function pluginCreated() {
// We don't need to see the plugin, so hide it by resizing
var plugin = document.getElementById('myPlugin');
plugin.height = 0;
plugin.width = 0;
plugin.callPluginMethod();
}
ფოთში, 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან, საჩივრების განხილვის პარალურად, საპროტესტო აქციას მართავენ ოპოზიციური პარტიები. ისინი 31-ე უბნის შედეგების გაბათილებასა და გაუქმებული ბიულეტენების თავიდან დათვლას ითხოვენ.
,,ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ საოლქო-საარჩევნო კომისია გამოიჩენს ობიექტურობას და დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას", - აცხადებს ,,ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი ვახტანგ დარცმელიძე.
მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიები პერმანენტული საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან.