საზოგადოებრივი
104.5 FM
1177

მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარზე შსს ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

თეო გონგლაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-10-20 09:48:00


შინაგან საქმეთა სამინისტრო მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, გვიან ღამით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა.

დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მომხდარიდან მალევე ჩავიდა შემთხვევის ადგილზე და მიმდინარე გამოძიების დეტალებს, ასევე, დაჭრილი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას პირადად გაეცნო“, - აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს და მის თანმხლებ პირებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. 

მაჟორიტარობის კანდიდატსა და მისი თანმხლები პირებიდან ერთს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაჭრილთაგან ორი მათგანის ოპერაცია დასრულდა და მხოლოდ ერთის მდგომარეობა რჩება მძიმე. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ყიზილაჯლოში დაჭრილი მაჟორიტარობის კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
ყიზილაჯლოში დაჭრილი მაჟორიტარობის კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლო
წაკითხვა
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა.პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, 32 საჩივარი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან იყო დაწერილი და ძირ
წაკითხვა
საოლქო საარჩევნო კომისიებმა მარნეულში საჩივრების განხილვა დაიწყეს
საოლქო საარჩევნო კომისიებმა მარნეულში საჩივრების განხილვა დაიწყეს
საოლქო საარჩევნო კომისიებმა საჩივრების განხილვა დაიწყეს. ამ წუთებში პროცესი მიმდინარეობს მარნეულში. კენჭისყრის დღეს ოლქში სულ 32 საჩივარი დ
წაკითხვა
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: მარნეულში მეორე ტური არ ჩატარდება
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: მარნეულში მეორე ტური არ ჩატარდება
ყველა უბანი დათვლილია უკვე მარნეულში&l
წაკითხვა
მარნეულში „ქართული ოცნების“ კანდიდატის ლიდერობას ზეიმობენ [ვიდეო]
მარნეულში „ქართული ოცნების“ კანდიდატის ლიდერობას ზეიმობენ [ვიდეო]
მარნეულში ადგილობრივი თვითმმართველობის არ
წაკითხვა
სოფელ თაზაქენდში, მეცამეტე საარჩევნო უბანზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული
სოფელ თაზაქენდში, მეცამეტე საარჩევნო უბანზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ თაზაქენდში, მეცამეტე საარჩევნო უბანზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. 
წაკითხვა
როგორ ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები 2017 მარნეულში
როგორ ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები 2017 მარნეულში
გამოშვებას რეგიონებიდან ჩართვებით განვაგრძობთ. ვიწყებთ ქვემო ქართლით. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო მარნეულის რაიონი, სადაც დღის მე
წაკითხვა
მარნეულში კენჭისყრის პროცესი მცირე ინციდენტების ფონზე მიმდინარეობს
მარნეულში კენჭისყრის პროცესი მცირე ინციდენტების ფონზე მიმდინარეობს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული მარნეულში. 
წაკითხვა