაკითხვა
ესტონელი ინვესტორები საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს
ესტონელი ინვესტორები საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს
საქართველოში ბიზნესწარმოების უსაფრთხო გარ
წაკითხვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფის კომპლექსი გახსნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფის კომპლექსი გახსნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმ
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი გოლფ-კლუბის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
ესტონეთის პრეზიდენტი გოლფ-კლუბის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფ-კლუბის გახსნის ღონისძიებაშიც მიიღო მონაწილეობა. 
წაკითხვა