საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
598

ოკუპირებული ახალგორის სკოლებში სახელმძღვანელოების დეფიციტის გამო სასწავლო პროცესი შეფერხებულია

ქეთევან ბერაია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-23 19:21:00
 ოკუპირებული ახალგორში სწავლების რუსულ მეთოდიკაზე გადასვლის გამო, ექვს ქართულ სკოლაში ამ დრომდე სასწავლო პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს.

სკოლებში მხოლოდ რუსული ენის სახელმძღვანელოებია შეტანილი, დანარჩენ საგნებში კი მოსწავლეებისთვის შესაბამისი სასწავლო წიგნები არ არის, მიუხედავად დეფაქტო ხელისუფლებისთვის გაგზავნილი არაერთი შეტყობინებისა - ინფორმაციას ამის შესახებ თავად ადგილობრივი მედიასაშუალება კომინფ.ორგი ავრცელებს.

ახალი სასწავლო წელი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში სწავლების რუსული მეთოდოლოგიით დაიწყო, რაც 1-6 კლასებში მოსწავლეების სწავლების რუსულ ენაზე გადასვლას გულისხმობდა. მე-6 კლასიდან კი მოსწავლეები სწავლას ჯერ კიდევ ქართულ ენაზე განაგრძობენ, თუმცა მათ სასწავლო საგნებიდან ისტორია ამოღებულია.

"მასწავლებლები ამბობენ, რომ ყველაზე მწვავედ დაწყებით კლასებში მათემატიკის წიგნების ნაკლებობაა, რის გამოც პედაგოგებს სხვა რუსული სკოლებიდან უწევთ სახელმძღვანელოს თხოვნა, რომ სასწასვლო პროცესი მთლიანად არ ჩაიშალოს", - წერს გამოცემა.

პედაგოგების განმარტებით, რუსულენოვან სწავლებაზე გადასვლის გამო პრობლემები უკვე გაჩნდა. „ბავშვებს რუსულ ენაზე მასალის ათვისება უჭირთ, მაგრამ ინტენსიურად ვმუშაობთ და ბავშვებიც მაქსიმალურად ცდილობენ“ - აცხადებს ქართული სკოლის დირექატორი ნინო ამირანაშვილი.

კომინფ.ორგის ცნობით, მასწავლებლები რუსულ ენაში კვალიფიკაციის ამაღლებას რუსეთის ფედერაციაში ე.წ. პასპორტებთან დაკავშირებული სირთულეების გამო ვერ ახერხებენ.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად ჯარიმის გადახდას ითხოვს
საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად ჯარიმის გადახდას ითხოვს
საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად ჯარიმის გადახდას ითხოვს. 
წაკითხვა
ოკუპირებული ახალგორის რაიონში მოსაბრუნის ე.წ. გამშვებ პუნქტზე უახლოეს მომავალში რუს ე.წ. მესაზღვრეებთან ერთად „პატრულირებას“ დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. მესაზღვრეები დაიწყებენ
ოკუპირებული ახალგორის რაიონში მოსაბრუნის ე.წ. გამშვებ პუნქტზე უახლოეს მომავალში რუს ე.წ. მესაზღვრეებთან ერთად „პატრულირებას“ დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. მესაზღვრეები დაიწყებენ
უახლოესს მომავალში ოკუპირებული ახალგორის რაიონში მოსაბრუნის ე.წ. გამშვებ პუნქტზე რუსეთი საოკუ
წაკითხვა
ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯში არსებულ პრობლემებზე ადგილობრივი მედია წერს 
ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯში არსებულ პრობლემებზე ადგილობრივი მედია წერს 
ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯში, ერთადერთ ქართულ სკოლაში, რომელიც 50 მოსწავლეზეა
წაკითხვა
ოკუპირებული ახალგორის დაწყებით კლასებში სასწავლო პროცესი შეფერხებულია
ოკუპირებული ახალგორის დაწყებით კლასებში სასწავლო პროცესი შეფერხებულია
ოკუპირებულ ახალგორში, დაწყებით კლასებში ს
წაკითხვა
ოკუპირებული ახალგორის რაიონში მიტოვებულ ბინებში საცხოვრებლის გარეშე დარჩენილ ოჯახებს შეასახლებენ
ოკუპირებული ახალგორის რაიონში მიტოვებულ ბინებში საცხოვრებლის გარეშე დარჩენილ ოჯახებს შეასახლებენ
ოკუპირებული ახალგორში, დეფაქტო პრეზიდენტის ბრძანებით საცხოვრებელი ფართის გარეშე დარჩენილ ოჯახ
წაკითხვა
რა საკითხებს განიხილავენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე
რა საკითხებს განიხილავენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე
ორთვიანი შესვენების შემდეგ, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა განახლდა. 
წაკითხვა
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალ სასწავლო წელს იწყებენ - რა ვითარებაა სკოლებში
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალ სასწავლო წელს იწყებენ - რა ვითარებაა სკოლებში
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალ სასწავლო წელს იწყებენ. ოკუპირებულ ახალგორში პირველ  სექტემბერს ჩაკეტილი საზღვრებით ხვდებიან, რის გ
წაკითხვა
კრემლის პროვოკაციული გეგმა - ახალგორის რაიონის სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლება აიკრძალება
კრემლის პროვოკაციული გეგმა - ახალგორის რაიონის სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლება აიკრძალება
კრემლი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ახალ პროვოკაციულ გეგმას ამუშავებს. 
წაკითხვა