საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2186

NASA-მ მარსის უზარმაზარი, დაკლაკნილი მაგნიტური კუდი აღმოაჩინა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-10-24 22:15:00

NASA-მ აღმოაჩინა უხილავი, დაკლაკნილი მაგნიტური კუდი, რომელიც მზის გარშემო მოძრაობისას მარსს თან დაჰყვება. ფენომენი გამოწვეულია მზის ქარების ეფექტებით და სავარაუდოდ, ბევრ ახალ ცნობას მოგვაწვდის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაიფანტა მარსის ატმოსფერო კოსმოსში.  

ეს უნიკალური აღმოჩენა მეზობელი პლანეტის ორბიტაზე მოძრავი NASA-ს მარსის ატმოსფეროსა და აქროლადი აირების შემსწავლელი მისიის (MAVEN) მონაცემების დამუშავების შემდეგ გაკეთდა; კარგად ჩანს თუ როგორ განსხვავებულად იქცევიან წითელი პლანეტის ადგილობრივი მაგნიტური ველები დედამიწის მაგნიტური ველისგან. 

NASA-ს გოდარდის კოსმოსურ ფრენათა ცენტრის მეცნიერთა ცნობით, მზის ვარსკვლავურ ქარებში მიმდინარე ურთიერთქმედება მაგნიტურ ველებს შორის, ასევე მარსზე ამ დრომდე არსებული მაგნეტიზმის ჯიბეები დარჩენილ ატმოსფერულ ნაწილაკებს კოსმოსში გაქცევის საშუალებას აძლევენ. 

„დავადგინეთ, რომ მარსის მაგნიტური კუდი უნიკალურია მთელ მზის სისტემაში“, — ამბობს მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ჯინა დიბარჩიო. 

„ის სრულებით არ ჰგავს ვენერაზე აღოჩენილ მაგნიტურ კუდს; მიუხედავად იმისა, რომ ეს პლანეტა დედამიწის მსგავსია, მას არ აქვს საკუთარი მაგნიტური ველი. ჩვენი პლანეტა გარშემორტყმულია მის წიაღში წარმოქმნილი მაგნიტური ველით. მარსის კუდი სადღაც ამ ორს შორისაა. 

მიჩნეულია, რომ მილიარდობით წლის წინ, მარსს ატმოსფეროს უდიდესი ნაწილი შემოაძარცვა მზის ქარებმა — მზიდან წამოსულმა ელექტრულად დამუხტულმა გაზებმა. 

ახლა კი, მარსის ზოგიერთ რეგიონში დღემდე არსებულ მაგნეტიზმის ნარჩენებთან ურთერთქმედებისას, იგივე ქარები უნიკალური კუდის ეფექტს იწვევს. 

მზის ქარები თან ატარებენ საკუთარ მაგნიტურ ველებს და თუ ისინი მარსზე საპირისპიროდ მიმართულ რეგიონს ურტყამენ, წარმოიმნება ეფექტი, რომელსაც მაგნიტური შეერთება ეწოდება. სწორედ აქ წარმოიქმნება უხილავი ხვეულები. 

„ჩვენი მოდელი პროგნოზირებდა, რომ მაგნიტური შეერთება უნდა იწვევდეს მარსის მაგნიტური კუდის 45 გრადუსით გადახრას, რისი მიზეზიც მზის ქარების მაგნიტური ველია“, — ამბობს დიბრაჩიო. 

„როდესაც ეს პროგნოზები MAVEN-ის მონაცემებს შევადარეთ მარსისა და მზის ქარების მაგნიტური ველების მიმართულებისა თვალსაზრისით, აღმოჩნდა, რომ ისინი ძალიან კარგ თანხვედრაში მოდიან“. 

ამ მაგნიტურ შეერთებას შეუძლია კოსმოსში კიდევ უფრო მეტად გაფანტოს მარსის ისედაც თხელი ატმოსფერო, რადგან პლანეტის ზედა ატმოსფეროში არსებული ელექტრულად დამუხტული იონები პასუხობენ კუდის მიერ წარმოქმნილ მაგნიტურ ველს. 

