საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2865

საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-10-20 20:22:00

საუდის არაბეთის დასავლეთ ნაწილში, უდაბნოს ლავის მინდვრებზე, ახალი ტიპის არქეოლოგიური ძეგლი აღმოაჩინეს. ჰარატ-ხაიბარის ველზე, ათასობით წლის წინანდელი 400-ზე მეტი სტრუქტურა იპოვეს. 

აღმოჩენაში დიდია საჰაერო დარუკვის ტექნოლოგიების წვლილი; ეს მეთოდი მკვლევრებს საშუალებას აძლევს იხილონ ხმელეთიდან რთულად მისადგომი ან ისეთი ზონები, რომელთა მნიშვნელობის შესახებაც არაფერი იციან. 

მონუმენტებს „ჭიშკრები“ უწოდეს და ისინი აღწერილია დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მკვლევრის, დევიდ კენედის ნაშრომში, რომელიც მალე გამოქვეყნდება. 1978 წელს, დევიდ კენედიმ დააარსა ახლო აღმოსავლეთის არქეოლოგიის აეროფოტოგრაფიული არქივი. 

ისინი სულაც არაა „ჭიშკრები“ — ასე უწოდებენ იმიტომ, რომ მაღლიდან შეხედვისას, გარკვეულწილად წააგავს ძველებურ მინდვრის ჭიშკრებს: 

პირველად ისინი მოყვარულმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. 

„ახალი ტიპის ეს ძეგლი ფართო აუდიტორიას პირველად საუდის არაბეთის რამდენიმე მოქალაქემ გააცნო, არც ერთი მათგანი არ ყოფილა არქეოლოგი — უბრალოდ, მათი გატაცება თავიანთ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის კვლევა იყო“, — წერს კენედი. 

„განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ექიმ დარ ალ-საიდსა და ჯგუფის სხვა წევრებს, რომლებიც საკუთარ თავს უდაბნოს ჯგუფს უწოდებენ; ლანდშაფტზე დაკვირვებისა და შემდეგ საკუთარ საიტზე დატანისთვის, ისინი Google Earth-ს იყენებდნენ“. 

მიუხედავად სახელისა, ეს სტრუქტურები ჭიშკრები არაა. წარმოადგენს დაბალ, უხეშად ნაგებ კედლებს, რომელთა უმეტესობის სიგრძე 50-150 მეტრია; სულ აღმოჩენილი 389 კედლიდან, 200 მეტრზე გრძელი 36-ია, ყველაზე გრძელი კი 518 მეტრი. 


უცნობია რა არის ან რისთვის ააშენეს ისინი, მაგრამ თავად მათი არსებობა უკვე იმაზე მიუთითებს, რომ ლავის ეს მინდორი საცხოვრებლად გაცილებით უფრო ვარგისი უნდა ყოფილიყო. 

„ლავის მინდვრები ხშირად მდიდარია არქეოლოგიური ნაშთებით, რაც მიუთითებს უფრო ტენიან წარსულსა და უხვ მცენარეულობაზე; ბოლო საველე სამუშაოებმა, რომლის ფარგლებშიც მოხდა ვრცელი დასახლების იდენტიფიცირება, ეს ვარაუდი კიდევ უფრო განამტკიცა“, — წერს კენედი. 

„ასეა იორდანიაში მდებარე ბევრად უკეთესად შესწავლილი ლავის მინდვრის შემთხვევაშიც, სადაც წარმოდგენილია ქვით ნაგები ათასობით სტრუქტურა“. 

ჭიშკრები ძეგლის ერთადერთი სტრუქტურები არაა. ზოგ ადგილას ჭიშკრებს თან ახლავს ათობით ათასი სტრუქტურა, რომლებიც მკვლევართა აზრით, ქვის კოშკებია; ზოგიერთ მათგანს გარს აკრავს ქვის პატარა კედელი. 

 

 

ჭიშკრების ჯვარედინად, ასევე წარმოდგენილია „ფრანების“ (ფოტოზე) სახელით ცნობილი სტრუქტურები, რომლებიც საკმაოდაა გავრცელებული ახლო აღმოსავლეთის უდაბნოთა მინდვრებზე; უცნობია მათი დანიშნულება. 

