საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1816

როგორ პლანეტებზე უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლე - NASA-ს ახალი კრიტერიუმები

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-10-24 21:20:00

NASA-ს მიერ ჩატარებული ახალი კვლევა აუმჯობესებს ჩვენს გაგებას სიცოცხლისათვის ვარგის იმ პლანეტებთან მიმართებაში, რომლებიც მზის სისტემის მიღმა მდებარეობენ. 

„მოდელის გამოყენებით, რომელიც უფრო რეალისტურად ახდენს ატმოსფერული პირობების სიმულირებას, აღმოვაჩინეთ ახალი პროცესი, რომელიც აკონტროლებს ეგზოპლანეტათა სიცოცხლისუნარიანობას და რომელიც გვიხელმძღვანელებს სამომავლო კვლევებში კანდიდატთა იდენტიფიცირებისას“, — ამბობს NASA-ს გოდარდის კოსმოსურ კვლევათა ინტიტუტისა და ტოკიოს დედამიწა-სიცოცხლის მეცნიერებათა უნივერსიტეტის მკვლევარი, ჟურნალ Astrophysical Journal-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორი იუკა ფუჯი. 

წინა მოდელები ატმოსფერული პირობების სიმულირებას მხოლოდ ერთ განზომილებაში ახდენდა, ვერტიკალურად. სიცოცხლისუნარიანობასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ბოლო კვლევის მსგავსად, ახალმა კვლევამ გამოიყენა მოდელები, რომლებიც გარემო პირობებს სამივე განზომილებაში ანგარიშობს, რაც ჯგუფს საშუალებას აძლევს მოახდინოს ატმოსფერის ცირკულაციისა და მისი სპეციალური მახასიათებლების სიმულირება, რაც ერთგანზომილებიან მოდელებს არ შეუძლია. ახალი ნაშრომი ასტრონომებს დაეხმარება დაკვირვებების მწირი დრო გადაანაწილონ სიცოცხლისათვის ვარგის ყველაზე იმედისმომცემ კანდიდატებზე. 

იმ სახის სიცოცხლისთვის, როგორიც ჩვენ ვიცით, აუცილებელია თხევადი წყალი. შესაბამისად, ეგზოპლანეტის ზედაპირი სიცოცხლისათვის ვარგისად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუკი მისი ტემპერატურა თხევად წყალს დიდი ხნის მანძილზე (მილიარდობით წელი) შენარჩუნების საშუალებას აძლევს, რათა რათა სიცოცხლე აღმოცენდეს.  

თუკი ეგზოპლანეტა დედავარსკვლავისგან საკმაოდ შორსაა, იგი საკმაოდ ცივი იქნება, მისი ოკეანეები კი გაყინული. იმ შემთხვევაში კი, თუ პლანეტა თავის ვარსკვლავთან ზედმეტად ახლოსაა, ვარსკვლავის შუქი იმდენად ინტენსიური იქნება, რომ მისი ოკეანეები თანდათან აორთქლდება და კოსმოსში გაიფანტება. ეს მაშინ ხდება, როცა წყლის ორთქლი ატმოსფეროს ზედა ფენაში — სტრატოსფეროში ადის და ვარსკვლავის ულტრაისფერი სინათლის მოქმედებით, შემადგენელ ელემენტებად იშლება (წყალბადი და ჟანგბადი). ამის შემდეგ, უკიდურესად მსუბუქ წყალბადის ატომებს კოსმოსში გაქცევა შეუძლიათ. თავიანთ ოკეანეების ამ გზით დაკარგვის პროცესში მყოფ პლანეტებზე ამბობენ, რომ ისინი „ნოტიო სათბურის“ მდგომარეობაში შევიდნენ, ტენიანი სტრატოსფეროს გამო. 

იმისათვის, რომ წყალი სტრატოსფეროში ავიდეს, წინა მოდელები პროგნოზირებდა, რომ ზედაპირის გრძელვადიანი ტემპერატურა იმაზე გაცილებით მაღალი უნდა იყოს, ვიდრე დედამიწაზე — 66 გრადუსი ცელსიუსი. ასეთმა ტემპერატურამ უნდა გამოიწვიოს ინტენსიური კონვექციური შტორმები; თუმცა როგორც ჩანს, ეს შტორმები სულაც არაა იმის მიზეზი, რომ ღერძის გარშემო ნელა მბრუნავი პლანეტებიდან წყალმა სტრატოსფეროს მიაღწიოს და პლანეტა ნოტიო სათბურის მდგომარეობაში შევიდეს. 

