function pluginCreated() {
// We don't need to see the plugin, so hide it by resizing
var plugin = document.getElementById('myPlugin');
plugin.height = 0;
plugin.width = 0;
plugin.callPluginMethod();
}
პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ თიანეთის მერობის კანდიდატს იმედი აქვს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლო საოლქო კომისიის გადაწყვეტილებას გააუქმებს. საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ოლქმა - თიანეთის მე-20 უბნის კომისიის მიერ ბათილად ჩათვლილი ხუთი ბიულეტენი ვალიდურად ცნო. ამ ბიულეტენებით კი ხმები „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ ჩათვალა. სწორედ ამან განაპირობა მეჭიაურის წაგება და „ქართული ოცნების“ კანდიდატის ლელა ქიტესაშვილის გამარჯვება.
„ჩვენი შტაბის უფროსი სარჩელს ამზადებს. მოვითხოვთ, გაუქმდეს ის უკანონო განკარგულება, რომელიც გამოსცა თიანეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ. ხაზი გადაუსვა რაიონის არჩევანს და სხვა კანდიდატს მიანიჭა გამარჯვება. ამას არ შევარჩენთ. სასამართლოსგან ყველა ვარიანტზე ვართ თანახმა, ეს იქნება არჩევნების თავიდან ჩატარება, ხელახლა გადათვლა თუ ასე შემდეგ“, - აცხადებს პირველ არხთან საუბარში თამაზ მეჭიაური.
შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს მონაცემებით, თიანეთის ოცივე უბნის დათვლა დასრულებულია. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა 50,03% ანუ 3081 ხმა მიიღო. მეჭიაურს კი 4-ით ნაკლები 3077 ხმა აქვს. საოლქო კომისიაში პასუხი არ აქვთ. როგორ აღმოჩნდა საუბნო კომისიის წევრების მიერ ბათილად ცნობილი ბიულეტენები ოლქში გადათვლის დროს ვალიდური, საოლქო კომისიაშიც და ცესკო-შიც ამბობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილებიან.