საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
468

დონალდ ტუსკი გადაჭარბებულს უწოდებს განცხადებას, თითქოს Brexit-ის საკითხზე მოლაპარაკებები ჩიხშია შესული

ქეთი ჩოხელი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-20 18:56:00

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკი გადაჭარბებულს უწოდებს განცხადებას იმის შესახებ, რომ Brexit-ის საკითხზე მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. ამის შესახებ დონალდ ტუსკმა ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადა.

„ის რომ პროგრესი არასაკმარისია, არ ნიშნავს, რომ პროგრესი საერთოდ არ არის“, - აღნიშნა დონალდ ტუსკმა.

მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის, Brexit-ის საკითხზე მოლაპარაკებების მეორე ფაზაზე გადასავლელად მოსამზადებელი პროცესი დაიწყოს. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მხარეები მოლაპარაკებების მეორე ფაზის დაწყებას დეკემბერში შეძლებენ. 

ლონდონი მოლაპარაკებების მეორე ეტაპის დაწყების დაჩქარებას ითხოვს, რა დროსაც განხილული უნდა იყოს ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობები Brexit-ის შემდეგ და სავაჭრო საკითხები. თუმცა ევროპელი ლიდერები, მათ შორის ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდგომ ურთიერთობებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

ბრიუსელსა და ლონდონს შორის ძირითადი უთანხმოება დიდი ბრიტანეთის ფინანსურ ვალდებულებებს ეხება. როგორც ბრიტანული პრესა წერს, ტერზა მეიმ ევროპელ ლიდერებთან განაცხადა, რომ ლონდონი მზად არის, ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ორგანიზაციის ბიუჯეტში თავდაპირველად დასახელებულ თანხაზე გაცილებით მეტი გადაიხადოს.

გასულ თვეს ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი მზად არის, გარდამავალი პერიოდის განმავლობაში ანუ 2021 წლამდე, ევროკავშირის წევრობის ფინანსური ვალდებულებები შეასრულოს და ორგანიზაციის ბიუჯეტში 20 მილიარდი ევრო გადაიხადოს.

19 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ევროკავშირის მოქალაქეები ქვეყანაში კანონიერად დარჩენას Brexit-ის შემდეგაც შეძლებენ, ამასთან ისინი შეინარჩუნებენ ჯანდაცვას, პენსიებსა და სოციალურ შეღავათებს.

ამასთან, ბრიუსელში სამიტზე ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ლონდონი ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში მჭიდრო თანამშრომლობის შენარჩუნებას ისურვებდა.

ევროკავშირიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება დიდმა ბრიტანეთმა 2016 წლის 23 ივნისის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე მიიღო. 2017 წლის 29 მარტს ლონდონმა ევროკავშირის დატოვების პროცედურა ფორმალურად დაიწყო. 

„ბრექსიტის“ პროცესი 2019 წლის მარტის ბოლოს უნდა დასრულდეს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გავა თუ არა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან - რა შეიცვალა დონალდ ტუსკის ბოლო გამოსვლის შემდეგ
გავა თუ არა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან - რა შეიცვალა დონალდ ტუსკის ბოლო გამოსვლის შემდეგ
დგება თუ არა დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის განშორება კითხვის ნიშნის ქვეშ - საკითხი აქტუალური ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ბოლო გამოსვლის შ
წაკითხვა
დონალდ ტუსკი - ევროკავშირი ბრექსიტის მოლაპარაკებებში დამარცხდება თუ აბსოლუტურ ერთიანობას არ შევინარჩუნებთ
დონალდ ტუსკი - ევროკავშირი ბრექსიტის მოლაპარაკებებში დამარცხდება თუ აბსოლუტურ ერთიანობას არ შევინარჩუნებთ
ევროკავშირი ბრექსიტის მოლაპარაკებებში დამ
წაკითხვა
დონალდ ტუსკი - ევროკავშირი კატალონიასა და მადრიდს შორის ე.წ. დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შესახებ მოლაპარაკების პროცესში არ ჩაერევა
დონალდ ტუსკი - ევროკავშირი კატალონიასა და მადრიდს შორის ე.წ. დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შესახებ მოლაპარაკების პროცესში არ ჩაერევა
ევროკავშირი
წაკითხვა
დონალდ ტუსკი - დარწმუნებული ვარ, მალტის ხელისუფლება ჟურნალისტის დაღუპვის საქმის გამოსაძიებლად ყველაფერს გააკეთებს
დონალდ ტუსკი - დარწმუნებული ვარ, მალტის ხელისუფლება ჟურნალისტის დაღუპვის საქმის გამოსაძიებლად ყველაფერს გააკეთებს
დარწმუნებული ვარ, მალტის ხელისუფლება საქმის გამოსაძიებლად ყველაფერს გააკეთებს და ნათელი მოეფინება ამ საზარელ დანაშაულს, ამ განცხადებით დაიწ
წაკითხვა
ბრექსიტის გეგმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ქვეყნების უკმაყოფილებას იწვევს
ბრექსიტის გეგმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ქვეყნების უკმაყოფილებას იწვევს
დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირი უკვე შეთან
წაკითხვა
„ბრექსიტისა“ და მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის გასაპროტესტებლად მანჩესტერში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა
„ბრექსიტისა“ და მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის გასაპროტესტებლად მანჩესტერში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა
„ბრექსიტის
წაკითხვა
დონალდ ტუსკი - გაერო არის ადგილი, სადაც  ხდება მსოფლიო თანამეგობრობის მობილიზაცია ბოროტებასთან საბრძოლველად
დონალდ ტუსკი - გაერო არის ადგილი, სადაც ხდება მსოფლიო თანამეგობრობის მობილიზაცია ბოროტებასთან საბრძოლველად
დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირი მხარს უჭ
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტუსკთან შეხვედრას „ტვიტერზე“ ეხმაურება
გიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტუსკთან შეხვედრას „ტვიტერზე“ ეხმაურება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელ „ტვიტერშ
წაკითხვა