საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
358

რუსთავის მერობის კანდიდატებმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს

თამარ გოგესაშვილი
პროდიუსერი
გამოქვეყნებულია 2017-10-21 14:00:00

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის მერობის კანდიდატმა N1 საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. 

„არჩევნებზე ველოდები იმ გუნდის გამარჯვებას, რომელიც ორიენტირებულია ქალაქის მოსახლეობის მზრუნველობაზე, იმ განვითარებასა და სტრატეგიაზე, რასაც სამოქალაქო სექტორის ჩართულობა და მათი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ჰქვია ქალაქის განვითარებაში“, - ამის შესახებ ირაკლი ტაბაღუამ.

ირაკლი ტაბაღუა საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად ოჯახთან ერთად მივიდა.

საკუთარი არჩევანი დააფიქსირა N3 საარჩევნო უბანზე ბაქრაძე - უგულავა „ევროპული საქართველოს“ რუსთავის მერობის კანდიდატმაც.

„მე ხმა მივეცი ევროპულ გამოცდილებას, მაღალ პენსიებს, დასაქმების შესაძლებლობასა და კეთილსინდისიერ ხელისუფლება“, - განაცხადა ნინო იმედაშვილმა.

N12 საარჩევნო უბანზე არჩევანი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატმა ზურაბ მაისურაძემ.

„ხმა მივეცი რუსთავის წინსვლას, განვითარებას, კეთილსინდისიერ მერს და პარტიას, რომელსაც აქვს შენების გამოცდილება“, - განაცხადა ზურაბ მაისურაძემ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი