საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
652

ბექა დავითულიანი - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ჩემს დანიშვნასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ გამართულა

ელიტა ანდღულაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-25 13:16:00

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ჩემს დანიშვნასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ გამართულა, - ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, იქნებოდა თუ არა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

დავითულიანის თქმით, გუნდის შიგნით კონკრეტული თანამდებობების განხილვა ჯერ არ მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე მოიაზრება.

„ვინ რა თანამდებობას დაიკავებს საკრებულოში, მალე გახდება საჯარო. პირველი საკითხი, რასაც საკრებულო განიხილავს, ამ საკითხზე იყო შეხვედრა, რომ გადაგვეწყვიტა პირველადი თემები და კომუნიკაციის ფორმებზე გვემსჯელა“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე