საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
550

67-ე სკოლიდან გათავისუფლებული ქიმიის მასწავლებელი სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს

გვანცა გავაშელი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-24 12:57:00


თბილისის 67-ე საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული ქიმიის მასწავლებელი დოდო კეზუა საკუთარ გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ სამეურვეო საბჭოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ოქმის გამოთხოვას და სამართლებრივი დავის დაიწყებას აპირებს.

კეზუას პროტესტს კოლეგების ნაწილი უერთდება. მასწავლებლები ამბობენ, რომ დირექტორმა გათავისუფლების გადაწყვეტილება შურისძიების მიზნით მიიღო და ამ ფაქტს სკოლაში არსებულ დაპირისპირებას უკავშირებენ. 

მათი თქმით, უარი თქვეს დირექტორის ბრძანებაზე, რომ სამეურვეო საბჭოში მისთვის სასურველი პირები აერჩიათ და ამის საპასუხოდ, განათლების სამინისტროს მოსთხოვეს, რომ აუდიტის სამსახურმა სკოლაში მოკვლევა დაიწყოს.

პედაგოგთა ნაწილი, რომელიც პროტესტის ნიშნად გაკვეთილებზე არ შედის, აცხადებს, რომ აუდიტის დასკვნაში ფინანსურ დარღვევებზეა საუბარი და შესაძლოა, ეს გახდა დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი. 

განათლების სამინისტრო ჯერჯერობით აუდიტის შედეგებს არ ასაჯაროებს. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე საქმეზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი