საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
320

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველთათვის წვრთნის პროგრამა დაიწყო

ლიკა ალელიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-25 10:32:00


უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრმა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველთა წვრთნის პროგრამა - საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT) დაიწყო.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან სპეციალურად შერჩეული საქართველოს 500 -მდე მოქალაქე ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე 10 კვირის განმავლობაში საცეცხლე, სამედიცინო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას გაივლის და მისი დასრულების შემდეგ სხვადასხვა ქვედანაყოფში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას შეუდგება. 

საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის მიზანია, ჯარისკაცები პროფესიული სამხედრო საკონტრაქტო სამსახურისათვის „მსროლელებად“ მომზადდნენ. კურსის მონაწილეებს მეცადინეობები ნავიგაცია-ტოპოგრაფიაში, სადისციპლინო წესდებებსა და ფიზიკურ მომზადებაში ჩაუტარდებათ. რეკრუტები საფუძვლიან ტაქტიკურ, საცეცხლე, საინჟინრო, კავშირგაბმულობისა და სამედიცინო მომზადებასაც გაივლიან.

სამინისტროს ცნობით, კურსზე ჩარიცხვამდე საქართველოს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველებმა ფიზიკური მომზადებისა და ფსიქოლოგიური ტესტების გარდა, სამედიცინო კომისიის შემოწმებაც გაიარეს. კურსის განმავლობაში რეკრუტები ყაზარმული რეჟიმით იცხოვრებენ. 

ოჯახის წევრებს და ახლობლებს მათი მონახულება მომზადების დაწყებიდან 5 კვირის გასვლის შემდეგ შეეძლებათ. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კი რეკრუტები სამხედრო ფიცს დადებენ და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შეუერთდებიან.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა