საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
4336

ვასილ მაღლაფერიძე - ქართველ გულშემატკივრებს ვულოცავთ, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა

მანანა დევაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-25 13:16:00

ყველა ქართველ გულშემატკივარს ვულოცავთ დღეს გადაწყდა, რომ კონტრაქტი გაფორმდა და 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ სამეურვეო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ვასილ მაღლაფერიძის შეფასებით, სამეურვეო საბჭომ ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დაადასტურა.

„ყველა ქართველ გულშემატკივარს ვულოცავთ. არ მეგულება საქართველოს მოქალაქე, რომელიც რაგბის არ გულშემატკივრობს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის რაგბი ეროვნული სპორტის სახეობაა. დღეს გადაწყდა, რომ კონტრაქტი გაფორმდა და 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიაში იმართება და მე ვფიქრობ, რომ ეს დიდი დღესასწაული იქნება, მით უმეტეს, როგორც ყოველთვის, ქართველი მორაგბეები გაგვახარებენ. ვფიქრობ, რომ სამეურვეო საბჭომ ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დაადასტურა. ამ კონტრაქტის წარმატებით დასრულებისთვის ბევრი ვიმუშავეთ და დღეს ჩვენს გადაწყვეტილებას ბეჭედი დაესვა“, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

კონტრაქტს „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და კომპანია RUGBY WORLD CUP LIMITED-ს შორის ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება. პირველი არხის მენეჯმენტს მიღწეული ჰქონდა შეთანხმება მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირების შესახებ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, პირველი არხი შეისყიდდა თუ არა ტრანსლირების უფლებას, სამეურვეო საბჭოს უნდა მიეღო. 

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 2019 წლის 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე იაპონიაში გაიმართება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„ინტერი“ იტალიის ჩემპიონატში ისევ წაუგებელია
„ინტერი“ იტალიის ჩემპიონატში ისევ წაუგებელია
იტალიის სერია A-ში<
წაკითხვა
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საქართველოს ჩემპიონატის ფინალი გაიმართება
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საქართველოს ჩემპიონატის ფინალი გაიმართება
12 ნოემბერს, წრიულ რბოლაში, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საქართველოს ჩემპიონატის ფინალი გაიმართება. 
წაკითხვა
„ბალმაზუივაროშმა“ „დიოშ-დიორი“ 2:1 დაამარცხა
„ბალმაზუივაროშმა“ „დიოშ-დიორი“ 2:1 დაამარცხა
უნგრეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-15 ტურ
წაკითხვა
რაგბი ლიგის მსოფლიო თასზე ტონგამ სამოა დაამარცხა,
რაგბი ლიგის მსოფლიო თასზე ტონგამ სამოა დაამარცხა,
რაგბი ლიგის მსოფლიო თასზე ტონგამ სამოა დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა. მატჩი ახალ ზელანდიაში, ვ
წაკითხვა
პირველი არხი საკალათბურთო სუპერლიგის მატჩებს წარმოგიდგენთ
პირველი არხი საკალათბურთო სუპერლიგის მატჩებს წარმოგიდგენთ
 ქართული კალათბურთის მოყვარულებს პირველ ა
წაკითხვა
ინგლისის რაგბის კავშირი LGBT პირებს თანადგომას უცხადებს
ინგლისის რაგბის კავშირი LGBT პირებს თანადგომას უცხადებს
ინგლისის რაგბის კავშირმა და „პრემიერშიპ რაგბიმ“ LGBT პირებს მხარდაჭერა გამოუცხადა. სავარაუდოდ
წაკითხვა
პროფესიულ სტანდარტებთან შეუსაბამო მასალის გავრცელებისთვის რადიო „თავისუფლება“ პირველ არხს ბოდიშს უხდის
პროფესიულ სტანდარტებთან შეუსაბამო მასალის გავრცელებისთვის რადიო „თავისუფლება“ პირველ არხს ბოდიშს უხდის
მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს, რადიო „თავის
წაკითხვა
ჭადრაკში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა წაუგებელი სერია შეწყვიტა
ჭადრაკში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა წაუგებელი სერია შეწყვიტა
ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მეოთხე ტურში რუსეთის გუნდთან 1,5:2,5 დამარ
წაკითხვა