საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
651

ხელის ჩრდილების თეატრი „ბუდრუგანა გაგრა“ სოფელ დუისში სპექტაკლს გამართავს

ლიზა ციციშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-25 16:30:00

ხელის ჩრდილების თეატრი „ბუდრუგანა გაგრა“ პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში 31 ოქტომბერს  სპექტაკლს გამართავს.

ჩრდილების თეატრი ბერლინის მსგავსად, დუისსაც მესამედ ესტუმრებიან.

როგორც ჩრდილების თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ლიპარიშვილმა განაცხადა, სხვადასხვა რეგიონის განვითარების მიზნით თეატრი პრობლემურ რეგიონებში მოგზაურობას ცდილობს.

„თეატრი ყველაზე მეტს მოგზაურობს. ამასთან, აჩვენებს სპექტაკლებს საზღვრებთან ახლომდებარე სოფლებში. 40-წუთიანი სპექტაკლი ბავშვებისთვისაა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ პანკისელ პატარებს მეჩრდილეები თეატრის ისტორიას უამბობენ და მასტერკლასსაც ჩაატარებენ, - განაცხადა ლიპარიშვილმა.

მისივე თქმით, ბუდრუგანა, სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით, ტაატით მოსიარულე ეტლს ნიშნავს. ხელის ჩრდილების თეატრი წლების წინ შეიქმნა, რომ სოფელ-სოფელ ბუდრუგანასავით ევლო და იქ მცხოვრები ადამიანებისთვის ჩრდილების ხელოვნება გაეზიარებინა.

„ბუდრუგანას" პირველი სპექტაკლის პრემიერა პარიზში 1991 წელს გაიმართა. ხელის ჩრდილების ხელოვნება, სოფელს, ქალაქს, ქვეყანას, ევროპასა და აზიას აერთიანებს.

ბუდრუგანას გზაც ქალაქიდან სოფელში და სოფლიდან ქალაქზე გადის, განაცხადა ჩრდილების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გელა კანდელაკმა.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი