საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2187

პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-10-25 21:16:00

პერუს მაღალმთიანეთში, არქეოლოგიურ ძეგლ პაკოპამპასთან, სარიტუალო პლატფორმაში აღმოჩენილი ადამიანის ჩონჩხები მიუთითებს, რომ იქ დამარხული ადამიანებს აღენიშნებათ ძალისმიერი დაზიანებები, მაგალითად ისეთი, როგორიც საცერემონიო რიტუალებში შეიძლება მიეღოთ; ამის შესახებ თვის დასაწყისში გამოქვეყნებული ახალი არქეოლოგიური კვლევა იუწყება.  

აღმომჩენ მკვლევართა ჯგუფის ცნობით, როგორც ჩანს, თავსა და სხეულზე ამ ხალხს აღენიშნება სარიტუალო დარტყმები. 

„არქეოლოგიური კონტექსტიდან გამომდინარე (ჩონჩხები აღმოაჩინეს საცერემონიო ძეგლებზე) , ისევე როგორც ამას ტრავმების თანაბარი გადანაწილება ორივე სქესზე და თავდაცვითი არქიტექტურის სიმცირე მიუთითებს — საქმე გვაქვს უფრო რიტუალებთან, ვიდრე ორგანიზებულ ბრძოლასთან ან თავდასხმასთან, რასაც უნდა გამოეწვია ის ტრავმები, რომლებსაც ამ ჩონჩხებზე ვხედავთ“, — წერენ ავტორები. 

რჩება კითხვა — რატომ?  

ერთ-ერთი გზა, რომლითაც თანამედროვე არქეოლოგები უძველეს კულტურათა შესწავლას ცდილობენ, ძალადობის ნიშნების ძებნაა. იმის ცოდნა, თუ როგორ ასახიჩრებდა და ხოცავდა ხალხი ერთმანეთს, ნათელს ხდის სხვა საზოგადოებებთან კონფლიქტს, ისევე როგორც რელიგიურ და საზოგადოებრივ ქცევებს. 

ანდების ადრეული ცივილიზაციების შესახებ მკლევრებმა მრავალი რამ სწორედ იქ მიმდინარე ძალმომრეობათა შესწავლის გზით შეიტყვეს.  


უძველესი პერუს გარკვეულ ცივილიზაციათა ნაშთებს, მაგალითად ჩინჩოროს (რომელიც წყნარო ოკეანის სანაპირო ზოლში ძვ. წ. 7000-1600 წლებში ცხოვრობდა) ხალხის ნეშტებზე არსებული ძალადობის ნიშნები კონფლიქტის შედეგი უნდა იყოს. 

კონფლიქტებთან დაკავშირებული ტრავმები უფრო მამაკაცებშია გავრცელებული, ვიდრე ქალებში. გარდა ამისა, ისინი თავს უფრო იჩენს თავის მარცხენა მხარეს, ზოგიერთს კი მოტეხილი აქვს მკლავები, რაც იარაღის დაბლოკვის მცდელობაზე მიუთითებს. 

პერუს სანაპირო ზოლში აღმოჩენილია ადამიანთა მსხვერპლშეწირვის ნიშნები, რომლებიც ძვ. წ. 5000 წლით თარიღდება. 

არქეოლოგთა ცნობით, ცენტრალურ ანდებში აღმოჩენილი საზოგადოებრივი არქიტექტურა იმაზე მიუთითებს, რომ ორგანიზებული საზოგადოებების შექმნა ჯერ კიდევ ძვ. წ. 3000 წლისთვის უნდა დაწყებულიყო. თუმცა, ძალიან ცოტაა აღმოჩენილი ძალადობის ნიშნები, რაც ნათელს მოჰფენდა ამ ხალხის ქცევას. 

პაკოპამპაში აღმოჩენილი ახალი ნამარხები მათ სრულიად ახალი ცნობებით უზრუნველყოფს. 


პაკოპამპის გათხრები 1939 წელს დაიწყო; ამ კონკრეტული კვლევის ავტორები ძეგლს 2005 წლიდან სწავლობდნენ. 

2005-2015 წლებში, მათ აღმოაჩინეს 104 ადამიანის ნაშთი, მათ შორის 66 ზრდასრულის და 38 ბავშვის; მიეკუთვნება შუა (ძვ. წ. 1200-800) და გვიანდელ (ძვ. წ. 800-500) ფორმაციულ პერიოდს.  

შვიდი ზრდასრული ადამიანის ჩონჩხი (ზემოთ, ფოტოზე) ძეგლის ერთ სარიტუალო პლატფორმაში აღმოაჩინეს; ყველა მათგანს აღენიშნება ტრავმები თავზე, კიდურებსა და იდაყვებზე.  

დაზიანებათა უდიდესი ნაწილი მაინც თავის ქალაზე მოდის. როგორც დაზიანებები მიუთითებს, „მათი გამომწვევი მიზეზი უნდა იყოს განზრახული და განმეორებადი დარტყმები და არა ინციდენტები“, — წერენ მკვლევრები. 