ქვის კოშკები ხშირად საფლავის მონუმენტებია, მაგრამ როგორც კვლევაში წერია, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ასეთი მონუმენტები ჭიშკრების ჯვარედინად აეგოთ. იმისათვის, რათა გაირკვეს, არის თუ არა ამ კოშკებში ადამიანთა ნეშტები, საჭიროა საველე კვლევები, რის შედეგადაც შესაძლოა გამოაშკარავდეს თავად ჭიშკრების დანიშნულებაც. 

მონუმენტთა კვლევისათვის, საველე ჯგუფს ასევე შეუძლია გამოიყენოს ოპტიკურად სტიმულირებული განათების მეთოდი. ამ ტექნიკის საშუალებით, შესაძლებელია იმის განსაზღვრა, თუ როდის მოხვდა ბოლოს კვარცის კრისტალებს სინათლე; შესაბამისად, დადგინდება მშენებლობის ზუსტი თარიღიც. 

ბოლო პერიოდში, კენედიმ კიდევ ერთი კვლევა გამოაქვეყნა საუდის არაბეთის რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ან სრულიად უცნობი ტიპის ძეგლების შესახებ; ამისათვის ის აერო-ფოტოგრაფიასა და აერო-დარუკვას იყენებდა. მძლავრ არქეოლოგიურ ინსტრუმენტად იქცა დრონებიც. 2016 წელს, დრონის გამოყენებით, არქეოლოგებმა პეტრაში იპოვეს მასური მონუმენტი. 

„მაღალი რეზოლუციის თანამგზავრული ფოტოების საჯაროდ ხელმისაწვდომობა ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა Google Earth-ი და Bing Maps-ი, არქეოლოგიაში ნამდვილად გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა“, — წერს კენედი. 

„სულ რამდენიმე წელიწადში, რუკაზე დადატნილი აღმოჩნდა მეცნიერთათვის მანამდე უცნობი ან ოდნავ ცნობილი ათობით ათასი ძეგლი“. 

კვლევა ჟურნალ Arabian Archaeology and Epigraphy-ში გამოქვეყნდება. 



მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით 

 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საუდის არაბეთის აზირის პროვინციის გუბერნატორის მოადგილე და მისი კოლეგები ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლნენ
საუდის არაბეთის აზირის პროვინციის გუბერნატორის მოადგილე და მისი კოლეგები ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლნენ
საუდის არაბეთის აზირის პროვინციის გუბერნატორის მოადგილე და მისი კოლეგები ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხ
წაკითხვა
საკადრო წმენდა საუდის არაბეთში - 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
საკადრო წმენდა საუდის არაბეთში - 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
საუდის არაბეთის სამეფოს 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. საკადრო წმენდის ინიციატორი, ნავთობით მდიდარი სამეფოს, ტახტის ახალგაზრდა მემ
წაკითხვა
საუდის არაბეთში დაპატიმრებულ პრინცებსა და მინისტრებს შორის, მილიარდერი ალვალიდ ბინ თალალიც არის
საუდის არაბეთში დაპატიმრებულ პრინცებსა და მინისტრებს შორის, მილიარდერი ალვალიდ ბინ თალალიც არის
საუდის არაბეთში დაპატიმრებულ
წაკითხვა
საუდის არაბეთში 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
საუდის არაბეთში 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
საუდის არაბეთში 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. დაპატიმრებულია ასევე 4 მინისტრიც. როგორც არაბული მედია იტყობინება, სამეფო ოჯახის წე
წაკითხვა
საუდის არაბეთის დედაქალაქის საჰაერო სივრცეში ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს
საუდის არაბეთის დედაქალაქის საჰაერო სივრცეში ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს
საუდის არაბეთის დედაქალაქის საჰაერო სივრცეში ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს. ძლიერი აფეთქების ხმა ერ-რიადის აეროპორტთან გაისმა. &
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს აბდულა მუჰამედ ალ შეიხს შეხვდა
გიორგი კვირიკაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს აბდულა მუჰამედ ალ შეიხს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს აბდულა მუჰამედ ალ შეიხს შეხვდა.<
წაკითხვა
საუდის არაბეთის სამეფოს საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
საუდის არაბეთის სამეფოს საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოს საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება. 
წაკითხვა
საუდის არაბეთის მაჯლის ალ-შურას თავმჯდომარე - საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება
საუდის არაბეთის მაჯლის ალ-შურას თავმჯდომარე - საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება
საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, - ეს განცხადება საუდის არაბეთის სამეფოს
წაკითხვა