საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
561

საია-ს წარმომადგენელი - ამ არჩევნებზე გამოიკვეთა ისეთი ფაქტები, რომლებმაც შექმნა განათლების სფეროს პოლიტიზების რისკი

მარიამ აფციაური
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-19 23:59:00

ჩვენს ანგარიშში წარმოდგენილია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები, რომელიც, ჩვენი მოსაზრებით, ატარებდა ორგანიზებულ და დაგეგმილ ხასიათს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო პროექტების კოორდინატორმა, ლელა ტალიურმა განუცხადა. 

„ვგულისხმობთ საჯარო მოხელეთა დასწრებას მმართველი პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრებზე. ასევე, ვგულისხმობთ პედაგოგების დასწრებას ასეთ შეხვედრებზე და მათ ჩართულობას საარჩევნო პროცესებში მხარდამჭერთა მობილიზების კუთხით. ამ არჩევნებზე გამოიკვეთა ისეთი ფაქტები, რომლებმაც შექმნა განათლების სფეროს პოლიტიზების რისკი. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ სააგიტაციო შეხვედრებს“, - განაცხადა ლელა ტალიურმა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშს საია 20 ოქტომბერს გამოაქვეყნებს. ლელა ტალიურის განმარტებით, მონიტორინგი თბილისსა და ცხრა რეგიონში რეგიონული ოფისების მეშვეობით განახორციელეს. მისივე თქმით, ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია სავარაუდო მუქარისა და ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, რასაც ადგილი ჰქონდა პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელთა მხრიდან, ასევე ცალკეულ შემთხვევებში ამომრჩევლების მიმართ, რათა მათ დაეფიქსირებინათ არჩევანი მმართველი პარტიის სასარგებლოდ.

საია-ს წარმომადგენლის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ორგანიზაციას 500-ზე მეტი დამკვირვებელი ეყოლება და ისინი 300-ზე მეტ უბანს დაფარავენ. ასევე იქნებიან მობილური ჯგუფის დამკვირვებლები, რომლებიც სხვადასხვა უბანზე საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საარჩევნო ბლოკები და ფინანსები - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
საარჩევნო ბლოკები და ფინანსები - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის წინასა
წაკითხვა
ცენტრალური საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას განაგრძობს
ცენტრალური საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას განაგრძობს
საჩივრებს განიხილავს ცენტრალური საარჩევნო
წაკითხვა
2018 წლის ოლიმპიადაზე ყველაზე მეტ მედალს გერმანიას უწინასწარმეტყველებენ
2018 წლის ოლიმპიადაზე ყველაზე მეტ მედალს გერმანიას უწინასწარმეტყველებენ
კვლევითმა კომპანია Gr
წაკითხვა
ენმ თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებას გეგმავს
ენმ თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებას გეგმავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მ
წაკითხვა
ბიზნესის წარმოების რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-9 ადგილზეა
ბიზნესის წარმოების რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-9 ადგილზეა
ბიზნესის წარმოების რეიტინგში საქართველო მ
წაკითხვა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში 12 ნოემბერს გაიმართება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში 12 ნოემბერს გაიმართება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მ
წაკითხვა
პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმე - ოპოზიცია პარლამენტში შს მინისტრს იბარებს
პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმე - ოპოზიცია პარლამენტში შს მინისტრს იბარებს
ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გარშემო უფლებადამცველებს ახალი კითხვები უჩნდებათ. თუ ძალოვანი უწყებების განცხადებებს
წაკითხვა
პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმე - საია გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს
პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმე - საია გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს
ნუცუბიძის ფერდობზე ადმინისტრაციული დაკავების დროს გარდაცვლილი  პაატა პავლიაშვილის ოჯახის წევრები, ადვოკატთან ერთად დღეს გამოძიების მასალებს  გაეცნენ. საია გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას  ითხოვს.
წაკითხვა