ასევე შეინიშნება მკურნალობის ნიშნებიც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ზოგიერთი მათგანი დაზიანებების შედეგად არ მომკვდარა, თუ რა თქმა უნდა, ის ძალიან ძლიერი არ იყო. 

თავის ქალის ტრავმების გამომწვევ მიზეზად მკვლევრებს სულაც არ მიაჩნიათ კონფლიქტები. პაკოპამპა სარიტუალო ძეგლია და არა თავდაცვითი; ნეშტები არ აღმოუჩენიათ საცხოვრებელ კვარტლებში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი თავდასხმების შედეგად არ დაღუპულან. 

გარდა ამისა, სხეულებს არ აღენიშნებათ თავდაცვითი ჭრილობები. კიდურებზე აღმოჩენილი დაზიანებები კი მიღებული უნდა ჰქონდეთ ცხოვრებია განმავლობაში.  


იმის გამო, რომ ეს კონკრეტული ადამიანები დამარხული იყვნენ რელიგიურ რიტუალებთან დაკავშირებულ ადგილას, მკვლევართა აზრით, ტრავმების მიზეზი საცერემონიო აქტივობა უნდა იყოს. 

გამომწვევი მიზეზის შესახებ, მკვლევრებს მხოლოდ ვარაუდი შეუძლიათ. ცენტრალური ანდების ზოგიერთ ადრეულ ცივილიზაციაში, საკვების რესურსების სიმცირესთან დაკავშირებული სოციალური დაძაბულობა კლასობრივ დანაწევრებასა და რიტუალურ ძალადობას იწვევდა, მაგრამ უცნობია, იქონია თუ არა პაკოპამპაზე რაიმე გავლენა რესურსების სიმცირემ იმ დროს, როდესაც ეს ადამიანები ცხოვრობდნენ. ჩონჩხების ნაშთებს საკვების დეფიციტი არ აღენიშნება. 

არსებობს გარკვეული მინიშნებები, რომ საზოგადოების ელიტის წარმომადგენლები საკუთარ თავებს ძლიერ მტაცებელ ცხოველებს ადარებდნენ, განსაკუთრებით იაგუარის მსგავს დიდ კატებს; „ძალადობის კონტროლირებად პრაქტიკას“ ძეიძლება ელიტები თავიანთ ძალაუფლების სადემონსტრაციოდ იყენებდნენ. 

დროთა განმავლობაში, ადამიანებისადმი მიყენებული დაზიანებები უფრო სასტიკი გახდა, რაც სავარაუდოდ, აირეკლავდა გაღრმავებულ კლასობრივ დაყოფას. 

გვიანდელ პერიოდებში, რიტუალური ძალადობა ადამიანთა მსხვერპლშეწირვას არ მოითხოვდა; შესაბამისად, მკვლევართა აზრით, ამ სამარხში აღმოჩენილი რიტუალური ძალადობის ნიშნები იერარქიულ საზოგადოებაზე მიუთითებს. 

ადრეულ პერიოდებში, ელიტების ბატონობასთან დაკავშირებული სარიტუალო ძალადობა მთავრდებოდა დაზიანებებით, რომლებიც დროთა განმავლობაში სულ უფრო ინტენსიური ხდებოდა, იერარქია კი სულ უფრო მტკიცდებოდა — თანდათან აღწევდა წერტილს, როდესაც ასეთი რიტუალები სიკვდილით სრულდებოდა. 

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის დასავლეთ ნაწილში, უდაბნოს
წაკითხვა
პერუს ნაკრებს მოწამვლის ეშინია და არგენტინაში საკუთარი სასმელი წყლით ჩავიდა
პერუს ნაკრებს მოწამვლის ეშინია და არგენტინაში საკუთარი სასმელი წყლით ჩავიდა
პერუს ნაკრები არგენტინის წინააღმდეგ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩზე სასმელი წ
წაკითხვა
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ქვიშაში დაკარგული 2000 წლის წ
წაკითხვა
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა დავით გარეჯის უდაბნოში, წმ. დავითის ლავრაში მიმდინარე წინასარეაბილიტა
წაკითხვა
ამაზონის უკონტაქტო ტომი, სავარაუდოდ, ოქროს უკანონო მომპოვებლებმა გაჟლიტეს
ამაზონის უკონტაქტო ტომი, სავარაუდოდ, ოქროს უკანონო მომპოვებლებმა გაჟლიტეს
ბრაზილიელი პროკურორები აქტიურად იძიებენ გ
წაკითხვა
13 სექტემბერს 2024 და 2028 წლების ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქალაქებს აირჩევენ
13 სექტემბერს 2024 და 2028 წლების ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქალაქებს აირჩევენ
პერუს დედაქალაქ ლიმაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 131-ე სესია გაიმართება. 13 სექტემბერს
წაკითხვა
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს - სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს - სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს. სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს. სამნავიანი ბაზილიკა, სავარაუდოდ, ამაღლების დღესასწაული
წაკითხვა
პერუში საპროტესტო აქცია შეტაკებებით დასრულდა
პერუში საპროტესტო აქცია შეტაკებებით დასრულდა
პერუში
წაკითხვა