საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
313

ალეკო ელისაშვილი - ხუთ საარჩევნო უბანზე დავაფიქსირეთ ე.წ. კარუსელი

გიორგი კობერიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-21 17:48:00

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მათს დამკვირვებლებზე ზეწოლისა და საარჩევნო უბნიდან გამოგდების ფაქტები დაფიქსირდა. მისი თქმით, ხუთ საარჩევნო უბანზე ე.წ. კარუსელის ფაქტები დაფიქსირდა.

„ძალიან მძიმედ მიმდინარეობს პროცესი, პირველი საარჩევნო უბნიდან ზეწოლის შედეგად გამოაგდეს ჩვენი დამკვირვებელი, რამდენიმე უბანზე არის ზეწოლა დამკვირვებლებზე, ხუთ საარჩევნო უბანზე დავაფიქსირეთ ე.წ. კარუსელი. შესაბამისი საჩივრები დაწერილია, პირდაპირ ხორციელდება ზეწოლა ამომრჩეველზე, კომისიის წევრები პირდაპირ უბნიდან რეკავენ და აიძულებენ რომ მივიდნენ, გარეთ არიან მობილიზებულები კოორდინატორები“, - აცხადებს ელისაშვილი. 

ალეკო ელისაშვილთან ერთად, პრესკონფერენციაზე განცხადება გააკეთა საბურთალოს რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ჯოზეფ ალექსანდრე სმიტმა. მისი განცხადებით, მას დამოუკიდებლად არ ჰყავს უბნებზე დამკვირვებლები და უბნებზე მიმდინარე პროცესების შესახებ ელისაშვილის წარმომადგენლები აწვდიან ინფორმაციებს. 

გარდა ამისა, სმიტი ამბობს, რომ რამდენიმე საარჩევნო უბანზე პირადად იმყოფებოდა. დეპუტატობის კანდიდატის შეფასებით, დაფიქსირდა ამომრჩეველთა ნებაზე კონტროლი და ასევე გარკვეული დარღვევები.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საარჩევნო ბლოკები და ფინანსები - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
საარჩევნო ბლოკები და ფინანსები - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის წინასა
წაკითხვა
ცენტრალური საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას განაგრძობს
ცენტრალური საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას განაგრძობს
საჩივრებს განიხილავს ცენტრალური საარჩევნო
წაკითხვა
ენმ თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებას გეგმავს
ენმ თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებას გეგმავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მ
წაკითხვა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში 12 ნოემბერს გაიმართება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში 12 ნოემბერს გაიმართება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მ
წაკითხვა
ისლანდიაში არჩევნების შედეგად მმართველი პარტია ლიდერობს
ისლანდიაში არჩევნების შედეგად მმართველი პარტია ლიდერობს
ისლანდიაში არჩევნების შედეგად მმართველი პარტია ლიდერობს. კონსერვატორები, სავარაუდოდ, ახალი მოწვევის პარლამენტში ყველაზე მეტ დეპუტატს შეიყვა
წაკითხვა
საერთაშორისო ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებენ
საერთაშორისო ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებენ
საერთაშორისო ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებენ. 
წაკითხვა
მადრიდი კატალონიას ახალ ხელმძღვანელს უნიშნავს, რეგიონი კი ესპანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობას უცხადებს
მადრიდი კატალონიას ახალ ხელმძღვანელს უნიშნავს, რეგიონი კი ესპანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობას უცხადებს
მადრიდი
წაკითხვა
სამართლებრივი დავა დასრულდა - თამაზ მეჭიაური თიანეთის არჩეული მერია
სამართლებრივი დავა დასრულდა - თამაზ მეჭიაური თიანეთის არჩეული მერია
სამართლებრივი დავა დასრულდა, თამაზ მეჭიაური თიანეთის არჩეული მერია. &l
წაკითხვა