საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
518

სტეფან ფეარი - საქართველო ყველა საერთაშორისო ინვესტორისთვის მიმზიდველი ქვეყანაა

ელენე იაშვილი
პროდიუსერი
გამოქვეყნებულია 2017-10-24 16:24:00

„საქართველო ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით მიმზიდველი ქვეყანაა ყველა საერთაშორისო ინვესტორისთვის, რომელიც რაიმე განსხვავებულის, მაგრამ უსაფრთხოს ძიებაშია. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული დაბალი გადასახადები, ბიზნესის წარმოების სიმარტივე და ხალხის სტუმართმოყვარეობა.“ - ამის შესახებ ბრიტანული კომპანია ფეარ ჯგუფის ხელმძღვანელმა სტეფან ფეარმა განაცხადა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ბრიტანული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მანსონ ჰაუსში გამართულ შეხვედრაში.

სტეფან ფეარმა ხაზი გაუსვა საქართველოს პოტენციალს ტურიზმისა და ღვინის ინდუსტრიის კუთხით. ბიზნესმენმა საქართველო მოიხსენია, როგორც ისტორიულად ღვინის წარმოების აკვანი და აღნიშნა, რომ ზოგიერთი ქართული ღვინო უფრო ძველია, ვიდრე სხვა ყველა ღვინო მსოფლიოში. მან ასევე ისაუბრა საქართველოში სასტუმროების განვითარების კუთხით არსებულ მზარდ პოტენციალზე.

„ჩემს ბიზნესს გააჩნია კვლევითი განყოფილება, რომელიც აანალიზებს და თვალყურს ადევნებს საერთაშორისო ტენდენციებს, რათა აღმოაჩინოს თუ სად იქნება შემდეგი საინვესტიციო კერა. საქართველო განაგრძობდა სიის სათავის დაკავებას, რამაც მე მიბიძგა ქვეყანაში გამგზავრებისა და მისი შესაძლებლობების აღმოჩენისკენ.“ - აღნიშნა ფეარ ჯგუფის ხელმძღვანელმა.

მან მოუწოდა ინვესტორებს, ესტუმრონ საქართველოს, რომელიც ინვესტიციების განსახორციელებლად საინტერესო ადგილს წარმოადგენს, კარგად მიიწევს წინ და გააჩნია მეტი წინსვლის პოტენციალი.

მანსონ ჰაუსში ბრიტანული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გამართული მრგვალი მაგიდის დისკუსია საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და საინვესტიციო შესაძლებლობებს დაეთმო.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ბუდაპეშტში უნგრეთ–საქართველოს ბიზნესფორუმი გაიხსნება
ბუდაპეშტში უნგრეთ–საქართველოს ბიზნესფორუმი გაიხსნება
ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით, 15 ივნისს ბუდაპეშტში უნგრეთ–საქართველოს ბიზ
წაკითხვა
კომპანიები, რომლებმაც იანვარ-მარტში საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩადეს
კომპანიები, რომლებმაც იანვარ-მარტში საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩადეს
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საზოგადოებრივს იმ კომპანიების სია გადასცა, რომლებმაც 2017 წლ
წაკითხვა
მოსალოდნელი რეგულაციები მიწების გასხვისებაზე - რა წესების დაცვა მოუწევთ უცხოელ ინვესტორებს
მოსალოდნელი რეგულაციები მიწების გასხვისებაზე - რა წესების დაცვა მოუწევთ უცხოელ ინვესტორებს
სადავო იყო კონსტიტუციაში შესატანი კიდევ ერთი ცვლილება. უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიწების შესყიდვა არ აიკრძალება, თუმცა შესაძლოა გარკვე
წაკითხვა
ირაკლი ალასანია წყალტუბოში, საინვესტიციო კონფერენციის ფარგლებში, ინვესტორებს შეხვდა
ირაკლი ალასანია წყალტუბოში, საინვესტიციო კონფერენციის ფარგლებში, ინვესტორებს შეხვდა
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია წყალტუბოში საინვესტიციო კონფერენციის  – ,,წყალტუბო 2016“ ფარგლებში, მოწვეულ ინვე
წაკითხვა
სიონის წყალსაცავზე ინფრასტრუქტურა მოეწყობა
სიონის წყალსაცავზე ინფრასტრუქტურა მოეწყობა
სიონის წყალსაცავზე ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ადგილზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ირანელ ინვესტორებთან ერთად იმყოფებოდა
წაკითხვა
კვირიკაშვილი აშშ-ის საინვესტიციო ფონდებისა და ბანკების წარმომადგენლებსა და პოტენციურ ინვესტორებს შეხვდა
კვირიკაშვილი აშშ-ის საინვესტიციო ფონდებისა და ბანკების წარმომადგენლებსა და პოტენციურ ინვესტორებს შეხვდა
საქარ
წაკითხვა
საინვესტიციო ბიზნესფორმუმი გოდერძის სამთო-სათხილამურმა კურორტზე
საინვესტიციო ბიზნესფორმუმი გოდერძის სამთო-სათხილამურმა კურორტზე
საინვესტიციო ბიზნესფორმუმი მაღალმთიან აჭარაში: გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტმა 60-ზე მეტ ბიზნესმენს უმასპინძლა. 
წაკითხვა
კახი კალაძის ვიზიტი ირანში გრძელდება
კახი კალაძის ვიზიტი ირანში გრძელდება
კახი კალაძის ვიზიტი ირანში გრძელდება. მხარეები ირანსა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის სფეროებისა და პარტნიორობის გაღრმავების საკ
წაკითხვა