საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1455

გრიგოლ გოგელია - 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების უფლებას გაცილებით იაფად და კარგი პირობებით ვყიდულობთ

მანანა დევაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-25 13:27:00

2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების უფლებას გაცილებით იაფად და კარგი პირობებით ვყიდულობთ - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ გოგელიამ განაცხადა.

„პირველი არხი საზოგადოებას რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს შესთავაზებს, სადაც ჩვენი ნაკრებიც მონაწილეობს. 

2015 წელს იძულებული ვიყავით, ჩვენების უფლება შუამავალი ორგანიზაციიდან შეგვეძინა, რადგან  უფლება მას ჩვენგან დამოუკიდებლად ჰქონდა ნაყიდი. 

შესაბამისად, დღევანდელი გადაწყვეტილება მეტყველებს, რომ ეფექტურად ვიმუშავეთ იმისთვის, რომ შუამავალი რგოლი ამოგვეგდო. შესაბამისად, ეს ფასზეც აისახება. გაცილებით იაფად და კარგი პირობებით ვყიდულობთ და ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. თან, მით უმეტეს, დიდი ინტერესისა და ფასეულობის მქონე პროდუქციაა“, - განაცხადა გრიგოლ გოგელიამ.

კონტრაქტს „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და კომპანია RUGBY WORLD CUP LIMITED-ს შორის ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება. პირველი არხის მენეჯმენტს მიღწეული ჰქონდა შეთანხმება მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირების შესახებ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, პირველი არხი შეისყიდდა თუ არა ტრანსლირების უფლებას, სამეურვეო საბჭოს უნდა მიეღო. 

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი 2019 წლის 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე იაპონიაში გაიმართება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„ინტერი“ იტალიის ჩემპიონატში ისევ წაუგებელია
„ინტერი“ იტალიის ჩემპიონატში ისევ წაუგებელია
იტალიის სერია A-ში<
წაკითხვა
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საქართველოს ჩემპიონატის ფინალი გაიმართება
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საქართველოს ჩემპიონატის ფინალი გაიმართება
12 ნოემბერს, წრიულ რბოლაში, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საქართველოს ჩემპიონატის ფინალი გაიმართება. 
წაკითხვა
„ბალმაზუივაროშმა“ „დიოშ-დიორი“ 2:1 დაამარცხა
„ბალმაზუივაროშმა“ „დიოშ-დიორი“ 2:1 დაამარცხა
უნგრეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-15 ტურ
წაკითხვა
რაგბი ლიგის მსოფლიო თასზე ტონგამ სამოა დაამარცხა,
რაგბი ლიგის მსოფლიო თასზე ტონგამ სამოა დაამარცხა,
რაგბი ლიგის მსოფლიო თასზე ტონგამ სამოა დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა. მატჩი ახალ ზელანდიაში, ვ
წაკითხვა
ინგლისის რაგბის კავშირი LGBT პირებს თანადგომას უცხადებს
ინგლისის რაგბის კავშირი LGBT პირებს თანადგომას უცხადებს
ინგლისის რაგბის კავშირმა და „პრემიერშიპ რაგბიმ“ LGBT პირებს მხარდაჭერა გამოუცხადა. სავარაუდოდ
წაკითხვა
ჭადრაკში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა წაუგებელი სერია შეწყვიტა
ჭადრაკში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა წაუგებელი სერია შეწყვიტა
ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მეოთხე ტურში რუსეთის გუნდთან 1,5:2,5 დამარ
წაკითხვა
ახალი საკლუბო მუნდიალი - 24 გუნდი 2021 წლის ზაფხულში
ახალი საკლუბო მუნდიალი - 24 გუნდი 2021 წლის ზაფხულში
თითქმის გადაწყვეტილია, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ფორმატს შეიცვლის. ფიფა ძალიან მალე მიიღებს გადაწყვეტილებას, გააფართოვოს ეს ტურნირი 24 გუნდამდე, - ამის შესახებ სააგენტო AP წერს. 
წაკითხვა
ნიკა კაჭარავამ პოლონეთის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა (ვიდეო)
ნიკა კაჭარავამ პოლონეთის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა (ვიდეო)
პოლონეთის ჩემპიონატის მე-14 ტური გდანსკის
წაკითხვა