საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
21574

მძღოლებისთვის ახალი შეზღუდვები წესდება, რომელთა დარღვევა 50-დან 100 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს

თეონა მანაგაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-24 19:49:00

სამ თვეზე მეტი ვადით გზებზე მიტოვებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე 50 ლარით დაჯარიმდება. შესაბამისი ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ავტორები გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და უმრავლესობის წევრი გოგა გულორდავა არიან.

ცვლილებებით, ასევე იკრძალება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ ზონაში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

ამას გარდა, პროექტით, ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა, იკრძალება სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

„საქართველოს ტერიტორიებზე გახშირებულია წყობიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების გზებზე მიტოვება. საქართველოს საკანონმდებლო სივრცე ამ პრობლემის მოგვარებისთვის შესაბამისს რეგულაციას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, მიზანშეწონილია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითმა ორგანოებმა შესაბამისი წესი შეიმუშაონ, რომელიც დაადგენს, რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სატრანსპორტო საშუალება მიტოვებულად. ამასთან, ქვეყნის მსხვილ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემდგომი განვითარების მიზნით, ეტაპობრივად ინერგება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის განკუთვნილი მოძრაობის სპეციალური ზოლები. ხშირია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, რაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეფერხებას იწვევს“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პლენარული სხდომების გამცდენი დეპუტატების მიმართ სანქციები ნოემბრიდან ამოქმედდება
პლენარული სხდომების გამცდენი დეპუტატების მიმართ სანქციები ნოემბრიდან ამოქმედდება
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძი
წაკითხვა
ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით, შსს ინფორმაციას ავრცელებს
ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით, შსს ინფორმაციას ავრცელებს
2017 წლის 1-ლი ნოემბრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ძალაში შევიდა. ასევე, ამოქმედდა ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომელთა საშუალებით
წაკითხვა
დღეიდან ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდება - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის [ვიდეო]
დღეიდან ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდება - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის [ვიდეო]
მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან საქართვ
წაკითხვა
ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, მძღოლების საჯარიმო ქვითრები შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდება
ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, მძღოლების საჯარიმო ქვითრები შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდება
მძღოლების საჯარიმო ქვითრები, ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯაროდ გამოქვეყ
წაკითხვა
ყველაფერი, რაც ვიდეოჯარიმების შესახებ უნდა იცოდე
ყველაფერი, რაც ვიდეოჯარიმების შესახებ უნდა იცოდე
წაკითხვა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
ამინდის გაუარესებისა და მაღალმთიან რეგიონ
წაკითხვა
ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის sms-ით მიღების შემდეგ, ჯარიმის 10 დღეში გადახდის შემთხვევაში, პირი 20%-იანი შეღავათით ისარგებლებს
ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის sms-ით მიღების შემდეგ, ჯარიმის 10 დღეში გადახდის შემთხვევაში, პირი 20%-იანი შეღავათით ისარგებლებს
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვე
წაკითხვა
ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებული ჯარიმების დროს, მართვის მოწმობიდან ქულების ჩამოკლება არ ვრცელდება
ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებული ჯარიმების დროს, მართვის მოწმობიდან ქულების ჩამოკლება არ ვრცელდება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვე
წაკითხვა