მაგნიტური კუდი ამ ნაწილაკებს მიმართულებას აძლევს, რისთვისაც მაგნიტური შეერთების მიერ წარმოქმნილ ენერგიას იყენებს. ეს ყველაფერი ძალიან წააგავს რეზინის გაჭიმულ სარტყელს, რომელუც უცბად თავის ადგილს უბრუნდება.  

იმის გამო, რომ MAVEN-ი გამუდმებით იცვლის თავის ორბიტას მზესთან მიმართებაში, შესძლო რუკაზე მთლიანად დაეტანა მარსის მაგნიტური ველები და ამავე დროს, შექმნა მაგნიტური კუდის მიერ დაგრეხილი და შერყეული მზის ქარების გზის რუკა. 

ამის შემდეგ, მკვლევრებს სურთ შეისწავლონ მაგნიტომეტრის გარდა MAVEN-ის სხვა ინსტრუმენტთა მიერ შეგროვილი მონაცემებიც, რათა დაამტკიცონ, რომ ხელახლა შეერთებულ მაგნიტურ ველებს ნამდვილად შეაქვთ წვლილი ატმოსფეროს დაკარგვაში და რა დოზით. 

ყველა ეს ინფორმაცია სასიცოცხლოა, თუ უახლოეს ათწლეულებში მართლაც გვსურს წითელ პლანეტაზე გადასახლება, რადგან ატმოსფეროს არქონა ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლებაა.  

„მარსი ნამდვილად რთული, მაგრამ ამავე დროს მართლაც საინტერესო ადგილია“, — ამბობს დიბრაჩიო. 

კვლევა წარმოადგინეს იუტის შტატში, ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების პლანეტარულ მეცნიერებათა განყოფილების ყოველწლიურ შეხვედრაზე. 



მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით 

 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
შეიძლება მარსი დღეს მშრალი, უნაყოფო მიწაა
წაკითხვა
გაგზავნეთ თქვენი სახელი მარსზე - NASA-ს მავალი InSight-ი უნიკალურ შანსს გაძლევთ
გაგზავნეთ თქვენი სახელი მარსზე - NASA-ს მავალი InSight-ი უნიკალურ შანსს გაძლევთ
შეიძლება მარსზე ვერასოდეს მოხვდეთ, მაგრამ
წაკითხვა
მარსზე თავსდატეხილმა უმძლავრესმა მზის შტორმმა გლობალური ციალი გამოიწვია
მარსზე თავსდატეხილმა უმძლავრესმა მზის შტორმმა გლობალური ციალი გამოიწვია
რამდენიმე დღის წინ, მარსზე მოხდა იმდენად
წაკითხვა
როგორ წარმოიქმნა დედამიწა და მარსი — ახალი კვლევის აქამდე უცნობი შედეგები
როგორ წარმოიქმნა დედამიწა და მარსი — ახალი კვლევის აქამდე უცნობი შედეგები
დედამიწისა და მეტეორიტების ანალიზების შედეგად, ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი შუქი
წაკითხვა
ელონ მასკმა მარსის კოლონიზაციის ახალი, საოცარი გეგმა წარმოადგინა
ელონ მასკმა მარსის კოლონიზაციის ახალი, საოცარი გეგმა წარმოადგინა
ელონ მასკი მარსის კოლონიზაციის დაწყებას უ
წაკითხვა
„მარსის რბოლაში“ არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთვება - არაბები უზარმაზარ მარსულ ქალაქს გააშენებენ
„მარსის რბოლაში“ არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთვება - არაბები უზარმაზარ მარსულ ქალაქს გააშენებენ
სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ადამიანების მა
წაკითხვა
მარსზე გამგზავრება შესაძლოა მოსალოდნელზე ორჯერ მეტად სახიფათო იყოს - ახალი კვლევა
მარსზე გამგზავრება შესაძლოა მოსალოდნელზე ორჯერ მეტად სახიფათო იყოს - ახალი კვლევა
NASA-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მარსზე ა
წაკითხვა
ღამით მარსზე თოვლიანი ქარბუქები მძვინვარებს - პირველი მტკიცებულება
ღამით მარსზე თოვლიანი ქარბუქები მძვინვარებს - პირველი მტკიცებულება
შეიძლება მარსის ლანდშაფტი ცივი, მტვრიანი
წაკითხვა