„აღმოვაჩინეთ ვარსკვლავის მიერ გამოყოფილი ამ ტიპის რადიაციის მნიშვნელოვანი როლი და ეფექტი, რომელიც მას ეგზოპლანეტის ატმოსფერულ ცირკულაციაზე აქვს ნოტიო სათბურის ეფექტის შესაქმნელად“, — ამბობს ფუჯი. 

იმ ეგზოპლანტისთვის, რომელიც თავის დედავარსკვლავთან ახლოს მოძრაობს, ვარსკვლავის გრავიტაცია იმდენად ძლიერია, რომ ანელებს ღერძის გარშემო პლანეტის ბრუნვას. ამ მიზეზით, პლანეტა გრავიტაციულად ჩაკეტილი ხდება — მისი ერთი მხარე მუდმივად ვარსკვლავისკენაა მოქცეული, სადაც მუდმივად დღეა, მეორე გვერდი კი ვარსკვლავის საპირისპირო მხარესაა და მუდმივად ღამეა. 

როდესაც ეს ხდება, პლანეტის განათებულ მხარეს წარმოიქმნება სქელი ღრუბლები, რომლებიც ქოლგასავით მოქმედებს და ზედაპირს ვარსკვლავის ზედმეტი სინათლისგან იცავს. მიუხედავად იმისა, რომ ამას შეუძლია პლანეტა გრილი შეინარჩუნოს და დაიცვას წყლის დანაკარგისაგან, ჯგუფმა დაადგინა, რომ ვარსკვლავის თითქმის-ინფრაწითელ რადიაციას (NIR) შეუძლია გამოყოს იმდენი სითბო, რამდენიც პლანეტის ნოტიო სათბურის მდგომარეობაში შესვლისათვისაა საჭირო. თითქმის-ინფრაწითელ რადიაცია ადამიანის თვალისათვის უხილავი სინათლის ტიპია. ჰაერში შემავალ წყლის ორთქლსა და ღრუბლებში არსებულ წყლის წევეთებს ან კრისტალებს ძლიერ შთანთქავს თითქმის-ინფრაწითელი რადიაცია, რის შედეგადაც, თბება ჰაერი. გათბობასთან ერთად, ჰაერი მაღლა ადის, სტრატოსფეროში მიაქვს წყალი, რომელიც იქ ნოტიო სათბურის ეფექტს წარმოქმნის.  

ეს პროცესები განსაკუთრებით მართებულია დაბალმასიან, მზეზე უფრო გრილ და ბნელ ვარსკვლავებთან არსებულ პლანეტათათვის. ამ შემთხვევაში, იმისათვის, რათა სიცოცხლისათვის ვარგისი იყოს, პლანეტა ამ ტიპის ვარსკვლავთან გაცილებით უფრო ახლო უნდა მოძრაობდეს, ვიდრე დედამიწა მზესთან.  

ასე ახლო დიაპაზონში,  დიდი ალბათობით, ეს პლანეტები ვარსკვლავისგან განიცდიან ძლიერ გრავიტაციულ მოქცევებს, რაც საკუთარი ღერძის გარშემო მათ ბრუნვას ანელებს. გარდა ამისა, რაც უფრო ცივია ვარსკვლავი, გამოყოფს მით უფრო მეტ თითქმის-ინფრაწითელ რადიაციას. როგორც ახალმა მოდელმა აჩვენა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ვარსკვლავები თავიანთი სინათლის საკმაოდ დიდ ნაწილს თითქმის-ინფრაწითელ ტალღის სიგრძეებში გამოყოფენ, ნოტიო სათბურის მდგომარეობას შედეგად უნდა მოჰყვეს დედამიწის ტროპიკებზე უფრო ცხელი გარემო პირობები. დედავარსკვლავთან უფრო ახლოს მდებარე პლანეტათა შემთხვევაში, ჯგუფმა დაადგინა, რომ თითქმის-ინფრაწითელ რადიაციის მიერ მართული პროცესები სტრატოსფეროში თანდათან ზრდის ტემპერატურას. აქედან გამომდინარე, ძველ მოდელთა პროგნოზების საპირისპიროდ, შესაძლებელია, რომ პლანეტა დედავარსკვლავთან ძალიან ახლოს მდებარეობდეს, მაგრამ მაინც იყოს სიცოცხლისათვის ხელსაყრელი. 

ეს კვლევა საკმაოდ მნიშვნელოვანია სიცოცხლისათვის ვარგის პლანეტათა მაძიებელ ასტრონომთათვის, რადგან ჩვენს გალაქტიკაში ყველაზე მეტად გავრცელებულია დაბალმასიანი ვარსკვლავები. მათი დიდი ოდენობა კი ზრდის შანსებს, რომ სიცოცხლისათვის შესაფერისი პლანეტები შესაძლოა სწორედ მათთან ვიპოვოთ, პატარა ზომა კი ზრდის პლანეტური სიგნალების დაფიქსირების შესაძლებლობას. 

