საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2030

თვითმმართველ ქალაქებში ყველაზე მრავალპარტიული ფოთის საკრებულო იქნება, ყველაზე ნაკლებპარტიული კი ქუთაისის საკრებულო

ანა ბროლაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-23 11:42:00

დედაქალაქის გარდა, ოთხი თვითმმართველი ქალაქის ყველა საკრებულოში “ქართული ოცნება“ უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი.

თვითმმართველი ქალაქების საკრებულოების 25 წევრიან შემადგენლობაში 15 წევრი პროპორციული სიით შედის, 10 კი მაჟორიტარია. ყველა თვითმმართველი ქალაქის ათივე მაჟორიტარული ოლქი "ქართულმა ოცნებამ" მოიგო.

პროპორციული ნაწილი კი სპეციალური ფორმულის მიხედვით ითვლება, რომელსაც საარჩევნო კოდექსი არეგულირებს. (პარტიის მიერ პროპორციულ ნაწილში მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება პროპორციული მანდატების რაოდენობაზე, ანუ 15-ზე და იყოფა ყველა იმ პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამურ რაოდენობაზე, რომლებმაც გადალახეს 4%-იანი ბარიერი. გადაუნაწილებელი მანდატები მიაქვს იმ პარტიას, რომელსაც არითმეტიკული დათვლის შედეგად, ყველაზე მაღალი წილადი აქვს).

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, რუსთავის საკრებულოში მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ 17 დეპუტატი ეყოლება (7 პროპორციული სიით და 10 მაჟორიტარი) „ნაციონალური მოძრაობა“- 3 დეპუტატი, „ევროპული საქართველო“ და „პატრიოტთა ალიანსი“ 2 დეპუტატი, „ლეიბორისტული პარტია“ 1 დეპუტატი. 

რაც შეეხება ქუთაისს, საკრებულოში მხოლოდ სამი პარტია იქნება წარმოდგენილი, უმრავლესობით „ქართული ოცნება“ 19 წევრით (9+10 მაჟორიტარი), „ნაციონალური მოძრაობა“ – 4, ხოლო „ევროპული საქართველო“ 2 დეპუტატით.

ბათუმის საკრებულოშიც, ქუთაისის მსგავსად, მმართველ პარტიას 19 დეპუტატი ეყოლება (9+10 მაჟორიტარი), „ნაციონალური მოძრაობას“ -4, „ევროპულ საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ კი თითო-თითო წევრი. 

ყველაზე მრავალპარტიული, თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულო იქნება. ფოთში თვითმმართველობის არჩევნებზე დაწესებული 4%-იანი ბარიერის გადალახვა 7-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა მოახერხა. თუმცა უმრავლესობა აქაც მმართველ პარტიას აქვს. „ქართული ოცნება“ – 17 დეპუტატი (7+10 მაჟორიტარი), „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ 2-2 დეპუტატი, „დემოკრატიული მოძრაობა“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ლეიბორისტული მოძრაობა“ და „შენების მოძრაობა“ თითო-თითო წევრით იქნებიან წარმოდგენილი. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თამარ ჩუგოშვილი - პარტიების დაფინანსების თემა საბიუჯეტო რესურსის დიდწილად არასწორად განკარგვაა და ეს პრაქტიკა გადასახედია
თამარ ჩუგოშვილი - პარტიების დაფინანსების თემა საბიუჯეტო რესურსის დიდწილად არასწორად განკარგვაა და ეს პრაქტიკა გადასახედია
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ვერ აკონკრეტებს, უმრავლესობა სიმონ ნოზაძისა
წაკითხვა
საერთაშორისო ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებენ
საერთაშორისო ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებენ
საერთაშორისო ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებენ. 
წაკითხვა
სამართლებრივი დავა დასრულდა - თამაზ მეჭიაური თიანეთის არჩეული მერია
სამართლებრივი დავა დასრულდა - თამაზ მეჭიაური თიანეთის არჩეული მერია
სამართლებრივი დავა დასრულდა, თამაზ მეჭიაური თიანეთის არჩეული მერია. &l
წაკითხვა
საარჩევნო დავების განხილვა გრძელდება -
საარჩევნო დავების განხილვა გრძელდება - "ლეიბორისტული პარტიის" სარჩელი მოსამართლემ არ დააკმაყოფილა
ლეიბორისტული პარტიის სარჩელი მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილმა არ დააკმაყოფილა. 
წაკითხვა
დავით უსუფაშვილი - “შენების მოძრაობის“ პირველი საარჩევნო შედეგი დამაკმაყოფილებელია
დავით უსუფაშვილი - “შენების მოძრაობის“ პირველი საარჩევნო შედეგი დამაკმაყოფილებელია
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ფულმა და ძალაუფლებამ,
წაკითხვა
რატომ არის მნიშვნელოვანი თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლა
რატომ არის მნიშვნელოვანი თვითმმართველობის არჩევნებზე მისვლა
საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებები მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, თუ რამდენად
წაკითხვა
ვაკეში, N12 საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი მივიდა
ვაკეში, N12 საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი მივიდა
მივიდა თუ არა პირველი ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე – ამ წუთებში ფალიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან იმყოფება გურამ როგავა, რომელი
წაკითხვა
თვითმმართველობის არჩევნები 2017 - ცესკო დღეს საგანგებო რეჟიმში იმუშავებს
თვითმმართველობის არჩევნები 2017 - ცესკო დღეს საგანგებო რეჟიმში იმუშავებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. მთელი დღის განმავლობაში ცესკო საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს. 24 საათიან
წაკითხვა