საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
718

აშშ ლტოლვილების მიღების პროგრამას ანახლებს, თუმცა 11 ქვეყნიდან მიგრანტების შემოწმების კრიტერიუმებს ამკაცრებს

ქეთი ჩოხელი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-25 10:54:00


აშშ ლტოლვილების მიღების პროგრამას ანახლებს, თუმცა 11 ქვეყნიდან მიგრანტების შემოწმების კრიტერიუმებს ამკაცრებს. დონალდ ტრამპის შესაბამისი განკარგულება თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყდა. აღნიშნული პროგრამის მოქმედება დონალდ ტრამპმა ინაუგურაციიდან ერთი კვირის შემდეგ 120 დღით შეაჩერა. ლტოლვილთა მიღების პროგრამის შეზღუდვის ვადა 24 ოქტომბერს ამოიწურა.

როგორც სააგენტო Associated Press-ი წერს, დონალდ ტრამპის ახალ განკარგულებაში არ არის მითითებული, თუ რომელ 11 ქვეყანაზეა საუბარი. დოკუმენტის თანახმად, ახალი წესები 90 დღე იმოქმედებს. ამასთან, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გამკაცრებულ კონტროლს გაივლიან იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც აშშ-ისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

„აშშ-ის პოლიტიკაა დაიცვას მოსახლეობა ტერორისტული თავდასხმებისგან და სხვა საფრთხეებისგან. ამ პოლიტიკის შესრულებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სკრინინგისა და შემოწმების პროცედურები, რომლებიც ხორციელდება იმის განსასაზღვრად, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ აშშ-ში შესვლა, მათ შორის ლტოლვილთა მიღების პროგრამით“, - ნათქვამია განკარგულებაში.

აშშ-ში მიგრანტების რაოდენობის შეზღუდვა დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ამერიკული კვლევითი ცენტრის Pew Research-ის მონაცემებით, აშშ-მა 2017 წლის ცხრა თვის განმავლობაში 28 ათასი ლტოლვილი მიიღო. ლტოლვილთა საკითხებზე მომუშავე გაერო-ს უმაღლესი კომისრის სამმართველოს ინფორმაციით, 2016 წელს აშშ-ში თავშესაფარი 97 ათასმა ადამიანმა მიიღო.

ამასთან, დონალდ ტრამპის გასული თვის განკარგულებით, 2018 წელს აშშ 45 ათასს ლტოლვილს მიიღებს, რაც 1980 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი ზღვარია. აღსანიშნავია, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ზღვარით, გასულ წელს ქვეყანას 110 ათასი ლტოლვილის მიღება შეეძლო.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კანადა მომდევნო სამ წელიწადში მილიონ მიგრანტს მიიღებს
კანადა მომდევნო სამ წელიწადში მილიონ მიგრანტს მიიღებს
კანადა მომდევნო სამ წელიწადში მილიონ მიგრანტს მიიღებს. ამის შესახებ ნათქვამია გეგმაში, რომელიც კანადი
წაკითხვა
ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა - აშშ-ში 11 ქვეყნიდან მიგრანტების შემოწმების კრიტერიუმები მკაცრდება
ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა - აშშ-ში 11 ქვეყნიდან მიგრანტების შემოწმების კრიტერიუმები მკაცრდება
აშშ ლტოლვილების მიღების შეჩერებულ პროგრამ
წაკითხვა
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი უახლოესი ორი წლის განმავლობაში არაევროპული ქვეყნებიდან 10 000 ლტოლვილს მიიღებს
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი უახლოესი ორი წლის განმავლობაში არაევროპული ქვეყნებიდან 10 000 ლტოლვილს მიიღებს
საფრანგეთი უახლოესი ორი წლის განმავლობაში არაევროპული ქვეყნებიდან ლეგალურად 10 000 ლტოლვილს მიიღებს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა,
წაკითხვა
ანგელა მერკელი - ვიღებ პასუხისმგებლობას დაკარგულ ხმებზეც და ყველაფერს გავაკეთებ, მათი მხარდაჭერის დასაბრუნებლად
ანგელა მერკელი - ვიღებ პასუხისმგებლობას დაკარგულ ხმებზეც და ყველაფერს გავაკეთებ, მათი მხარდაჭერის დასაბრუნებლად
მე ვიღებ პასუხისმგებლობას ამომრჩეველზე, დაკარგულ
წაკითხვა
დონალდ ტრამპმა აშშ-ში შესვლა კიდევ სამი ქვეყნის მოქალაქეებს შეუზღუდა
დონალდ ტრამპმა აშშ-ში შესვლა კიდევ სამი ქვეყნის მოქალაქეებს შეუზღუდა
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტ
წაკითხვა
თურქეთის სანაპიროებთან ნავის გადაბრუნების შედეგად, სულ მცირე 4 მიგრანტი დაიღუპა
თურქეთის სანაპიროებთან ნავის გადაბრუნების შედეგად, სულ მცირე 4 მიგრანტი დაიღუპა
თურქეთის სანაპიროებთან, შავი ზღვის აკვატორიაში ნავის გადაბრუნების შედეგად, სულ მცირე 4 მიგრანტი დაიღუპა, 20 კი დაკარგულად ითვლება, ამის შეს
წაკითხვა
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის საიმიგრაციო განკარგულების აღსრულებაზე დაწესებული შეზღუდვა დროებით შეაჩერა
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის საიმიგრაციო განკარგულების აღსრულებაზე დაწესებული შეზღუდვა დროებით შეაჩერა
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის საიმიგრაციო განკარგულების აღსრულებაზე ქვედ
წაკითხვა
თურქეთის სანაპირო დაცვამ ეგეოსის ზღვაში მიგრანტებით სავსე ნავი აღმოაჩინა
თურქეთის სანაპირო დაცვამ ეგეოსის ზღვაში მიგრანტებით სავსე ნავი აღმოაჩინა
თურქეთის სანაპირო დაცვამ ეგეოსის ზღვაში ჩ
წაკითხვა