საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
993

დავით სერგეენკო - ყიზილაჯლოში დაჭრილთაგან ორი პირის ოპერაცია დასრულდა, ერთის მდგომარეობა მძიმეა, მეორის - საშუალო სიმძიმის

რუსუდან ლოლაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-20 02:58:00

სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილთაგან ორი პირის ოპერაცია დასრულდა, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მეორის საშუალო სიმძიმის, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მარნეულის საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც დაშავებულთა მდგომარეობას გაეცნო. 

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დაჭრილთა თბილისში გადაყვანა ამ ეტაპზე არ იგეგმება. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სულ ხუთი პირია დაჭრილი. 

„ორი ოპერაცია ახლა დასრულდა. ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მეორის საშუალო სიმძიმის. რაც შეეხება დანარჩენი ორი პირის მდგომარეობას, ვინც ამ კლინიკაში არიან, ისინი მსუბუქად არიან დაშავებული. სულ ხუთი ადამიანია დაშავებული. მეხუთე პირი სხვა კლინიკაშია. მათ შესაბამისი დახმარება ჩაუტარდათ. ორ პაციენტს, რომლებსაც ჩაუტარდათ ოპერაცია, დასჭირდებათ ინტენსიურ თერაპიაში მკურნალობა, ყოველსაათობრივი გადაფასება. რაც შეეხება თბილისში მათ გადაყვანას, ამ ეტაპზე არ იგეგმება, რადგან გადაყვანის შემთხვევაში, რისკი უფრო არსებობს. აქ ყველაფერია, რაც მათთვისაა საჭირო, რომ კვალიფიციური მკურნალობა ჩაუტარდეთ. ერთი სათხოვარი მაქვს, ნურავინ ნუ იჩქარებს პოლიტიკური ახსნა-განმარტების გაკეთებას. ეს არის გამოძიების საქმე. უნდა დაველოდოთ გამოძიებას“ - განაცხადა სერგეენკომ. 

მისივე ინფორმაციით, დაზარალებულებს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული, მათ შორის მუცლის არეში. 

შეგახსენებთ, მარნეულის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს და მის თანმხლებ პირებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მაჟორიტარობის კანდიდატს და მისი თანმხლები პირებიდან ერთს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ადგილზე ჩავიდა და კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა. მარნეულში ასევე ჩავიდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თელავში შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
თელავში შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
თელავში, აღმაშენებლის გაზირზე 50 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. <
წაკითხვა
დავთ სერგეენკო - C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტი არა მხოლოდ საქართველოსთვის და რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის სანიმუშოა
დავთ სერგეენკო - C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტი არა მხოლოდ საქართველოსთვის და რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის სანიმუშოა
C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტი არა მხოლოდ საქართველოსთვის და რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლ
წაკითხვა
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა.პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, 32 საჩივარი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან იყო დაწერილი და ძირ
წაკითხვა
საოლქო საარჩევნო კომისიებმა მარნეულში საჩივრების განხილვა დაიწყეს
საოლქო საარჩევნო კომისიებმა მარნეულში საჩივრების განხილვა დაიწყეს
საოლქო საარჩევნო კომისიებმა საჩივრების განხილვა დაიწყეს. ამ წუთებში პროცესი მიმდინარეობს მარნეულში. კენჭისყრის დღეს ოლქში სულ 32 საჩივარი დ
წაკითხვა
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: მარნეულში მეორე ტური არ ჩატარდება
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: მარნეულში მეორე ტური არ ჩატარდება
ყველა უბანი დათვლილია უკვე მარნეულში&l
წაკითხვა
მარნეულში „ქართული ოცნების“ კანდიდატის ლიდერობას ზეიმობენ [ვიდეო]
მარნეულში „ქართული ოცნების“ კანდიდატის ლიდერობას ზეიმობენ [ვიდეო]
მარნეულში ადგილობრივი თვითმმართველობის არ
წაკითხვა
სოფელ თაზაქენდში, მეცამეტე საარჩევნო უბანზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული
სოფელ თაზაქენდში, მეცამეტე საარჩევნო უბანზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ თაზაქენდში, მეცამეტე საარჩევნო უბანზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. 
წაკითხვა
როგორ ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები 2017 მარნეულში
როგორ ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები 2017 მარნეულში
გამოშვებას რეგიონებიდან ჩართვებით განვაგრძობთ. ვიწყებთ ქვემო ქართლით. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო მარნეულის რაიონი, სადაც დღის მე
წაკითხვა