საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
508

კახა კალაძე საკრებულოს მომავალი უმრავლესობის წევრებს ხვდება - „მნიშვნელოვანია ერთობა და გუნდურობა, მე და მერია მარტო ვერაფერს გავაკეთებთ“

ელიტა ანდღულაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-25 12:32:00

თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კახა კალაძე საკრებულოს უმრავლესობის მომავალ წევრებს ხვდება.

როგორც შეხვედრის დასაწყისში კახა კალაძემ განაცხადა, მუშაობის პროცესში მნიშვნელოვანია გუნდურობა, ერთობა.

„მადლობა თანამებრძოლებს, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ვიზრუნოთ ჩვენს ქალაქზე, ქალაქის გალამაზებაზე, მოწესრიგებაზე.  ნოემბრის შუა რიცხვებიდან მოგვეცემემა უფლებამოსილება, შევუდგეთ საქმიანობას. თუმცა, ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ  თითოეულმა ჩვენგანმა. რაც მინდა, გთხოვოთ თითეულ თქვენგანს - საარჩევნო კამპანიის განმავლობაში თქვენ გქონდათ ურთიერთობა მისახლეობასთან. ეს ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო დეტალურად უნდა გამოვიტანოთ ის პრობლემები, რომლებიც დედაქალაქის რაიონებში არსებობს“,-განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით,  აპირებს, შეხვდეს საერთაშორიოს საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რათა მოხერხდეს დედაქალაქისითვის მნიშვნელოვანი ყველა პროექტის განხორიელება.

„ჩემთან მიმართებაში გეტყვით, რომ ამ პერიოდს გამოვიყენებ, რათა შევხვდე სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, რათა უკვე მომზადებული ვიყოთ, გავაცნოთ ყველა ის პროექტი, რომელიც გვაქვს მომზადებული და წარმოდგენილი გვქონდა წინასაარჩევნოდ. ზოგადად, ძალიან დიდია ინტერესი და გვექნება შესაძლებლობა, მომდევნო წლების განმავლობაში, მათთან კარგი ურთიერთობით, თანამშრომლობით და მეგობრობით ეს პროექტები განხორციელდეს. ვაპირებთ სამინისტროებთან შეხვედრას, ცენტრალურ  ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად, როდესაც მოგვეცემა შესაძლებლობა, მივიდეთ მერიაში, საკრებულოში,  უკვე პირველივე დღიდან დავიწყებთ მუშაობას, ნაბჯების გადადგმას. მნიშვნელოვანია ერთობა და გუნდურობა. მარტო მე და  მერია ვერაფერს გავაკეთებთ", - აღნიშნა საკრებულოს მომავალი უმრავლესობის წევრებს კახა კალაძემ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მეტროსადგური “გურამიშვილი“ უახლოეს პერიოდში ორი დღით დაიკეტება
მეტროსადგური “გურამიშვილი“ უახლოეს პერიოდში ორი დღით დაიკეტება
მეტროსადგური "გურამიშვილი" უახლ
წაკითხვა
„ყველაზე მაგარი ტრანსპორტია“ - კახა კალაძე მეტროში [ვიდეო]
„ყველაზე მაგარი ტრანსპორტია“ - კახა კალაძე მეტროში [ვიდეო]
ყველაზე მაგარი ტრანსპორტია და მოწესრიგებუ
წაკითხვა
კახა კალაძე - მე ვარ ხალხის არჩეული, შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩემთვისაც მნიშვნელოვანია
კახა კალაძე - მე ვარ ხალხის არჩეული, შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩემთვისაც მნიშვნელოვანია
მე ვარ ხალხის არჩეული, შესაბამისად საზოგა
წაკითხვა
კახა კალაძე - მეგის ქარდავას ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს
კახა კალაძე - მეგის ქარდავას ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს
მეგის ქარდავას ყველა კითხვაზე პასუხის გაც
წაკითხვა
კახა კალაძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს არა მხოლოდ კომფორტული, არამედ პოპულარულიც
კახა კალაძე - საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს არა მხოლოდ კომფორტული, არამედ პოპულარულიც
თბილისის მერობის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა კახა კალაძემ ვიცე-მერთან ერთად დედაქალაქის სატრანსპორტო კომპანიის მეორე ავტობაზა დაათვ
წაკითხვა
მეეზოვეები კახა კალაძეს - თქვენკენ ვართ, მთავარია, პროგრესი იყოს [ვიდეო]
მეეზოვეები კახა კალაძეს - თქვენკენ ვართ, მთავარია, პროგრესი იყოს [ვიდეო]
თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა კ
წაკითხვა
კახა კალაძემ ავტობუსით იმგზავრა და მოქალაქეებს გაესაუბრა
კახა კალაძემ ავტობუსით იმგზავრა და მოქალაქეებს გაესაუბრა
თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა კ
წაკითხვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი შეხვდა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი შეხვდა
საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტი
წაკითხვა