საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1662

La Repubblica - კახა კალაძის მატჩი საქართველოს დედაქალაქის პირველი მოქალაქეობისთვის, რომელსაც დამატებითი დრო არ დასჭირდა

ქეთი ჩოხელი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-23 11:51:00

თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძის გამარჯვებას უცხოური მედია ეხმაურება. 

„კახა კალაძე თბილისის ახალი მერია“, -ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას ცნობილი იტალიური გამოცემა La Repubblica.

„მატჩი, რომელსაც დამატებითი დრო არ დასჭირდა - კახა კალაძემ საქართველოს დედაქალაქის პირველი მოქალაქეობისთვის ითამაშა. ყოფილმა ფეხბურთელმა ხმების 51,13 პროცენტი დააგროვა, რაც საკმარისი იყო გამარჯვებისთვის და უკვე ოფიციალურად თბილისის ახალი მერია“, - წერს იტალიური გამოცემა.

La Repubblica-ს სტატიაში აღნიშნულია, რომ კახა კალაძე საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი იყო. „ყოფილი ფეხბურთელი პერსონიფიცირებული ქართული ოცნებაა“, - ნათქვამია სტატიაში.

საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ფრანგული მედიაც წერს.

„მილანის“ ყოფილი ვარსკვლავი კახა კალაძე თბილისის მერად აირჩიეს“, -წერს ფრანგული გამოცემა Liberation. გამოცემა აღნიშნავს, რომ კახა კალაძემ საფეხბურთო კარიერა 2012 წელს დაასრულა და საკუთარი საქმიანობა პოლიტიკას მიუძღვნა, რა დროსაც ის მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში ჩაერთო. როგორც ფრანგული გაზეთი წერს, 2001 წელს კალაძემ პირადი ტრაგედია განიცადა, როდესაც მისი ძმა გაიტაცეს და მოკლეს.

საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებზე წერს „რადიო თავისუფლების“ ევროპული ბიურო. „ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს ბევრი „ქართული ოცნებისთვის“ მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მნიშვნელოვან გამოცდად განიხილავს“, - ნათქვამია სტატიაში.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საარჩევნო ბლოკები და ფინანსები - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
საარჩევნო ბლოკები და ფინანსები - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის წინასა
წაკითხვა
ცენტრალური საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას განაგრძობს
ცენტრალური საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას განაგრძობს
საჩივრებს განიხილავს ცენტრალური საარჩევნო
წაკითხვა
მეტროსადგური “გურამიშვილი“ უახლოეს პერიოდში ორი დღით დაიკეტება
მეტროსადგური “გურამიშვილი“ უახლოეს პერიოდში ორი დღით დაიკეტება
მეტროსადგური "გურამიშვილი" უახლ
წაკითხვა
„ყველაზე მაგარი ტრანსპორტია“ - კახა კალაძე მეტროში [ვიდეო]
„ყველაზე მაგარი ტრანსპორტია“ - კახა კალაძე მეტროში [ვიდეო]
ყველაზე მაგარი ტრანსპორტია და მოწესრიგებუ
წაკითხვა
კახა კალაძე - მე ვარ ხალხის არჩეული, შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩემთვისაც მნიშვნელოვანია
კახა კალაძე - მე ვარ ხალხის არჩეული, შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩემთვისაც მნიშვნელოვანია
მე ვარ ხალხის არჩეული, შესაბამისად საზოგა
წაკითხვა
კახა კალაძე - მეგის ქარდავას ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს
კახა კალაძე - მეგის ქარდავას ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს
მეგის ქარდავას ყველა კითხვაზე პასუხის გაც
წაკითხვა
კახა კალაძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს არა მხოლოდ კომფორტული, არამედ პოპულარულიც
კახა კალაძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს არა მხოლოდ კომფორტული, არამედ პოპულარულიც
თბილისის მერობის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა კახა კალაძემ ვიცე-მერთან ერთად დედაქალაქის სატრანსპორტო კომპანიის მეორე ავტობაზა დაათვ
წაკითხვა
მეეზოვეები კახა კალაძეს - თქვენკენ ვართ, მთავარია, პროგრესი იყოს [ვიდეო]
მეეზოვეები კახა კალაძეს - თქვენკენ ვართ, მთავარია, პროგრესი იყოს [ვიდეო]
თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა კ
წაკითხვა