საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1923

ცესკო-ს მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა 45,64%-მა მიიღო მონაწილეობა

სალომე ქოქიაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-21 21:48:00

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა 45,64%-მა მიიღო მონაწილეობა.

„ამომრჩეველთა საბოლოო აქტივობის მაჩვენებელი 45,64%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებში 1 569 992-მა დამიანმა მიიღო მონაწილეობა. 

ცენტრალური საარჩევნო კომისია ახლა ხმების დათვლას იწყებს. როგორც ცნობილია, თვითმმართველობის არჩევნებში დარეგისტირებული იყო სამი სახის ბიულეტენი - მერობის კანდიდატების, პარტიებისა და მაჟორიტარი კანდიდატების. შესაბმაისად, თითოეულმა საუბნო საარჩვნო კომისიამ უნდა შეადგინოს სამი შემაჯამებელი ოქმი. 

ოქმები გადმოიგზავნება ცენტრალურ საარჩვნო კომისიაში და პარალელურ რეჟიმში აიტვირთება საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე“, - განაცხადა ანა მიქელაძემ. 

ამასთან, ცესკო-ს სპიკერის განცხადებით, ჯამში 204 საჩივარია დაწერილი. 

„საერთო ჯამში, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში დაიწერა 204 საჩივარი, მათგან რაოდენობრივად ყველაზე მეტი - ვაკეში, ნაძალადევში, მარნეულსა და ქუთაისში. საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენეთა მიერ. საჩივრები ძირითადად შეეხება პროცედურულ ხარვეზებს და მათი ნაწილი უბნებზევე აღმოიფხვრა“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, საჩივრების უმეტესობა კომისის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას შეეხება, თუმცა არის საჩივრებიც, რომლებიც პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება. როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, ეს მონაცემები შესწავლას საჭიროებს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ცესკო-ს წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა
"ნაციონალურმა მოძრაობამ" 
წაკითხვა
  ცესკო-ში საჩივრების განხილვა დასრულდა - ცესკო-ს გადაწყვეტილებას აპროტესტებს ოპოზიციური სპექტრი
ცესკო-ში საჩივრების განხილვა დასრულდა - ცესკო-ს გადაწყვეტილებას აპროტესტებს ოპოზიციური სპექტრი
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა. საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ძალაში რჩება თიანეთის საოლქო-საარჩევ
წაკითხვა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს გა
წაკითხვა
საარჩევნო ბლოკები და ფინანსები - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
საარჩევნო ბლოკები და ფინანსები - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის წინასა
წაკითხვა
ცენტრალური საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას განაგრძობს
ცენტრალური საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას განაგრძობს
საჩივრებს განიხილავს ცენტრალური საარჩევნო
წაკითხვა
ენმ თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებას გეგმავს
ენმ თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებას გეგმავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მ
წაკითხვა
თამარ ჟვანიამ თბილისის მერიისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელ ოქმებს ხელი მოაწერა
თამარ ჟვანიამ თბილისის მერიისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელ ოქმებს ხელი მოაწერა
თამარ ჟვანიამ თბილისის მერიისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელ ოქმებს ხელი მოაწერა. 
წაკითხვა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში 12 ნოემბერს გაიმართება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში 12 ნოემბერს გაიმართება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მ
წაკითხვა