საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
335

მელია არ აკონკრეტებს, დატოვებს თუ არა პარლამენტს

თამარ ნადარეიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-23 15:28:00


მე ვიქნები იქ, სადაც ყველაზე მეტ დისკომფორტს შევუქმნი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას და ყველაზე მეტ სარგებელს მოვუტან საზოგადოებას, -ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

რაც შეეხება მისი საკრებულოში შესვლის საკითხს, მელია ამ ეტაპზე კონკრეტული კომენტარისგან თავს იკავებს.

”მოგეხსენებათ, პარტიის პოლიტიკური საბჭო გახლავთ მთავარი მმართველი ორგანო. ამ მმართველი ორგანოს ფარგლებში, ჩვენ ძალიან ბევრ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ. უნდა შეფასდეს, თუ რა მოხდა ადგილობრივ არჩევნებზე, სად რა სახის მძიმე დარღვევები იყო ხელისუფლების მხრიდან. ბუნებრივია, გაცილებით უფრო დეტალურად მოგახსენებთ მას შემდეგ, რაც დასრულდება შეხვედრა, რომელიც შესაძლოა, რამდენიმე საათი გაგრძელდეს. მე ვიქნები იქ, სადაც ყველაზე მეტ დისკომფორტს შევუქმნი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას და ყველაზე მეტ სარგებელს მოვუტან საზოგადოებას", - განაცხადა მელიამ.

რაც შეეხება საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" შესვლის საკითხს, როგორც მელიამ აღნიშნა, ეს არის საკითხი, რომელიც არ განიხილება.

"ყველა არენაზე განახლებულმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა იბრძოლოს, ეს იქნება საპარლამენტო, ადგილობრივი თვითმმართველობის თუ მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებში. ამიტომ ეს საკითხი არ დგას",-განაცხადა მელიამ.

რამდენი თვის წინ, თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენისას, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარლამენტის დატვოვებას გეგმავს.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად მელიამ ის ფაქტი დაასახელა, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატი იქნება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე მარიკა დარჩია იქნება
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე მარიკა დარჩია იქნება
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთი
წაკითხვა
გიორგი ტყემალაძის ინფორმაციით, საკრებულოში კონკრეტულ თანამდებობებზე ”ქართული ოცნებაში” კონსულტაციები მიმდინარეობს
გიორგი ტყემალაძის ინფორმაციით, საკრებულოში კონკრეტულ თანამდებობებზე ”ქართული ოცნებაში” კონსულტაციები მიმდინარეობს
"ქართული ოცნების" საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც უფლებამოსილი გახდება თბილისის ახალი მთავრობა, საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავში
წაკითხვა
თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე საკრებულოს მომავალი უმრავლესობის წევრებს ხვდება
თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე საკრებულოს მომავალი უმრავლესობის წევრებს ხვდება
ამ წუთებში  თბილისის
წაკითხვა
ნიკა მელია არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა საკრებულოში შესვლას
ნიკა მელია არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა საკრებულოში შესვლას
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია
წაკითხვა
თვითმმართველობა 2017 - 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოებში მანდატების გადანაწილების პროცესი იწყება
თვითმმართველობა 2017 - 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოებში მანდატების გადანაწილების პროცესი იწყება
არჩევნები დასრულდა: 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოებში მანდატების გადანაწილების პროცესი იწყება. 
წაკითხვა
თბილისის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ სავარაუდოდ 40-კაციანი უმრავლესობა ეყოლება
თბილისის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ სავარაუდოდ 40-კაციანი უმრავლესობა ეყოლება
დედაქალაქის საკრებულოში პროპორციული 25 ად
წაკითხვა
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმათა 56.66 %-ს აგროვებს, ენმ კი 17.17%-ს
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმათა 56.66 %-ს აგროვებს, ენმ კი 17.17%-ს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თბილისის საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმათა 56.66 %-ით ლიდერობს. ამ დროისთვ
წაკითხვა
ცესკო-ს ამ დროის მონაცემებით, თბილისის საკრებულოს 25-ვე მაჟორიტარულ მანდატს „ქართული ოცნება“ მიიღებს
ცესკო-ს ამ დროის მონაცემებით, თბილისის საკრებულოს 25-ვე მაჟორიტარულ მანდატს „ქართული ოცნება“ მიიღებს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ამ დროის მონაცემებით, თბილისის საკრებულოს 25-ვე მაჟორიტარულ მანდატს „ქართული ოცნება“ მიიღებს. ცესკო-ს მონაცემები თბილისის
წაკითხვა