function pluginCreated() {
// We don't need to see the plugin, so hide it by resizing
var plugin = document.getElementById('myPlugin');
plugin.height = 0;
plugin.width = 0;
plugin.callPluginMethod();
}
„ევროპული საქართველოსთვის" გაუგებარია, რატომ არ აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილება მმართველი გუნდის ირიბი ხელშეწყობაა, რომ ქვეყანაში არჩევნების მიმართ უიმედობა დამკვიდრდეს.
„ევროპული საქართველოს“ პოზიცია იყო და არის, რომ ჩვენ ვაპირებდით მხარდაჭერას ნებისმიერი პროდასავლური ოპოზიციის კანდიდატის მხარდაჭერას მეორე ტურში. თბილისში, მათ შორის, ვინც არ უნდა ყოფილიყო ეს, გინდა ელისაშვილი, გინდ უდუმაშვილი. ახლა გაუგებარია, თბილისში ყველანი ამას ვაპირებდით საჯაროდ, ქუთაისმა რა დააშავა, სადაც ოპოზიციამ ჯამში მეტი ხმის შენარჩუნება შეძლო? ვიმეორებ, არ უნდა შევუწყოთ ხელი ირიბადაც „ქართულ ოცნებას“, ივანიშვილის გუნდს არჩევნების მიმართ უიმედობის დანერგვაში“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.