საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
446

ყიზილაჯლოში დაჭრილი მაჟორიტარობის კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

გამოქვეყნებულია 2017-10-25 14:12:00

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ჯეიხუნ ჩოვდაროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. 

კანდიდატი ამ დრომდე, მკურნალობას მარნეულში, კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში” მკურნალობს.

კლინიკის მთავარი ექიმის ტატიანა შენგელაიას განცხადებით, პაციენტი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაში, ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

მთავარი ექიმის თქმით, პაციენტი კონტაქტურია, თუმცა მისთვის რამდენიმე დღე კვლავ კრიტიკულია.

რაც შეეხება მეორე დაზარალებულს ვუგარ ბაირამოვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია. პაციენტი კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი.

სოფელ ყიზილაჯლოში, 19 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ შტაბს უცნობი პირები დაესხნენ თავს, რის შედეგადაც, ხუთი ადამიანი დაშავდა.

„ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატმა ჯეიხუნ ჩოიდაროვმა, რომელიც არჩევნებამდე ორი დღით ადრე დაჭრეს, არჩევნებში გაიმარჯვა. მან 1837 ხმა აიღო, რაც საერთო ამომრჩევლის 80,89% -ია. ჯეიხუნ ჩოიდაროვი მარნეულის საკრებულოში „ქართული ოცნების" სახელით მაჟორიტარად შევა.



ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სროლა „ქართული ოცნების“ შტაბთან და ხუთი დაჭრილი - რა ვერსიებზე საუბრობენ მარნეულში თავდასხმის შემდეგ
სროლა „ქართული ოცნების“ შტაბთან და ხუთი დაჭრილი - რა ვერსიებზე საუბრობენ მარნეულში თავდასხმის შემდეგ
მარნეულში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულს ამ წუთებშიც ეძებენ. სოფელ ყიზილაჯლოში ,,ქართული ო
წაკითხვა
ყიზილაჯლოს ინციდენტის დროს დაშავებული ერთ-ერთი პაციენტი მის მიმართ რაიმე სახის მუქარას ვერ იხსენებს და მომხდარს ვერაფერს უკავშირებს
ყიზილაჯლოს ინციდენტის დროს დაშავებული ერთ-ერთი პაციენტი მის მიმართ რაიმე სახის მუქარას ვერ იხსენებს და მომხდარს ვერაფერს უკავშირებს
მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსიდან“ ორი პაციენტ
წაკითხვა
ყიზილაჯლოში მომხდარ სისხლიან თავდასხმას პოლიტიკოსები და არასამთავრობოები ეხმაურებიან
ყიზილაჯლოში მომხდარ სისხლიან თავდასხმას პოლიტიკოსები და არასამთავრობოები ეხმაურებიან
ყიზილაჯლოში მომხდარი სისხლიანი თავდასხმა პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემაა. 
წაკითხვა
ყიზილაჯლოში დაჭრილებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა
ყიზილაჯლოში დაჭრილებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა
სოფელ ყიზილაჯლოში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრილი ხუთი პირიდან, ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. 
წაკითხვა
აზერბაიჯანის ელჩმა სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილები მოინახულა
აზერბაიჯანის ელჩმა სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილები მოინახულა
სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი ინციდენტის დრო
წაკითხვა
არასამთავრობო ორგანიზაციები: ყიზილაჯლოს ინციდენტი ჩრდილს აყენებს წინასაარჩევნო გარემოს
არასამთავრობო ორგანიზაციები: ყიზილაჯლოს ინციდენტი ჩრდილს აყენებს წინასაარჩევნო გარემოს
სოფელ ყიზილაჯლოში მომხარი ინციდენტი ჩრდილს აყენებს წინასაარჩევნო გარემოს - ასეთია გუშინ მარნეულში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არა
წაკითხვა
ყიზილაჯლოში დაჭრილი „ქართული ოცნების“ ორი წევრი კვლავ მართვით სუნთქვაზეა
ყიზილაჯლოში დაჭრილი „ქართული ოცნების“ ორი წევრი კვლავ მართვით სუნთქვაზეა
ყიზილაჯლოში დაჭრილი „ქართული ოცნების“ ორი წევრი კვლავ მარ
წაკითხვა
თამაზ ნავერიანი - არავითარი შიდადაპირისპირება არ არსებობს, ეს არის მტკნარი სიცრუე
თამაზ ნავერიანი - არავითარი შიდადაპირისპირება არ არსებობს, ეს არის მტკნარი სიცრუე
არავითარი შიდადაპირისპირება არ არსებობს, ეს არის მტკნარი სიცრუე, - ამის შესახებ „ქართული ოცნე
წაკითხვა