function pluginCreated() {
// We don't need to see the plugin, so hide it by resizing
var plugin = document.getElementById('myPlugin');
plugin.height = 0;
plugin.width = 0;
plugin.callPluginMethod();
}
სოფელ ყიზილაჯლოში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრილი ხუთი პირიდან, ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯეიჰუნ შოვდაროვი და ქართული ოცნების კიდევ ერთი წევრი, მართვითი სუნთქვის აპარატზე, მარნეულის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან.
ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი შესაძლოა ბიზნესინტერესებს უკავშირდებოდეს.
„ქართული ოცნების“ მარნეულის ფრთაში არსებულ სავარაუდო შიდა განხეთქილებაზე საუბრობს ოპოზიცია.