საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1326

ექიმის ინფორმაციით, სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილთაგან ორი პირის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

რუსუდან ლოლაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-20 04:25:00

სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილთაგან ორის პირის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, რჩებიან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, დაცვითი ნარკოზის ქვეშ, - ამის შესახებ მარნეულის საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმმა, თეა ზარიძემ განაცხადა. 

„დაახლოებით 23:30 საათზე შემოვიდა ოთხი პაციენტი. ოთხივეს მიყენებული ჰქონდა ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით. ორ მათგანს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. ამჟამად იმყოფებიან რეანიმაციულ განყოფილებაში. სტაბილურად მძიმე რჩება მათი მდგომარეობა. რჩებიან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, დაცვითი ნარკოზის ქვეშ. ორივე პაციენტის შემთხვევაში, რომელთაც ოპერაციები ჩაუტარდათ, არის მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობები, ნაწლავების დაზიანებით, მთლიანობის დარღვევით. მათი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. პროგნოზს ვერ გავაკეთებთ, რადგან სულ რამდენიმე საათია გასული“, - განაცხადა თეა ზარიძემ. 

რაც შეეხება კიდევ ორ დაჭრილს, ექიმის თქმით, მათ კიდურების არეში აქვთ ჭრილობები.

„დანარჩენ ორ პაციენტს აღენიშნება რბილი ქსოვილების დაზიანება, არასისხლმდენი ჭრილობები. მსუბუქად არიან დაშავებული და რჩებიან მეთვალყურეობის ქვეშ“, - აღნიშნა თეა ზარიძემ. 

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი მარნეულიდან იუწყება, მეხუთე დაჭრილი „ავერსის“ კლინიკაში იყო გადაყვანილი და მან საავადმყოფო უკვე დატოვა. 

შეგახსენებთ, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში თავდასხმა რამდენიმე საათის წინ მოხდა. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს და მის თანმხლებ ოთხ პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მაჟორიტარობის კანდიდატს და მისი თანმხლები პირებიდან ერთს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაჭრილია სულ ხუთი პირი, ორი მათგანის ოპერაცია დასრულდა და მხოლოდ ერთის მდგომარეობა რჩება მძიმე. ადგილზე ჩავიდა და კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა. მარნეულში ასევე ჩავიდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე. 



ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თელავში შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
თელავში შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
თელავში, აღმაშენებლის გაზირზე 50 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. <
წაკითხვა
ყიზილაჯლოში დაჭრილი მაჟორიტარობის კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
ყიზილაჯლოში დაჭრილი მაჟორიტარობის კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლო
წაკითხვა
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა.პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, 32 საჩივარი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან იყო დაწერილი და ძირ
წაკითხვა
საოლქო საარჩევნო კომისიებმა მარნეულში საჩივრების განხილვა დაიწყეს
საოლქო საარჩევნო კომისიებმა მარნეულში საჩივრების განხილვა დაიწყეს
საოლქო საარჩევნო კომისიებმა საჩივრების განხილვა დაიწყეს. ამ წუთებში პროცესი მიმდინარეობს მარნეულში. კენჭისყრის დღეს ოლქში სულ 32 საჩივარი დ
წაკითხვა
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: მარნეულში მეორე ტური არ ჩატარდება
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: მარნეულში მეორე ტური არ ჩატარდება
ყველა უბანი დათვლილია უკვე მარნეულში&l
წაკითხვა
მარნეულში „ქართული ოცნების“ კანდიდატის ლიდერობას ზეიმობენ [ვიდეო]
მარნეულში „ქართული ოცნების“ კანდიდატის ლიდერობას ზეიმობენ [ვიდეო]
მარნეულში ადგილობრივი თვითმმართველობის არ
წაკითხვა
სოფელ თაზაქენდში, მეცამეტე საარჩევნო უბანზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული
სოფელ თაზაქენდში, მეცამეტე საარჩევნო უბანზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ თაზაქენდში, მეცამეტე საარჩევნო უბანზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. 
წაკითხვა
როგორ ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები 2017 მარნეულში
როგორ ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები 2017 მარნეულში
გამოშვებას რეგიონებიდან ჩართვებით განვაგრძობთ. ვიწყებთ ქვემო ქართლით. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო მარნეულის რაიონი, სადაც დღის მე
წაკითხვა