საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1927

თაკო რობაქიძის პანკისში გადაღებული ფოტო „მაგნუმის“ გვერდზე მოხვდა

ლიზა ციციშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-24 11:00:00

ყველაზე ცნობილი ფოტოგაერთიანება „მაგნუმი“ საკუთარი სოციალური პროგრამის გარეკანზე ქართველი ახალგაზრდა ფოტოგრაფის თაკო რობაქიძის პანკისში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

„ფოტოგრაფია და სოციალური სამართლიანობა“ - ასე ჰქვია პროგრამას, რომლის მთავარ გვერდზე ათასობით ფოტოდან „მაგნუმმა“ მთავარ ფოტოდ ქართველი ავტორის ნამუშევარი შეარჩია. 

თაკო რობაქიძემ აღნიშნული ფოტო პანკისის ხეობაში ორი წლის წინ გადაიღო. ფოტოგრაფმა პანკისის ხეობაში წელიწადნახევარი გაატარა და წარმოდგენები, თითქოს პანკისის ხეობა მხოლოდ „რადიკალებითა“ და „ექსტრემისტებით“ დასახლებული მხარეა, საკუთარი ფოტოებით დაანგრია. 

სოფელი ყოფითი პრობლემებით, ეთნიკური თავისებურებებითა და უბრალო ადამიანური განცდებით თაკო რობაქიძის ფოტორეპორტაჟის მთავარი თემა იყო.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი