საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
415

ბორჯომის ხეობაში ტყის აღდგენის კომისიამ ხანძრით დაზიანებული ტერიტორიები შეისწავლა

გამოქვეყნებულია 2017-10-23 10:25:00


ბორჯომის ხეობაში აგვისტოს თვეში ნახანძრალ ტერიტორიაზე ტყის აღდგენის კომისიამ საველე გასვლა განახორციელა. 

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კომისიამ ხანძრით დაზიანებული ტერიტორიები შეისწავლა და დაადგინა, 2017 წლის 20 აგვისტოს ხანძრით მოცული ტერიტორიის ზუსტი ფართობი დაზიანების კატეგორიების მიხედვით, არსებული ნიადაგური და გეოლოგიური მდგომარეობა ნაკვეთების მიხედვით, ტერიტორიაზე არსებული განადგურებული ფლორა/ფაუნა და მიყენებული ზიანი. 

შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით მომზადდება დასკვნები და რეკომენდაციები ნახანძრალ ტერიტორიაზე ტყის აღდგენის დაწყების პროცესებზე, განსახორციელებელი ღონისძიებების ვადებსა და პერიოდზე. 

ეროვნული სატყეო სააგენტოს, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით სექტემბერ-ოქტომბერში ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიაზე წინასწარი შეფასებებიც განხორციელდა. 

კომისია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით შეიქმნა და მის შემადგენლობაში ეროვნული სატყეო სააგენტოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი პროფილის სპეციალისტებთან ერთად, არასამთავრობო სექტორისა და სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლებიც შედიან. 

ბორჯომის ხეობაში ხანძარი მიმდინარე წლის 20 აგვისტოს გაჩნდა, ხანძრის ქრობის პროცესი ექვსი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

წინასწარი მონაცემებით, ნახანძრალი ფართობი 752 ჰა-ს შეადგენს, საიდანაც 525 ჰა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ხანძრით განადგურებული ტყის ტერიტორიაა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გომბორის ქედზე ხანძარი ლოკალიზებულია
გომბორის ქედზე ხანძარი ლოკალიზებულია
გომბორის ქედზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ
წაკითხვა
გომბორის უღელტეხილის დასავლეთ კალთაზე, სოფელ რუსიანის მახლობლად ხანძარია
გომბორის უღელტეხილის დასავლეთ კალთაზე, სოფელ რუსიანის მახლობლად ხანძარია
ხანძარია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის უღელტეხილის დასავლეთ კალთაზე, სოფელ რუსიანის მახ
წაკითხვა
საგარეჯოში, მთის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია
საგარეჯოში, მთის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩა
წაკითხვა
სოფელ ართანის ტყეში ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები დილიდან ცდილობენ
სოფელ ართანის ტყეში ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები დილიდან ცდილობენ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის ტყე
წაკითხვა
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩე
წაკითხვა
წალენჯიხაში ბამბის საწარმო დაიწვა
წალენჯიხაში ბამბის საწარმო დაიწვა
წალენჯიხაში ბამბის საწარმოს ცეცხლი გაუჩნდ
წაკითხვა
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ც
წაკითხვა
დიდი ჩაილურის ტყეში ხანძარია
დიდი ჩაილურის ტყეში ხანძარია
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილ
წაკითხვა