„ევროპული საქართველოს“ შტაბში რუსთავის 35-ე საარჩევნო უბანზე არსებულ დაძაბულ ვითარებაზე საუბრობენ.
პარტიის წევრის ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, ამ უბანზე მათი კანდიდატი გიორგი კიკოლაშვილი იმარჯვებს და ცდილობენ მას შედეგები გაუყალბონ.
ნადირაშვილი ამბობს, რომ უბანში, რომელიც მე-10 სკოლაშია განთავსებული, შუქი ჩააქრეს, გარეთ კი სპორტსმენები არიან მობილიზებული.
ამ ინფორმაციას, ნადირაშვილის თქმით, პარტიას რუსთავიდან მათივე თანაგუნდელი მამუკა ჩიქოვანი აწვდის.