საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
484

გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე სალომე სამადაშვილისა და ხათუნა გოგორიშვილის საჩივრებზე იმსჯელებენ

თეონა მანაგაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-24 12:47:00

გენდერული თანასწორობის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების სალომე სამადაშვილისა და ხათუნა გოგორიშვილის საჩივრებზე იმსჯელებენ, რომლებიც კოლეგების მხრიდან მათ მიმართ სექსისტურ დამოკიდებულებაზე საუბრობენ. 

როგორც ჟურნალისტებს გენდერული საბჭოს ხელმძღვანელმა, პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, ეს საჩივრები განიხილება, თუმცა სამართლებრივად საბჭოს რეაგირების ბერკეტები არ აქვს.

პირველი არხის კითხვაზე - გია ვოლსკის მიერ სამადაშვილის მიმართ "გოგოთი"მიმართვა არის თუ არა სექსისტური რეპლიკა, ჩუგოშვილი პასუხობს, რომ პირველ რიგში, ეს უფრო ეთიკისა და ქცევის წესების დარღვევაა. 

“სამართლებრივად რეაგირების კონკრეტული მექანიზმები არ გვაქვს, მაგრამ საბჭოზე საჩივრების მსჯელობა გვექნება. თუ ეს სექსისტური დარღვევა იყო, ესეც ეთიკის დარღვევად უნდა იყოს განხილული, რადგან რეაგირება შეიძლება ეთიკის კოდექსის დარღვევაზე იყოს", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე გია ვოლსკიმ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას სამადაშვილს "გოგო" უწოდა.

ხათუნა გოგორიშვილი უმრავლესობის წევრს, ვანო ზარდიაშვილს უჩივის, რომელმაც მას 10 ოქტომბრის ბიუროს სხდომაზე დებატებისას მიმართა - "ქ-ნო ხათუნა, პირი დაკეტეთ". 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
რა საკითხები განიხილეს საქართველო-რუმინეთის კომისიის სხდომაზე
რა საკითხები განიხილეს საქართველო-რუმინეთის კომისიის სხდომაზე
წაკითხვა
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხვდება
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხვდება
მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგით გათვალისწინებულია 21 საკითხის განხილვა. 
წაკითხვა
პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის არსებობის გამო ვერ იწყება
პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის არსებობის გამო ვერ იწყება
პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის არსებობის გამო ვერ იწყება.პლენ
წაკითხვა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს, სადაც ოპოზ
წაკითხვა
„ლიდერთა საბჭო
„ლიდერთა საბჭო" ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრებას გეგმავს
,,ლიდერთა საბჭო" ად
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასვლით სხდომას ბორჯომში გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასვლით სხდომას ბორჯომში გამართავს
30 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გას
წაკითხვა
კენედის მკვლელობის დოკუმენტების მიხედვით, საბჭოთა კავშირი შიშობდა, რომ ეს მკვლელობა აშშ-სთან ომს გამოიწვევდა
კენედის მკვლელობის დოკუმენტების მიხედვით, საბჭოთა კავშირი შიშობდა, რომ ეს მკვლელობა აშშ-სთან ომს გამოიწვევდა
საბჭოთა კავშირი შიშობდა, რომ აშშ-ის პრეზი
წაკითხვა