საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
313

„ბუდუჩნოსტთან“ წაგებულ შეხვედრაში გოგა ბითაძემ ცხრა ქულა და ხუთი მოხსნა გააკეთა

დავით ბანანაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-21 21:55:00

ადრიატიკის ლიგის გათამაშებაზე გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსმა“ დღეს მორიგი შეხვედრა გამართა.

სერბულმა კლუბმა პოდგორიცეში, ადგილობრივ „ბუდუჩნოსტთან“ ანგარიშით 64-84 წააგო. საქართველოს ნაკრების ცენტრი, გუნდის ძირითად ხუთეულში იყო და მოედანზე 21 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში, 18 წლის კალათბურთელმა ცხრა ქულა,  ხუთი მოხსნა და ერთი დაფარება გააკეთა. ბითაძემ 6-დან ოთხი ორქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.

ბითაძეს ხუთი პერსონალური ფოლის გამო, მოედნის დატოვება ვადაზე ადრე მოუწია. სტუმართა შორის, საუკეთესო სტატისტიკა დილან ენისს ჰქონდა, რომელმაც 23 ქულა მოიპოვა.

გამარჯვებულ გუნდს 17 ქულით ბოსნიელმა ნემანია გორდიჩმა ულიდერა. დღევანდელი მარცხის შემდეგ, „მეგა ბიმაქსს“ ორი მოგება და სამი წაგება მოუგროვდა.

სერბული კლუბი მეექვსე ტურში საკუთარ მოედანზე, ზაგრების „ცედევიტას“ უმასპინძლებს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსის“ მესამე გამარჯვება ადრიატიკის ლიგაზე
გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსის“ მესამე გამარჯვება ადრიატიკის ლიგაზე
ადრიატიკის ლიგის გათამაშებაზე მე-7 ტურის მატჩები გაიმართა. სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვი
წაკითხვა
გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსის“ ადრიატიკის ლიგაზე ზაგრების „ცედევიტასთან“ დამარცხდა
გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსის“ ადრიატიკის ლიგაზე ზაგრების „ცედევიტასთან“ დამარცხდა
ქართველი კალათბურთელის გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსმა“ ადრიატიკის ლიგაზე მორიგი შეხვედრა გამართა
წაკითხვა
გოგა ბითაძის ორმაგი დუბლი ლიუბლიანის „ოლიმპიას“ წინააღმდეგ
გოგა ბითაძის ორმაგი დუბლი ლიუბლიანის „ოლიმპიას“ წინააღმდეგ
გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგაზე წარმატებულ თამაშს განაგრძობს. 18 წლის კალათბურთელმა ლიუბლიანის „ოლიმპიას“ წინააღმდეგ გამართული მატჩი კვლავ ძირითად
წაკითხვა
გოგა ბითაძის 18 ქულა და „მეგა ბიმაქსის“ მორიგი გამარჯვება
გოგა ბითაძის 18 ქულა და „მეგა ბიმაქსის“ მორიგი გამარჯვება
ადრიატიკის ლიგაზე გოგა
წაკითხვა