საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
854

სამთავისის N28 საარჩევნო უბანზე რამდენიმე საათში ორი სხვადასხვა ოქმი დაიწერა

ნინო ფისაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-22 07:09:00


სამთავისის N28 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცესი ხმაურით წარიმართა. შემაჯამებელი ოქმი უბანზე მხოლოდ გამთენიისას, უბანზე საოლქო კომისიის წევრების მისვლის შემდეგ შედგა. რამდენიმე საათში უბანზე

ორი სხვადასხვა ოქმი დაიწერა, რაც თავად საარჩევნო უბნის წევრებისთვისაც გაუგებარი აღმოჩნდა. საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის დროს არსებულ დარღვევებზე საუბრობენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მალხაზ ჯაბანაშვილის მხარდამჭერები და შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ. ხმის დათვლის დროს გამოვლენილ უზუსტობას სხვადასხვაგვარ ხსნის საარჩევნო უბნის თავჯდომარე და 30-ე საოლქო კომისიის წევრი. 

„რამდენიმე ამომრჩეველმა ალბათ ბიულეტენები გაიტანა საარჩევნო უბნიდან, იმიტომ დაჯდა რამდენიმე ბიულეტენის ნაკლებობით. არანაირი კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ერთადერთი დროში გაიწელა ეს პროცესი, რადგან ინერვიულეს იმაზე თუ სად წავიდა ბიულეტენები და დიდხანს მოანდომეს დოკუმენტაციის დალუქვას. თუ რამდენიმე ბიულეტენით ნაკლები აღმოჩნდება ეს არ არის კანონდარღვევა“ - აცხადებს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი თეონა ონიანი. 

სხვა ვერსიას ყვება საარჩევნო უბნის თავმჯდომარე. ლეილა მჭედელაძე აცხადებს, რომ ოქმი საოლქო კომისიის წევრების ჩარევის შემდეგ შედგა.

„სამი ბიულეტენი იყო სადაო, ამაში ჩაერია წარმომადგენლები კასპიდან. კომისიის გადაწყვეტილებით ორი ბიულეტენი გაგვეუქმებინა და ერთი ბათილში გაგვეშვა. ბიულეტენები არსად გამქრალა, ადგილზე იყო და არ ჩათვალეს. მე რა უფლება მქონდა, როგორც გადაწყვიტა კასპის ოლქმა, ისე გადავწყვიტე მე“ - აცხადებს ის. 

უბანზე რეგისტრირებული 715 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 426 ამომრჩეველმა მიიღო. ოქმში შეტანილი მონაცემების მიხედვით, ერთი ხმით გაიმარჯვა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო უზნაძემ. დარღვევებთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნები“ საჩივარს დაწერას გეგმავს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საარჩევნო ბლოკები და ფინანსები - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
საარჩევნო ბლოკები და ფინანსები - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის წინასა
წაკითხვა
ცენტრალური საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას განაგრძობს
ცენტრალური საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას განაგრძობს
საჩივრებს განიხილავს ცენტრალური საარჩევნო
წაკითხვა
ენმ თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებას გეგმავს
ენმ თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებას გეგმავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მ
წაკითხვა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში 12 ნოემბერს გაიმართება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში 12 ნოემბერს გაიმართება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მ
წაკითხვა
ისლანდიაში არჩევნების შედეგად მმართველი პარტია ლიდერობს
ისლანდიაში არჩევნების შედეგად მმართველი პარტია ლიდერობს
ისლანდიაში არჩევნების შედეგად მმართველი პარტია ლიდერობს. კონსერვატორები, სავარაუდოდ, ახალი მოწვევის პარლამენტში ყველაზე მეტ დეპუტატს შეიყვა
წაკითხვა
საერთაშორისო ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებენ
საერთაშორისო ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებენ
საერთაშორისო ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებენ. 
წაკითხვა
მადრიდი კატალონიას ახალ ხელმძღვანელს უნიშნავს, რეგიონი კი ესპანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობას უცხადებს
მადრიდი კატალონიას ახალ ხელმძღვანელს უნიშნავს, რეგიონი კი ესპანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობას უცხადებს
მადრიდი
წაკითხვა
სამართლებრივი დავა დასრულდა - თამაზ მეჭიაური თიანეთის არჩეული მერია
სამართლებრივი დავა დასრულდა - თამაზ მეჭიაური თიანეთის არჩეული მერია
სამართლებრივი დავა დასრულდა, თამაზ მეჭიაური თიანეთის არჩეული მერია. &l
წაკითხვა