საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
399

ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის საქმეზე ბრალდებულ ლაშა კვირკვაიას სასამართლომ 10 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

მარიამ ქურდიანი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-23 13:48:00


ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებულ ლაშა კვირკვაიას სასამართლომ 10 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. 

მოსამართლემ კვირკვაიას მიმართ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მესამე ნაწილიდან პირველ ნაწილზე გადააკვალიფიცირა, რაც გულისხმობს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური ან იურიდიული
პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია (მუხლის მესამე ნაწილი იმავე დანაშაულის არაერთგზის, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით ან/და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენას გულისხმობს). 

„სასმართლომ იხელმძღვანელა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. დანაშაული ნაწილობრივ მიიჩნია დადასტურებულად. სასამართლო მიიჩნევს, რომ ლაშა კვირკვაიამ გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, თუმცა არა ძალადობით“, - განაცხადა საქმის მოსამართლემ. 

ორივე მხარე გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

შემთხვევა 2016 წლის 8 ნოემბერს მოხდა. ადვოკატი გიორგი მდინარაძე აცხადებდა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მას ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს მეხუთე განყოფილებაში მიაყენეს. ის ცემაში სწორედ ამ განყოფილების უფროსს, ლაშა კვირკვაიას ადანაშაულებდა.

მომხდარის შემდეგ, კვირკვაიას ჯერ უფლებამოსილება შეუჩერდა, მოგვიანებით კი, პროკურატურაში დაწყებული გამოძიების საფუძველზე, პოლიციის მაღალჩინოსანი დააკავეს. ის ბრალს სასამართლო განხილვის არც ერთ ეტაპზე არ აღიარებდა.

ლაშა კვირკვაიას მტკიცებით, ადვოკატმა პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა, დაკავებისას კი თვითდაზიანებები მიიყენა. 

ბრალდებული, დაკავების შემდეგ, შეუძლოდ გახდა და მას რესპუბლიკურ საავადმყოფოში, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდეს. რამდენიმე კვირაში კი, პირველ წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობა დააყენა და კვირკვაია 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების სარჩელი არ დააკმაყოფილა
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების სარჩელი არ დააკმაყოფილა
პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უკვე ცნობილია ოპოზიციური პარტიების სარჩელზე. 
წაკითხვა
საქალაქო სასამართლო ლელა ქიტესაშვილის სარჩელს განიხილავს
საქალაქო სასამართლო ლელა ქიტესაშვილის სარჩელს განიხილავს
ამ წუთებში საქალაქო სასამართლო ლელა ქიტესაშვილის სარჩელს განიხილავს. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი თიანეთში ხმების ხელახლა გადათვლას ი
წაკითხვა
„ქართული მარშის“ საპროტესო აქციაზე ოთხი პირი დააკავეს
„ქართული მარშის“ საპროტესო აქციაზე ოთხი პირი დააკავეს
ოთხი პირი დააკავეს სამართალდამცავებმა ქართული მარშის საპროტესო აქციაზე. 
წაკითხვა
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ცესკო-ს წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა
"ნაციონალურმა მოძრაობამ" 
წაკითხვა
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის საერთო სარჩელი არ დააკმაყოფილა - პარტიები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის საერთო სარჩელი არ დააკმაყოფილა - პარტიები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ
საქალაქო სასამართლომ ოპოზიცი
წაკითხვა
საქალაქო სასამართლომ ხმების გადათვლის შესახებ ათი ოპოზიციური პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა
საქალაქო სასამართლომ ხმების გადათვლის შესახებ ათი ოპოზიციური პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილ
წაკითხვა
ბერძენი სასულიერო პირის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
ბერძენი სასულიერო პირის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
ბერძენი სასულიერო პირის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე საბერძნეთის ქალაქ კალამატას სასამართლომ გაამართლა. ამის შესახებ ინფორმა
წაკითხვა
ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის
წაკითხვა