საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
623

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 7 პროცენტზე დატოვა

მარიამ ბერძენიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-25 12:05:00

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2017 წლის 25 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.2 პროცენტი შეადგინა, თუმცა მესამე კვარტალის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი პროგნოზირებულთან შედარებით მცირედით დაბალი იყო. არსებული პროგნოზით, ინფლაცია წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება და მომავალი წლის დასაწყისში, დროებითი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, სამპროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. ამასთანავე, ბოლო პერიოდის განმავლობაში ინფლაციური მოლოდინები არ შეცვლილა და ფასების ზრდაზე დამატებით ზეწოლას არ ქმნის. აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა  პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება გადაწყვიტა. თუკი არ წარმოიშვება დამატებითი შოკები, საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შემცირდება და მის ნეიტრალურ დონეს დაუახლოვდება. 

მათივე ინფორმაციით, 2017 წლის დასაწყისიდან გაუმჯობესებული ეკონომიკური აქტივობის შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5 პროცენტამდე გაზარდა. წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის რვა თვის განმავლობაში ეკონომიკის ზრდა 4.7 პროცენტია. თუმცა, შიდა მოთხოვნა და ზოგადად ეკონომიკური აქტივობა კვლავ პოტენციურ დონეზე ნაკლებია და, შესაბამისად, ინფლაციაზე მოთხოვნის მხრიდან ზეწოლის რისკებს არ ქმნის. 

"ეკონომიკური აქტივობის წახალისება მნიშვნელოვანწილად განაპირობა საგარეო სექტორის გაუმჯობესებამ, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისიდან გამოიკვეთა და ამ ეტაპზეც ნარჩუნდება. მაღალი ტემპით ზრდას განაგრძობს როგორც საქონლის ექსპორტი, ასევე შემოსავლები ტურიზმიდან. კვლავ მატულობს ფულადი გზავნილების მოცულობაც, თუმცა საგარეო შოკამდე არსებულ დონეს ის ჯერ კიდევ ჩამორჩება. ამასთან, ზომიერად იზრდება იმპორტი. საგარეო მოთხოვნის ზრდას ხელს უწყობს როგორც სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკების გაჯანსაღება, ასევე კონკურენტული რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი. ყოველივე ეს აისახება საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებაში. 

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში. 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 13 დეკემბერს გაიმართება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
დიმიტრი ქუმსიშვილი - ეროვნულ ბანკს ინფლაციის მოთოკვისთვის ყველა ინსტრუმენტი აქვს
დიმიტრი ქუმსიშვილი - ეროვნულ ბანკს ინფლაციის მოთოკვისთვის ყველა ინსტრუმენტი აქვს
ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს ინფლაციის მოთო
წაკითხვა
ეროვნული ბანკი - ლარის გაუფასურება დროებითია
ეროვნული ბანკი - ლარის გაუფასურება დროებითია
ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ბოლოდროინ
წაკითხვა
ლარში გაცემული სესხების მოცულობა 4.7%-ით გაიზარდა
ლარში გაცემული სესხების მოცულობა 4.7%-ით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების შესახებ ინფორმაციას აქვ
წაკითხვა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დარჩა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დარჩა
როგორი იქნება რეფინანსირების ახალი განაკვეთი, ამის შესახებ ეროვნულ ბანკში, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. 
წაკითხვა
ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს
ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს
ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით განიხილეს. 
წაკითხვა
რა უნდა ვიცოდეთ იპოთეკური სესხების შესახებ - ეროვნულმა ბანკმა საგანმანათლებლო ვიდეორგოლი მოამზადა
რა უნდა ვიცოდეთ იპოთეკური სესხების შესახებ - ეროვნულმა ბანკმა საგანმანათლებლო ვიდეორგოლი მოამზადა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, „ევროპული ფ
წაკითხვა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საზოგადოებას ფინანსური პირამიდების რისკების შესახებ აფრთხილებს [ვიდეო]
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საზოგადოებას ფინანსური პირამიდების რისკების შესახებ აფრთხილებს [ვიდეო]
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საზოგადოებას ფინანსური პირამიდების შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლი წარუდგინა. ვიდეორგოლის მიზანი საზოგადოებაში დანაზოგების არაგონივრულ
წაკითხვა
საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს  და აცხადებს, რომ ინტერნეტსივრცეში - http://ubani.ge/ გავრცელდა ფასიანი ქაღალდების შეთავა
წაკითხვა