საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
411

„საზოგადოება და ბანკები“ - 31523 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება

გამოქვეყნებულია 2017-10-25 13:34:00

ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, 31523 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლება.

„საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2017 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 31523 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლებათ, რადგან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 7,0 პროცენტზე დატოვა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 1491,9 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

პირველი სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე გაცემული სესხების რაოდენობა შემცირდა 969-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 1445,6 მილიონიდან 1491,9 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

31523 ხელშეკრულებიდან 14891 სამომხმარებლო სესხია. მოცულობა კი 195,3 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხის საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ოქტომბრისთვის 14.4% შეადგინა“, - აცხადებენ ორგანიზაციაში. 

მათივე ცნობით, რაოდენობრივად მეორე ადგილზეა იპოთეკური ტიპის სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე პირველი ოქტომბრის მონაცემებით 10992 სესხია მიბმული, საშუალოდ 11%-ში. მთლიანი პორტფელი კი 453,5 მილიონი ლარია.

„3514 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 799,69 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 165,2 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 12,9%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 ოქტომბრის მონაცემებით 634,4 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11.4%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 ოქტომბრის მონაცემებით 279 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 4620 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 13,98%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 1847 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 38,8 მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 ოქტომბრის  მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 17,7%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნესსესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

დღევანდელი მდგომარეობით, ინფლაციის მაჩვენებელი 6.2%-ია, რაც ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალია, თუმცა წლის ბოლომდე მოსალოდნელია ინფლაციის შემცირება. ჩვენი აზრით, ლარის ბოლოდროინდელი 2%-იანი გაუფასურების ეფექტი ინფლაციაზე არ იქნება მაღალი. გაცვლითი კურსის მცირე მერყეობის შემთხვევაში არ არის მოსალოდნელი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. „საზოგადოება და ბანკები“ მიიჩნევს, რომ ეკონომიკისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ლარის ფინანსური რესურსის არსებობა და გაცვლითი კურსის მცირე მერყეობამ არ უნდა შეზღუდოს ლარის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა“, - აცხადებენ ორგანიზაციაში. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად - 7%-ზე დატოვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად - 7%-ზე დატოვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად  - 7%-ზე დატოვა. რაც იმას ნიშნავს, რომ ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები არ
წაკითხვა
„საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სეხი 27 356 ადამიანს გაუძვირდა
„საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სეხი 27 356 ადამიანს გაუძვირდა
2017 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მი
წაკითხვა
ეროვნული ბანკი - ინფლაციის მოლოდინების დამატებით მოსათოკად, ბანკმა მიზანშეწონილად მიიჩნია რეფინანსირების განაკვეთის 7.0 პროცენტამდე გაზრდა
ეროვნული ბანკი - ინფლაციის მოლოდინების დამატებით მოსათოკად, ბანკმა მიზანშეწონილად მიიჩნია რეფინანსირების განაკვეთის 7.0 პროცენტამდე გაზრდა
ინფლაციის მოლოდინების დამატებით მოსათოკად, ეროვნულმა ბანკმა მიზანშეწონილად მიიჩნია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით, 7,0
წაკითხვა
რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე პროცენტი გაიზარდა
რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე პროცენტი გაიზარდა
რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ მონეტარული პოლიტიკა ისევ მკაცრდება. რეფინანსირების განაკვეთი 0.25-ით გაიზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეფინანსი
წაკითხვა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 6.75 %-მდე გაზარდა
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 6.75 %-მდე გაზარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 6.75 პროცენტამდე გაზარდა. 
წაკითხვა
რეფინანსირების განაკვეთი, შესაძლოა, შემცირდეს
რეფინანსირების განაკვეთი, შესაძლოა, შემცირდეს
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას განაგრძობს. რეფინანსირების განაკვეთი მომავალში, შესაძლოა, კიდევ შემცირდეს. 
წაკითხვა
ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ამცირებს
ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ამცირებს
ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ამცირებს. მაჩვენებელი 0.5 პროცენტით შეიცვალა და 2015 წლის ნოემბრის ნიშნულს-7.5 დაუბრუნდა. 
წაკითხვა
ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ამცირებს
ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ამცირებს
ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ამცირებს. დღეს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტი
წაკითხვა