საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
464

ირაკლი კობახიძე - „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა

ელიტა ანდღულაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-22 11:21:00


პარლამენტის თავმჯდომარე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებს გამარჯვებას ულოცავს და მომავალ საქმიანობაში წარმატებას უსურვებს. 

როგორც მან პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარდა, რაც მმართველი გუნდის უმთავრესი მიზანი იყო. ამასთან, აღნიშნა, რომ წინასწარი მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მეორე ტური შედგება მხოლოდ ხუთ მუნიციპალიტეტში. 

„მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა სამართლიანი და მშვიდი არჩევნების უზრუნველყოფაში. განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადო, რა თქმა უნდა, ამომრჩეველს განსაკუთრებული აქტიურობისთვის. ქვეყნის მასშტაბით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა და მინდა ავღნიშნო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. წინასწარი მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მეორე ტური მხოლოდ ხუთ მუნიციპალიტეტში შედგება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, საკრებულოებშიც „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და თითოეულ მუნიციპალურ წარმომადგენლობით ორგანოში შესაბამისი უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი. 

ირაკლი კობახიძე გამარჯვებას განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ულოცავს.

„ის ამ არჩევნების მთავარი გმირი იყო, რომელმაც თბილისის მერის პოსტზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ვულოცავ კახა კალაძეს ამ დამაჯერებელ და ღირსეულ გამარჯვებას“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კობახიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა განახლდება, რადგანაც როგორც მერის პოსტზე, ასევე, საკრებულოს წევრად ბევრი ახალი კანდიდატი იყო წარდგენილი.

„მინდა წარმატება ვუსურვო ხალხის მიერ არჩეულ მერებსა და საკრებულოს წევრებს თავიანთ საქმიანობაში. როგორც საარჩევნო შტაბის წევრი, მინდა მადლობა გადავუხადო შტაბის თითოეულ წევრს, თითოეულ აქტივისტს მათი წვლილისთვის. ასევე, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც თავისი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველყოფაში“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საარჩევნო ბლოკები და ფინანსები - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
საარჩევნო ბლოკები და ფინანსები - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის წინასა
წაკითხვა
ცენტრალური საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას განაგრძობს
ცენტრალური საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას განაგრძობს
საჩივრებს განიხილავს ცენტრალური საარჩევნო
წაკითხვა
ენმ თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებას გეგმავს
ენმ თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებას გეგმავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მ
წაკითხვა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში 12 ნოემბერს გაიმართება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში 12 ნოემბერს გაიმართება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მ
წაკითხვა
საუდის არაბეთის მაჯლის ალ-შურას თავმჯდომარე - საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება
საუდის არაბეთის მაჯლის ალ-შურას თავმჯდომარე - საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება
საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, - ეს განცხადება საუდის არაბეთის სამეფოს
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსი შედგა ხალხთან
ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსი შედგა ხალხთან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განც
წაკითხვა
იან კელი - აშშ-ის საელჩო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად, კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ინიცირებას მიესალმება
იან კელი - აშშ-ის საელჩო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად, კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ინიცირებას მიესალმება
წაკითხვა
ირაკლი კობახიძემ ირლანდიელ კოლეგას უმასპინძლა
ირაკლი კობახიძემ ირლანდიელ კოლეგას უმასპინძლა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირლანდიელ კოლეგას უმასპინძლა. ირლანდიის სენატის თავმჯდომარე დენის ო’დონოვანისთან შეხვედრა დახურულ კარს
წაკითხვა