ახალი ნაშრომი ასტრონომებს დაეხმარება საბურველი ახადონ ყველაზე იმედისმომცემ კანდიდატებს სიცოცხლისათვის შესაფერისი პლანეტების ძიების პროცესში.  

„როცა ჩვენ ვიცით ვარსკვლავის ტემპერატურა, შეგვიძლია შევაფასოთ, აქვთ თუ არა მასთან ახლოს მდებარე პლანეტებს ნოტიო სათბურის მდგომარეობა. ამჟამინდელი ტექნოლოგიებით, ეგზოპლანეტის ატმოსფეროში შეგვიძლია წყლის ორთქლის მცირე ოდენობის აღმოჩენა. თუკი იქ მეტ წყალს აღმოვაჩენთ, ეს სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ პლანეტა ნოტიო სათბურის მდგომარეობაშია“, — ამბობს NASA-ს გოდარდის კოსმოსურ კვლევათა ინსტიტუტის მკვლევარი, კვლევის თანაავტორი ენტონი დელ გენიო.  

ამ კვლევაში, მეცნიერები მხედველობაში იღებდნენ დედამიწის მსგავსი ატმოსფეროს მქონე, მაგრამ მთლიანად ოკეანეებით დაფარულ პლანეტას. ასეთმა მიდგომამ მკვლევრებს საშუალება მისცა თვალნათლივ ეხილათ თუ როგორ ცვლის ორბიტული დაშორება და ვარსკვლავური რადიაცია სტრატოსფეროში წყლის ორთქლის რაოდენობას. მომავალში, ჯგუფი გეგმავს პლანეტური მახასიათებლები განავრცოს გრავიტაციაზე, ატმოსფეროს შემადგენლობაზე და ზედაპირის წნევაზე, რათა გაიგონ თუ რა გავლენას ახდენენ ისინი წყლის ორთქლის ცირკულაციასა და სიცოცხლისუნარიანობაზე. 

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
უცხოპლანეტელები შეიძლება იმაზე მეტად გვგავდნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია - ახალი კვლევა
უცხოპლანეტელები შეიძლება იმაზე მეტად გვგავდნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია - ახალი კვლევა
ჰოლივუდის ფილმები და სამეცნიერო ფანტასტიკ
წაკითხვა
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
შეიძლება მარსი დღეს მშრალი, უნაყოფო მიწაა
წაკითხვა
SETI-ს ასტრონომი დარწმუნებულია, რომ უახლოეს 20 წელში არამიწიერ ცივილიზაციას ვიპოვით
SETI-ს ასტრონომი დარწმუნებულია, რომ უახლოეს 20 წელში არამიწიერ ცივილიზაციას ვიპოვით
არამიწიერ ცივილიზაციათა ძიების ინსტიტუტის
წაკითხვა
მზის სისტემის შვიდი ადგილი, სადაც შეიძლება მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს
მზის სისტემის შვიდი ადგილი, სადაც შეიძლება მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც დაჟინებით
წაკითხვა
ვართ თუ არა შესამჩნევი არამიწერი ცივილიზაციებისთვის? რამდენი ეგზოპლანეტიდან შესძლებდნენ დედამიწის დაფიქსირებას
ვართ თუ არა შესამჩნევი არამიწერი ცივილიზაციებისთვის? რამდენი ეგზოპლანეტიდან შესძლებდნენ დედამიწის დაფიქსირებას
ბელფასტის ქვინის უნივერსიტეტისა და გერმან
წაკითხვა
რატომ არის არამიწიერი სიცოცხლის ძებნა საზოგადოებისათვის კარგი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არ არსებობს
რატომ არის არამიწიერი სიცოცხლის ძებნა საზოგადოებისათვის კარგი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არ არსებობს
სიცოცხლის ძებნა ჩვენს მიღმა, დანარჩენ სამ
წაკითხვა
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავის საიდუმლოს კიდევ ერთი შესაძლო ახსნა
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავის საიდუმლოს კიდევ ერთი შესაძლო ახსნა
ალბათ კარგად გახსოვთ ე. წ. ტაბის ვარსკვლა
წაკითხვა
მზის მსგავს უახლოეს ვარსკვლავთან სიცოცხლისთვის ვარგისი ორი პლანეტა აღმოაჩინეს
მზის მსგავს უახლოეს ვარსკვლავთან სიცოცხლისთვის ვარგისი ორი პლანეტა აღმოაჩინეს
როგორც ახალი მტკიცებულება მიუთითებს, ჩვენ
წაკითხვა