საზოგადოებრივი
104.5 FM
624

იუსტიციის საბჭო 20 ოქტომბერს უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს უყრის კენჭს

ხატია ჯამალაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-19 21:22:00

20 ოქტომბერს, 11:00 საათზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადოდ გამწესების მსურველ 38 კანდიდატს კენჭს უყრის. 

საბჭომ კანდიდატებთან გასაუბრება 9 ოქტომბერს დაიწყო და 11 ოქტომბერს დაასრულა. კანდიდატთა სიაში იყვნენ როგორც დღეს მოქმედი საბჭოს წევრები, ასევე მოსამართლეები ძველი შემადგენლობიდან. გასაუბრება გაიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, ვასილ მშვენიერაძემაც
გასაუბრების შემდეგ, საბჭოს თითოეულმა წევრმა დამოუკიდებლად შეავსო მოსამართლის საქმიანობის შეფასების ფორმა. 

თანამდებობაზე გასამწესებლად, კენჭი ეყრება მხოლოდ იმ კანდიდატს, რომლის კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ მოსამართლე აკმაყოფილებს ან სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, ხოლო კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას ამ კრიტერიუმის მახასიათებლების მიხედვით მოსამართლის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 %-ია. 

იმისათვის, რომ მოსამართლე უვადოდ გამწესდეს, მას სულ მცირე სამწლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს და მუშაობდეს სამწლიანი გამოსაცდელი ვადით. 

უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სია: 1. აბშილავა ირაკლი - ზუგდიდის რაიონული სასამართლო; 2. ალანია თამარ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა; 3. ბურჯანაძე თამარ - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია; 4. გაბინაშვილი მერაბ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა (თავმჯდომარე); 5. გაბრიჩიძე ეკატერინე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია; 6. გელაშვილი დავით - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქედის მუნიციპალიტეტში; 7. გველესიანი მაკა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია; 8. გვრიტიშვილი დიმიტრი - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე); 9. გოგიაშვილი გიორგი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა; 10. გოგიჩაშვილი გიორგი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია; 11. გორგოძე მაკა - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა; 12. ენუქიძე მალხაზ - ახალქალაქის რაიონული სასამართლო; 13. ერემაძე მირანდა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა; 14. ეცადაშვილი თინათინ - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია; 15. თეთრაული მაია - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა; 16. თოთოსაშვილი გოგიტა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა; 17. კაკაბაძე ვლადიმერ -თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია; 18. კალიჩენკო ლელა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია; 19. კახიძე როინ - ცაგერის რაიონული სასამართლო (თავმჯდომარის მ/შ); 20. კუჭავა ქეთევან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია; 21. მამისეიშვილი დავით - ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია (ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე); 22. მეშველიანი ლევან - სამტრედიის რაიონული სასამართლო (თავმჯდომარე); 23. მშვენიერაძე ვასილ - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია (თავმჯდომარე) - თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე; 24. ნიკაჭაძე მანანა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ბაღდათის მუნიციპალიტეტში; 25. პავლიაშვილი სპარტაკ - თბილისის სააპელაციო სასამართლო, საგამოძიებო კოლეგია; 26. სვიანაძე მაია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია; 27. სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი თეა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა; 28. სულხანიშვილი მაია -თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა; 29. ტუკვაძე ელისო - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია; 30. ფხაკაძე მამია - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია (რუსთავის საქალაქო სასამართლო თავმჯდომარე); 31. ყანჩელი ეკატერინე - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია; 32. შენგელია ირაკლი - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა (პალატის თავმჯდომარე); 33. ჩიხლაძე თამარ - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია; 34. ჩხაიძე სიმონ - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა; 35. წიკლაური ვანო -თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა; 36. წიქარიძე შორენა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია; 37. ჭედია მაკა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია; 38. ხოლოაშვილი მარინა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასვლით სხდომას ბორჯომში გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასვლით სხდომას ბორჯომში გამართავს
30 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გას
წაკითხვა
ხმაური და ურთიერთბრალდებები იუსტიციის საბჭოში
ხმაური და ურთიერთბრალდებები იუსტიციის საბჭოში
ხმაურით ჩაიარა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების კენჭისყრამ.
წაკითხვა
თამარ ალანია უვადო მოსამართლე გახდა
თამარ ალანია უვადო მოსამართლე გახდა
თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სამოქალაქო საქმეთა პალატაში, გვანცა ყუფარაძის განმხილველი მ
წაკითხვა
უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს იუსტიციის საბჭო კენჭს უყრის
უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს იუსტიციის საბჭო კენჭს უყრის
უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს იუსტიციის საბჭო დღეს კენჭს უყრის. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შერჩევას იწყებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შერჩევას იწყებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს. მსურველებს განაცხადების შეტანა 23 ოქტ
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შერჩევას იწყებს​
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შერჩევას იწყებს​
16 ოქტომბრიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს. მოსამართლეთა შერჩევა ვაკანტურ ადგილებზე მოხდება. &l
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოში უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრება მიმდინარეობს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოში უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრება მიმდინარეობს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოში უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრება მიმდინარეობს.
წაკითხვა