საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
6397

საქართველოს რაგბის კავშირმა რაგბიში საქართველოს ნაკრების 11 და 25 ნოემბრის ტესტ-მატჩების ტრანსლირებაზე პირველ არხს უარი უთხრა

ელენე იაშვილი
პროდიუსერი
გამოქვეყნებულია 2017-10-25 11:00:00

საქართველოს რაგბის კავშირმა რაგბიში საქართველოს ნაკრების 11 და 25 ნოემბრის ტესტ-მატჩების ტრანსლირებაზე პირველ არხს უარი უთხრა. 

პირველი არხის სპორტული მიმართულების პროდიუსერის ვოვა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით,  რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე აცხადებს, რომ რეპორტაჟების ტრანსლირებას რაგბის კავშირი უზრუნველყოფს, სავარაუდოდ "რაგბიტივის" მეშვეობით. 

"კანადასთან და აშშ-სთან ჩვენ ზაფხულში ჩავატარეთ ანალოგიური ტესტ-მატჩები, კანადასა და აშშ-ში. შევძელით, რომ კანადას ჩვენთვის სტრიმი მოეწოდებინა და მატჩის ტრანსლაცია მაყურებელს შევთავაზეთ. სტრიმი გაკეთდა იმიტომ, რომ თავად კანადა არ აწარმოებდა ტელერეპორტაჟს, მაგრამ სტრიმი მაინც მოგვაწოდა. რაც შეეხება აშშ-ს, ჩვენ რეპორტაჟის გაცვლის თაობაზე მათთან კონტრაქტი გავაფორმეთ, რომელიც საკმაოდ ძვირი დაგვიჯდა და აშშ-დან მივიღეთ სიგნალი. ახლა, როდესაც 25 ნოემბერს ჩვენ უნდა მიგვეწოდებინა ანალოგიურად სიგნალი აშშ-სთვის, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ თქვა, რომ ამ მატჩების ტრანსლირება არის მათი უფლებები და ყველანაირ მომსახურებას თავიანთ თავზე აიღებენ. როდესაც კონტრაქტის თანახმად, აშშ კონტრაქტის მეორე მხარესთან, ანუ ჩვენთან კონტაქტზე გამოვა, გოჩა სვანიძე ითხოვს, რომ გადამისამართება რაგბის კავშირზე მოხდეს და რაგბის კავშირი უზრუნველყოფს რეპორტაჟს, სავარაუდოდ “რაგბიტივის“ მეშვეობით", - განაცხადა ვოვა ნიკოლეიშვილმა. 

რაც შეეხება უელსში თამაშს, რომელიც 18 ნოემბერს გაიმართება, ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, მისი ჩვენების უფლება დიდი ხნის წინ გაყიდულია და სავარაუდოდ ერთ-ერთი ტელეკომპანია გადასცემს.. 

ნოემბერში საქართველოს რაგბის ნაკრებს სამი ტესტს-მატჩი აქვს ჩასატარებელი - 11 ნოემბერს თბილისში კანადასთან, 18 ნოემბერს უელსში და 25 ნოემბერს ისევ თბილისში, აშშ-ის გუნდთან.  

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
რაგბი ლიგის მსოფლიო თასზე ტონგამ სამოა დაამარცხა,
რაგბი ლიგის მსოფლიო თასზე ტონგამ სამოა დაამარცხა,
რაგბი ლიგის მსოფლიო თასზე ტონგამ სამოა დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა. მატჩი ახალ ზელანდიაში, ვ
წაკითხვა
ინგლისის რაგბის კავშირი LGBT პირებს თანადგომას უცხადებს
ინგლისის რაგბის კავშირი LGBT პირებს თანადგომას უცხადებს
ინგლისის რაგბის კავშირმა და „პრემიერშიპ რაგბიმ“ LGBT პირებს მხარდაჭერა გამოუცხადა. სავარაუდოდ
წაკითხვა
ლიბანმა საფრანგეთი დაამარცხა
ლიბანმა საფრანგეთი დაამარცხა
რაგბი ლიგის პირველი ტურის ბოლო სათამაშო დღეს სენსაცია დაფიქსირდა -
წაკითხვა
„დიდი ათის“ მე-7 ტურის მეორე სათამაშო დღე გაიმართა
„დიდი ათის“ მე-7 ტურის მეორე სათამაშო დღე გაიმართა
"დიდი ათის" მეშვიდე ტურის პირვე
წაკითხვა
რაგბი ლიგის მსოფლიო თასის მეორე სათამაშო დღე
რაგბი ლიგის მსოფლიო თასის მეორე სათამაშო დღე
რაგბი ლიგის მსოფლიო თასის მეორე სათამაშო დღეს სამი შეხვედრა გაიმართა. 
წაკითხვა
გიორგი ზურაბიშვილი - რაგბის ფედერაციამ უნდა გაითვალისწინოს გავრცელების არეალი და გადაღების ხარისხი, რადგან ეს ქვეყნის პრესტიჟია
გიორგი ზურაბიშვილი - რაგბის ფედერაციამ უნდა გაითვალისწინოს გავრცელების არეალი და გადაღების ხარისხი, რადგან ეს ქვეყნის პრესტიჟია
ჩვენთვის რაგბი უმნიშვნელოვანესია და გვინდ
წაკითხვა
მორაგბეთა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველოს მოსახლეობა პირველი არხით იხილავს
მორაგბეთა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველოს მოსახლეობა პირველი არხით იხილავს
რაგბიში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციას საქართველოში პირველი არხი უზრუნველყოფს. <
წაკითხვა
სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება - 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციას პირველი არხი უზრუნველყოფს
სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება - 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციას პირველი არხი უზრუნველყოფს
2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციას პირველი არხი უზრუნველყოფს. ჩვენების უფლებასთან დაკავშირებული ლიცენზიის შეძენას არხის ბორდმ
წაკითხვა