საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
211

საია-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ძირითადად პროცედურული დარღვევები ფიქსირდება

ანა ბროლაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-21 18:09:00


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით,  ამ ეტაპისთვის, ძირითადად პროცედურული დარღვევები ფიქსირდება. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის, საარჩევნო დარღვევებზე საია-ს დამკვირვებლებმა დაწერეს 52 საჩივარი უბანზე, ხოლო 35 - ოლქში. გარდა ამისა, მათ 105 შენიშვნა დააფიქსირეს.


„გადასატანი ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებული პრობლემები

თერჯოლის #16 უბანზე ამომრჩეველმა განმარტა, რომ გადასატანი ყუთის სიაში მისი ნების გარეშე შეიყვანეს.

ვანის #53 უბანზე გამოცხადდა ამომრჩეველი, რომელმაც განაცხადა, რომ არის გადასატანი ყუთის სიაში, თუმცა მას განცხადება კომისიის სახელზე არ დაუწერია.

გორის #99 უბანზე გადასატანი ყუთის დაბრუნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მერის არჩევნების გამოუყენებელ ბიულეტენებს აკლდა ერთი ცალი ბიულეტენი.

ზუგდიდის #46 უბანზე გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილ 2 ამომრჩეველს უბანზე მიაცემინეს ხმა.

მარნეულის #50 უბანზე სამი ტიპის დარღვევა დაფიქსირდა:

- რეგისტრატორმა თავისი ბეჭდის ნაცვლად კომისიის მდივნის ბეჭედი გამოიყენა;

- რეგისტრატორს რამდენჯერმე გამორჩა სამაგიდო სიაში საკუთარი ხელმოწერის დაფიქსირება.


მარკირებიანი ამომრჩევლების მიერ ხმის განმეორებით მიცემის მცდელობა

ვაკეში (#29 და #52 უბნებზე) დაფიქსირდა 3 შემთხვევა, როდესაც ადგილი ჰქონდა მარკირებაგავლილ ამომრჩეველთა მიერ ხელმეორედ ხმის მიცემის მცდელობას. კომისიებმა დროულად დააფიქსირეს აღნიშნული და არ მისცეს შესაბამის პირებს ხმის განმეორებით მიცემის უფლება.


ამომრჩევლის ნებაზე კონტროლი

ამომრჩევლის რიგითი ნომრების ჩანიშვნის ფაქტები კვლავ გრძელდება. ასეთ ფაქტებს ადგილი ჰქონდა მაგ. თბილისში, ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #28 უბანზე, ვაკის #29, #30, #50, #52, „ქართული ოცნებისა“ და „მემარცხენე ალიანსის“ წარმომადგენლების მიერ მსგავს ფაქტებს. მსგავსი ფაქტები ასევე დაფიქსირდა გურჯაანშიც.

მთაწმინდის #8 უბანზე ჩვენი დამკვირვებლის შეკითხვაზე რატომ აგროვებდა ინფორმაციას, „ქართული ოცნების “ წარმომადგენელმა ღიად განაცხადა, რომ სამაგიდო სიიდან ამომრჩევლის რიგითი ნომრის მონაცემების ამოწერა მიზნად ისახავდა ამომრჩევლის კონტროლს. ამავე უბანზე კომისიის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა საია მიკერძოებულ ორგანიზაციად მოიხსენიეს. ასევე დაადასტურა ინფორმაციის შეგროვების მიზანი (ამომრჩევლის კონტროლი) პარტიის წარმომადგენელმა ვაკის მე-20 უბანზე.

ასევე უბნის გარეთ ჯგუფურად დგანან პარტია „ქართული ოცნების“ აგიტატორები სიებით: წყალტუბოს #32, გურჯაანი #25, #27, #30, #35 #34,#45-ე უბნებზე, თელავის #24, #30, #33-#37, #38, #39 ,#54, რუსთავის #16 #17 უბანი.


დამკვირვებლებისთვის არასათანადო სამუშაო პირობების შექმნა:

საბურთალოს #8 უბანზე საიას დამკვირვებელს, საჩივრის დაწერის შემდეგ, გაძევებით დაემუქრნენ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საარჩევნო ბლოკები და ფინანსები - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
საარჩევნო ბლოკები და ფინანსები - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის წინასა
წაკითხვა
ცენტრალური საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას განაგრძობს
ცენტრალური საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას განაგრძობს
საჩივრებს განიხილავს ცენტრალური საარჩევნო
წაკითხვა
ენმ თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებას გეგმავს
ენმ თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებას გეგმავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მ
წაკითხვა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში 12 ნოემბერს გაიმართება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში 12 ნოემბერს გაიმართება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მ
წაკითხვა
პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმე - ოპოზიცია პარლამენტში შს მინისტრს იბარებს
პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმე - ოპოზიცია პარლამენტში შს მინისტრს იბარებს
ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გარშემო უფლებადამცველებს ახალი კითხვები უჩნდებათ. თუ ძალოვანი უწყებების განცხადებებს
წაკითხვა
პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმე - საია გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს
პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმე - საია გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს
ნუცუბიძის ფერდობზე ადმინისტრაციული დაკავების დროს გარდაცვლილი  პაატა პავლიაშვილის ოჯახის წევრები, ადვოკატთან ერთად დღეს გამოძიების მასალებს  გაეცნენ. საია გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებას  ითხოვს.
წაკითხვა
საია პროკურატურას მიმართავს, ნუცუბიძეზე გარდაცვლილის მეუღლე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნონ
საია პროკურატურას მიმართავს, ნუცუბიძეზე გარდაცვლილის მეუღლე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნონ
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცი
წაკითხვა
პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმე - საია პროკურატურას მიმართავს
პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების საქმე - საია პროკურატურას მიმართავს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
წაკითხვა