საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
517

პრემიერ-მინისტრი გაერო-ს დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

გამოქვეყნებულია 2017-10-24 19:56:00

საქართველოს წევრობას გაერო-ში 25 წელი შეუსრულდა და ჩვენდა საამაყოდ უნდა ვთქვა, რომ ამ 25 წელიწადში ჩვენი ქვეყანა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მიმღები ქვეყნიდან  რეგიონულ ლიდერ ქვეყნად გადაიქცა; მეტიც, დღეს საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობას თავმჯდომარეობს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას - დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

პრემიერმა გაერო-ს დღე მიულოცა ორგანიზაციის მუდმივ კოორდინატორს საქართველოში ნილს სკოტს და საქართველოსა და გაერო-ს ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა.

„ჩვენი წარმატება მნიშვნელოვნად უკავშირდება საქართველოში გაერო-ს ნაყოფიერ მუშაობას და ძალიან მნიშვნელოვან თანამშრომლობას, რომელიც ბევრი მიმართულებით გვაქვს. ჩვენ ვთანამშრომლობთ გაერო-ს 13 უწყებასთან ისეთ მთავარ სფეროებში, როგორიცაა დემოკრატიული მმართველობა, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, ეკონომიკური და სოციალური განვითარება, ჯანდაცვა, განათლება, დასაქმება და გარემოს დაცვა. ჩვენ დაგვიგროვდა ძალიან კარგი გამოცდილება და ზუსტად ვიცით გაერო-ს სტრუქტურებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა. მინდა, დღეს ამ ტრიბუნიდან, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს გაერო-ს საქმიანობას ქვეყანაში, ასევე რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის მიმართულებით. ჩვენი მთავრობისთვის უდიდესი პატივია, რომ ვართ ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე და შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის საქმიანობაში. მოგეხსენებათ, ეს გავლენიანი გლობალური მოძრაობა იღვწის ღიაობისა და დემოკრატიის განმტკიცებისთვის და ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, განსაკუთრებით მე-16 მიზანს, რომელიც ითვალისწინებს „მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობას მდგრადი განვითარებისთვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების მშენებლობას ყველა დონეზე“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაური ასევე გამოეხმაურა მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს დღევანდელ პირველ პლენარულ სხდომას, რომელიც,მისი შეფასებით, 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების პროცესში მჭიდრო თანამშრომლობის ნათელი დადასტურებაა.

„ამ პროცესში გაწევრიანებულია ყველა ქვეყანა და მთავრობა იმ გზაზე, რასაც ჰქვია მსოფლიოს ტრანსფორმაციისა და ეროვნულ პრიორიტეტებთან მდგრადი განვითარების ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი განზომილებების ინტეგრაცია. საქართველოში ჩვენ უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ეფექტიანი მმართველობის განსამტკიცებლად და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. სწორედ ამიტომ უცხადებს საქართველო მტკიცე მხარდაჭერას გაეროსა და მის საქმიანობას. კიდევ ერთხელ, მადლობას მოვახსენებ ნილს სკოტს და მის კოლეგებს დაუღალავი შრომისთვის, რომელსაც ისინი ეწევიან ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვთქვა რწმენა, რომ მომავალში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოსა და გაერო-ს თანამშრომლობასა და ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში.

„1992 წელს, საქართველო გაეროს წევრი შიდა და საგარეო გამოწვევების ფონზე გახდა. მას შემდეგ მან გასაოცარი ტრანსფორმაცია განიცადა. მეტიც, ის გაეროს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ძვირფასი წევრი გახდა. საქართველო განაგრძობს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას გაეროს საქმიანობაში - უსაფრთხოების, მშვიდობის, განვითარებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. საერთაშორისო ჩართულობის ეს ტენდენცია ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობისა და ხალხის დიდ სურვილს, მხარი დაუჭიროს გაეროს საქმიანობას უფრო ძლიერი, უფრო მდგრადი ეკონომიკური ზრდის, გარემოს დაცვის, თანაბარი შესაძლებლობისა და გენდერული თანასწორობის, უკეთესი განათლებისა და ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად და ყველასათვის სათანადო ცხოვრების პირობების მისაღწევად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ერსა და საქართველოს მთავრობას ამ ღირებული თანამშრომლობისათვის, ასევე იმისათვის, რომ ის საშუალებას აძლევს გაეროს, წვლილი შეიტანოს საქართველოს განვითარებაში“, - აღნიშნა ნილს სკოტმა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გაერო-ს ათობით თანამშრომელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
გაერო-ს ათობით თანამშრომელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ათობით თანამშრომელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ორგ
წაკითხვა
საქართველო გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების ჯგუფის თანათავმჯდომარედ წარადგინეს
საქართველო გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების ჯგუფის თანათავმჯდომარედ წარადგინეს
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი  ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
გიორგი კვირიკაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს. 
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სა
წაკითხვა
გაერო-ს ინფორმაციით, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ქალაქ მოსულში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა და გენოციდი განახორციელა
გაერო-ს ინფორმაციით, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ქალაქ მოსულში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა და გენოციდი განახორციელა
გაერო-ს ინფორმაციით, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ერაყის ქალაქ მოსულში კაცობრიობის წინააღმდეგ დ
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იქნა გაწეული
გიორგი კვირიკაშვილი - მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იქნა გაწეული
მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში
წაკითხვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფის კომპლექსი გახსნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფის კომპლექსი გახსნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმ
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად
ჩვენი ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის, დაბალი
წაკითხვა