საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
302

„მრავალეროვანი საქართველო“ - უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი წარიმართა მშვიდ გარემოში, თუმცა გარკვეული ხარვეზებით

ანა ბროლაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-21 12:03:00


საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ ინფორმაციით, უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი წარიმართა მშვიდ გარემოში, თუმცა გარკვეული ხარვეზებით. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, რუსთავის #20 საარჩევნო ოლქის #33 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარე და მოადგილე ითავსებდნენ რეგისტრატორის ფუნქციას. 

„აღნიშნულ უბანზე კომისიის თავმჯდომარე და მოადგილე საარჩევნო ბიულეტენებს ადასტურებდნენ რეგისტრატორის ბეჭდით. აღნიშნულ დარღვევასთნ დაკავშირებით „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახელზე.

რუსთავის # 20 საარჩევნო ოლქის # 31 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლის მარკირების წესის დარღვევა, კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორმა არ მოახდინა ამომრჩევლის მარკირება. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა დარღვევის აღმოფხვრის მიზნით მიმართა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელმაც თავის მხრივ დარღვევასთან მიმართებაში მოახდინა შესაბამისი რეაგირება, დარღვევა აღმოიფხვრა.

რუსთავის # 20 საარჩევნო ოლქის # 31 საარჩევნო უბანზე სადემონსტრაციო ოქმი ივსებოდა ფანქრით. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე ხარვეზი აღმოიფხვრა.

მარნეულის # 22 საარჩევნო ოლქის # 65 საარჩევნო უბანი არ იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისათვის. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა დარღვევის აღმოფხვრის მიზნით მიმართა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელმაც თავის მხრივ რეაგირება მოახდინა დამკვირვებლის სიტყვიერ პროტესტზე და უბანი გახსნა ამომრჩევლის მისაღებად. არსებული ეტაპისთვის უბანზე მიმდინარეობს კენჭისყრის პროცედურები.

მარნეულის # 22 საარჩევნო ოლქის # 46 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს უკანონოდ შეეზღუდა ხმის მიცემის უფლება, იმის გამო, რომ მას (აღნიშნული ამომრჩეველი არ საჭიროებდა დახმარებას) საარჩევნო კაბინაში შეყვა სხვა ამომრჩეველი. 

აღნიშნულ დარღვევასთნ დაკავშირებით, „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახელზე. ვინაიდან საუბნო საარჩევნო კომისია არ არის უფლებამოსილი განიხილოს აღნიშნული საჩივარი „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ საჩივარი შევიდა მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

მარნეულის # 22 საარჩევნო ოლქის # 38 საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ნაკადის მარეგულირებელსა და რეგისტრატორს შორის. ინციდენტი აღმოფხვრილ იქნა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ.

მარნეულის # 22 საარჩევნო ოლქის # 52 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლის მარკირების წესის დარღვევა. კერძოდ, სამ ამომრჩეველს არ გაუკეთდა მარკირება. აღნიშნულ დარღვევასთნ დაკავშირებით „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ სიტყვიერი შენიშვნა გაკეთდა კომისიის თავმჯდომარისადმი.

მარნეულის # 22 საარჩევნო ოლქის # 50 საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე მისცა ხმა, რაც თავის მხრივ კომისიის თავმჯდომარის მხრიდან გაცემული ნებართვით ახსნა. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა დარღვევის აღმოფხვრის მიზნით მიმართა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელმაც თავის მხრივ რეაგირების გარეშე დატოვა დამკვირვებლის სიტყვიერი პროტესტი.

ახალქალაქის # 40 საარჩევნო ოლქის # 66 საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორები წინასწარ აწერდნენ ხელს საარჩევნო ბიულეტენზე და ამოწმებდნენ ბეჭდით. აღნიშნულ დარღვევასთნ დაკავშირებით „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახელზე, რის შედეგედაც საჩივარი დაკმაყოფილდა და დარღვევა აღმოიფხვრა.

ახალქალაქის # 40 საარჩევნო ოლქის # 34 საარჩევნო უბანზე ყუთის მეთვალყურე რამდენჯერმე დაეხმარა ამომრჩევლებს ბიულეტინის სპეციალურ კონვერტში მოთავსებაში. აღნიშნულ დარღვევასთნ დაკავშირებით „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ გაკეთდა სიტყვიერი მითითება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისადმი და შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდა ჩანაწერთა წიგნში.

ახალქალაქის # 40 საარჩევნო ოლქის # 40 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირის ყოფნა. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ გაკეთდა სიტყვიერი მითითება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისადმი, რის შედეგადაც ინციდენტი აღმოიფხვრა. 

ახალქალაქის # 40 საარჩევნო ოლქის # 1 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ინციდენტი, რის შესაბამისადაც ამომრჩეველმა ხმა მისცა მარკირების შემოწმების გარეშე. მიუხედავად დამკვირვებლის სიტყვიერი პროტესტისა დარღვევა არ იქნა აღმოფხვრილი.

ახალქალაქის # 40 საარჩევნო ოლქის # 66 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლის მარკირების წესის დარღვევა, კერძოდ საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორმა არ მოახდინა ამომრჩევლის მარკირება. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა დარღვევის აღმოფხვრის მიზნით მიმართა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელმაც თავის მხრივ დარღვევასთან მიმართებაში მოახდინა შესაბამისი რეაგირება, დარღვევა აღმოიფხვრა.

ახალქალაქის # 40 საარჩევნო ოლქის # 4 საარჩევნო უბანზე ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის ორი წარმომადგენელი ერთდროულად იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისადმი „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიმართვის საფუძველზე ინციდენტი აღმოიფხვრა და ერთმა პირმა დატოვა საარჩევნო უბანი“, - განაცხადეს საინფორმაციო ბრიფინგზე. 

“მრავალეროვანი საქართველო” 2003 წლიდან აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და საარჩევნო პროცედურების ეფექტურად რეალიზების პროცესში. ორგანიზაცია მონიტორინგს უწევდა საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი