საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
418

ნილს სკოტი - საქართველო კარგი მაგალითია ბევრი სხვა ქვეყნისთვის, ეს დიდებულია

გურამ როგავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-21 12:31:00


გაერო-ს ელჩი საქართველოში ნილს სკოტი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობას დადებითად აფასებს.“მოამბესთან” ინტერვიუში ნილს სკოტი ამბობს, რომ დღეს საქართველოში ტარდება სამაგალითო არჩევნები.

გაერო-ს ელჩი საარჩევნო პროცესს მცირეწლოვან შვილთან ერთად აკვირდება.

“მე და ჩემი გოგონა დღეს რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდით მონიტორინგის მიზნით და ჩვენი დაკვირვებით, არჩევნები სწორედ ასე უნდა ტარდებოდეს: მშვიდად, ჩვეულად, კარგად ორგანიზებულად. ჩანს, ხალხი ხმას კარგ გარემოში აძლევს. ჩვენ არ ვიცით, რა შედეგები იქნება, მაგრამ ის გზა, რომლითაც ახლა არჩევნები მიმდინარეობს, ზუსტად ის არის, რასაც ჩვენ ველოდით. ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, საქართველო კარგი მაგალითია ბევრი სხვა ქვეყნისთვის, ეს დიდებულია. ჩვენ ვნახეთ საპრეზიდენტო, საპარლამენტო, ადგილობრივი არჩევნები და ვხედავთ, რომ ყოველ ჯერზე არჩევნები უკეთესად ორგანიზებულია, თუმცა იყო მცირე, შეიძლება ითქვას სავალალო ინციდენტებიც წინასაარჩევნო პერიოდში, რომელიც იმედია, მომავალში არ გამეორდება",- აღნიშნა სკოტმა. 

“მოამბემ” გაეროს ელჩს მარნეულის ინციდენტის შეფასებაც სთხოვა, თუმცა ნილს სკოტი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” წევრების დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია არ გააჩნია, რომ სრული სურათი დაინახოს. ელჩის თქმით, ეს არ უნდა მომხდარიყო. 

ნილს სკოტი იმედს გამოთქვამს, რომ ყველა დაჭრილი მალე გამოჯანმრთელდება და მომხდარს გამოძიება ამომწურავ პასუხს გასცემს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა