საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
417

სახალხო დამცველი - არჩევნებმა დიდწილად მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა, თუმცა გამოიკვეთა ცალკეული დარღვევები და პრობლემური საკითხები

ლაშა მიქაძე
პროდიუსერი
გამოქვეყნებულია 2017-10-21 23:50:00

არჩევნებმა დიდწილად მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა, თუმცა გამოიკვეთა ცალკეული დარღვევები და პრობლემური საკითხები - ამის შესახებ სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს.

სახალხო დამცველის ცნობით, 21 ოქტომბერს სახალხო დამცველის წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში, საკრებულოს წევრებისა და მერების არჩევის მიზნით გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.  

„მონიტორინგმა ცხადყო, რომ არჩევნებმა დიდწილად მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა, თუმცა გამოიკვეთა ცალკეული დარღვევები და პრობლემური საკითხები.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა საარჩევნო უბნებზე გადაამოწმეს დარღვევების შესახებ ცხელი ხაზისა თუ მედიის საშუალებით მიღებული ინფორმაცია. დაფიქსირდა საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნის, კომისიის მიერ საჩივრის არდარეგისტრირების შემთხვევა, საკონტროლო ფურცლების არასწორად შევსების, კენჭისყრის პროცესის საკონტროლო ფურცლის საარჩევნო ყუთში მოთავსების გარეშე დაწყების, საარჩევნო უბნის ბეჭდის დაკარგვის, სადემონსტრაციო ოქმების არასწორად შევსების, რეგისტრატორების მიერ ბიულეტინებზე წინასწარ ხელის მოწერის, მართვის მოწმობით ხმის მიცემის, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მობილიზების შემთხვევები. გამოკვეთილი ხარვეზების ნაწილი დაკავშირებულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არასათანადო მომზადებასთან“ - აცხადებს სახალხო დამცველი.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის წარმომდგენლებმა კენჭისყრის პროცესს მონიტორინგი გაუწიეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში რუხის, შამგონას, ხურჩის, ორსანტიის, და განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულებში. 

„კენჭისყრამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტოირაზე მობილიზებული იყო პოლიცია. გამოვლინდა პროცედურული სახის დარღვევები, რომლებიც კენჭისყრის საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა.

ხმის მიცემის პროცესს სახალხო დამცველის  რწმუნებულებმა მონიტორინგი გაუწიეს ასევე, ქუთაისის N2 და ბათუმის N3 პენიტენციურ დაწესებულებებში და ბათუმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც ხმის მიცემის პროცესმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. მშვიდ ვითარებაში და განსაკუთრებული დარღვევების გარეშე ჩაიარა არჩევნებმა თბილისში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებებშიც.

ცალკე უნდა აღინიშნოს საარჩევნო უბანზე ამომრჩევლების შესახებ მონაცემების შეგროვების საკითხი, როდესაც საარჩევნო სუბიექტების ე.წ. კოორდინატორები და აგიტატორები საარჩევნო უბნების გარეთ მასობრივად არიან მობილიზებულები და საარჩევნო უბნებში გამოცხადებული ამომრჩევლების აღრიცხვას აწარმოებენ“, - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

სახალხო დამცველის არ იზიარებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამომრჩევლის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია პერსონალური მონაცემები არ არის. 

„აღნიშნული მონაცემები პერსონალურია იმისდა მიუხედავად, თუ რა რეჟიმია დადგენილი მათი ხელმისაწვდომობისათვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მათი შეგროვება ხორციელდებოდეს კანონით დადგენილი პრინციპების შესაბამისად: სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად, მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის და მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. ამომრჩევლების პერსონალური მონაცემების შეგროვება შესაძლოა არღვევდეს საქართველოში არჩევნების ძირითად პრინციპსაც – ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის შეზღუდვისა და მის გამოვლენაზე კონტროლის აკრძალვას. მისასალმებელია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გამოხმაურება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, აღნიშნული ინსტიტუტის ფარგლებში შემოწმდეს მსგავსი ქმედებების კანონიერება.

საყურადღებოა ასევე გავრცელებული ინფორმაცია ცალკეული საარჩევნო სუბიექტების მხრიდან ამომრჩევლების საარჩევნო უბნამდე ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა შეიცავდეს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს“, - აცხადებს სახალხო დამცველი. 

რაც შეეხება ძალადობის ცალკეული ფაქტების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის და თვალყურს მიადევნებს მათთან დაკავშირებით კომპეტენტური ორგანოების მიერ განხორციელებულ რეაგირებას.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საარჩევნო ბლოკები და ფინანსები - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
საარჩევნო ბლოკები და ფინანსები - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის წინასა
წაკითხვა
ცენტრალური საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას განაგრძობს
ცენტრალური საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას განაგრძობს
საჩივრებს განიხილავს ცენტრალური საარჩევნო
წაკითხვა
ენმ თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებას გეგმავს
ენმ თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებას გეგმავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მ
წაკითხვა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში 12 ნოემბერს გაიმართება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში 12 ნოემბერს გაიმართება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მ
წაკითხვა
ისლანდიაში არჩევნების შედეგად მმართველი პარტია ლიდერობს
ისლანდიაში არჩევნების შედეგად მმართველი პარტია ლიდერობს
ისლანდიაში არჩევნების შედეგად მმართველი პარტია ლიდერობს. კონსერვატორები, სავარაუდოდ, ახალი მოწვევის პარლამენტში ყველაზე მეტ დეპუტატს შეიყვა
წაკითხვა
საერთაშორისო ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებენ
საერთაშორისო ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებენ
საერთაშორისო ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებენ. 
წაკითხვა
მადრიდი კატალონიას ახალ ხელმძღვანელს უნიშნავს, რეგიონი კი ესპანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობას უცხადებს
მადრიდი კატალონიას ახალ ხელმძღვანელს უნიშნავს, რეგიონი კი ესპანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობას უცხადებს
მადრიდი
წაკითხვა
სამართლებრივი დავა დასრულდა - თამაზ მეჭიაური თიანეთის არჩეული მერია
სამართლებრივი დავა დასრულდა - თამაზ მეჭიაური თიანეთის არჩეული მერია
სამართლებრივი დავა დასრულდა, თამაზ მეჭიაური თიანეთის არჩეული მერია. &l
წაკითხვა