საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
433

საია ყიზილაჯლოში მომხდარის მოტივის დადგენასა და ფაქტის დროულ გამოძიებას ითხოვს

ელიტა ანდღულაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-20 10:53:00


„ყიზილაჯლოში მომხდარი არის შემაშფოთებელი და ეს არის ყველაზე მძიმე შემთხვევა, რაც ამ დროისთვის დაფიქსირებულა“, - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. საია მოტივის დადგენასა და ფაქტის დროულ გამოძიებას ითხოვს 

„წინასაარჩეევნო პერიოდში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება და რამდენიმე ადამიანის დაჭრა შემაშფოთებელია. მნიშვნელოვანია, რომ რეაგირება მოხდა ძალიან სწრაფად. ასევე მნიშვნელოვანი იქნება, რომ ზოგადად ყველა გამოვლენილ ინციდენტთან მიმართებით იყოს მყისიერი რეაგირება და პირველი პირების დონეზე იყოს აყვანილი არჩევნებთან დაკავშირებით გამოვლენილი დარღვევების გამოძიება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

საია-ს თავმჯდომარის თქმით, საზოგადოებისთვის დანაშაულის კვალიფიკაცია უკვე ცნობილია და ახლა მნიშვნელოვანია, დროულად გაირკვეს მოტივი. როგორც ნაცვლიშვილი ამბობს, სახელმწიფოს მხრიდან დროულ გამოძიებას ელოდებიან.

მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს და მის თანმხლებ პირებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ყიზილაჯლოში გუშინ ღამით ესროლეს. 

მაჟორიტარობის კანდიდატსა და მისი თანმხლები პირებიდან ერთს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დაჭრილთაგან ორი მათგანის ოპერაცია დასრულდა და მხოლოდ ერთის მდგომარეობა რჩება მძიმე.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ანა ნაცვლიშვილი - დაკავებისას გარდაცვლილი პირის საქმეზე გამოძიება სამოხელეო დანაშაულის მუხლითაც უნდა წარიმართოს
ანა ნაცვლიშვილი - დაკავებისას გარდაცვლილი პირის საქმეზე გამოძიება სამოხელეო დანაშაულის მუხლითაც უნდა წარიმართოს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელ ანა ნაცვლიშვილს მიაჩნია, რომ დაკავებისას გარდაცვლი
წაკითხვა
ყიზილაჯლოში დაჭრილი მაჟორიტარობის კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
ყიზილაჯლოში დაჭრილი მაჟორიტარობის კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლო
წაკითხვა
სროლა „ქართული ოცნების“ შტაბთან და ხუთი დაჭრილი - რა ვერსიებზე საუბრობენ მარნეულში თავდასხმის შემდეგ
სროლა „ქართული ოცნების“ შტაბთან და ხუთი დაჭრილი - რა ვერსიებზე საუბრობენ მარნეულში თავდასხმის შემდეგ
მარნეულში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულს ამ წუთებშიც ეძებენ. სოფელ ყიზილაჯლოში ,,ქართული ო
წაკითხვა
ყიზილაჯლოს ინციდენტის დროს დაშავებული ერთ-ერთი პაციენტი მის მიმართ რაიმე სახის მუქარას ვერ იხსენებს და მომხდარს ვერაფერს უკავშირებს
ყიზილაჯლოს ინციდენტის დროს დაშავებული ერთ-ერთი პაციენტი მის მიმართ რაიმე სახის მუქარას ვერ იხსენებს და მომხდარს ვერაფერს უკავშირებს
მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსიდან“ ორი პაციენტ
წაკითხვა
ყიზილაჯლოში მომხდარ სისხლიან თავდასხმას პოლიტიკოსები და არასამთავრობოები ეხმაურებიან
ყიზილაჯლოში მომხდარ სისხლიან თავდასხმას პოლიტიკოსები და არასამთავრობოები ეხმაურებიან
ყიზილაჯლოში მომხდარი სისხლიანი თავდასხმა პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემაა. 
წაკითხვა
ყიზილაჯლოში დაჭრილებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა
ყიზილაჯლოში დაჭრილებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა
სოფელ ყიზილაჯლოში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრილი ხუთი პირიდან, ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. 
წაკითხვა
აზერბაიჯანის ელჩმა სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილები მოინახულა
აზერბაიჯანის ელჩმა სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილები მოინახულა
სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი ინციდენტის დრო
წაკითხვა
არასამთავრობო ორგანიზაციები: ყიზილაჯლოს ინციდენტი ჩრდილს აყენებს წინასაარჩევნო გარემოს
არასამთავრობო ორგანიზაციები: ყიზილაჯლოს ინციდენტი ჩრდილს აყენებს წინასაარჩევნო გარემოს
სოფელ ყიზილაჯლოში მომხარი ინციდენტი ჩრდილს აყენებს წინასაარჩევნო გარემოს - ასეთია გუშინ მარნეულში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არა
წაკითხვა